როგორ ავრცელებენ რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის ტვიტერ-ანგარიშები დეზინფორმაციას?

კითხვის დრო: 14 წუთი

კითხვის დრო: 14 წუთი

470
VIEWS

2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი აქტიური ინსტრუმენტი სოციალურ ქსელ ტვიტერში რუსეთის სამთავრობო ანგარიშები, მათ შორის სხვადასხვა ქვეყანაში რუსეთის საელჩოების ტვიტერ-ანგარიშები გახდა. ფეისბუქზე რუსული პროპაგანდისტული მედიებისა და სხვადასხვა მომხმარებლის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებული ყალბი ამბების გადამოწმების დროს “მითების დეტექტორმა” რამდენიმე შემთხვევა გამოავლინა, როდესაც იგივე ცრუ მტკიცებებს რუსეთის სამთავრობო სტრუქტურების და სხვადასხვა ქვეყანაში საელჩოების ანგარიშებიც აზიარებდნენ. ამის შემდეგ “მითების დეტექტორი” დაინტერესდა, თუ რამდენად სისტემატიური ხასიათი ჰქონდა ასეთ პრაქტიკას. “მითების დეტექტორი” რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინგლისურენოვანი ტვიტერ-ანგარიშისა და სხვადასხვა ქვეყანაში რუსეთის საელჩოების ათობით ანგარიშის მიერ 2022 წლის 12 მარტიდან 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით გამოქვეყნებულ პოსტებს დააკვირდა. 

დაკვირვების პროცესში ყურადღება ექცეოდა ისეთი პოსტების გამოვლენას, რომლებშიც გაჟღერებული მტკიცებები “მითების დეტექტორმა” წარსულში უკვე გადაამოწმა ან რომლებიც ოფიციალური გამოძიებებით იყო უარყოფილი. ასეთი პოსტები შესაბამის თემებთან დაკავშირებული საკვანძო სიტყვებით ძიების შედეგად იყო მოძიებული. შესაბამისად გამოვლენილი დეზინფორმაციული და მანიპულაციური პოსტები არ ასახავს რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის მთელ მასშტაბს. სავარაუდოა, რომ კოლექტიურად რუსეთის სამთავრობო ტვიტერ-ანგარიშებს უფრო მეტი დეზინფორმაცია აქვთ გავრცელებული. ამ მასალის მიზანი, რამდენიმე კონკრეტულ ქეისზე დაყრდნობით რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების ანგარიშების ქცევის დემონსტრირება იყო.

დაკვირვების შედეგად შემდეგი ტენდენცია გამოიკვეთა:

  1. გამოვლინდა 14 თემა, რომლებთან დაკავშირებითაც  რუსეთის 16 სამთავრობო ტვიტერ-ანგარიშმა დეზინფორმაციული/მანიპულაციური 44 პოსტი გამოაქვეყნა.
  2. შემთხვევების აბსოლუტურ უმრავლესობაში, დეზინფორმაციული პოსტები სხვა სამთავრობო ანგარიშებს, მთლიანობაში 68 ანგარიშს თავის გვერდზე ჰქონდათ გადაზიარებული.
  3. ამ 14 თემიდან ყველაზე მეტჯერ, მთლიანობაში 8 460-ჯერ, გაზიარებული იყო უკრაინაში ბიოლაბორატორიებთან დაკავშირებული დეზინფორმაციული პოსტები, თუმცა უშუალოდ რუსეთის სამთავრობო ანგარიშების მიერ ყველაზე მეტჯერ – 64-ჯერ, ოდესაში 2014 წელს მომხდარ ხანძართან დაკავშირებული დეზინფორმაციული პოსტები გავრცელდა.  

ოფიციალური არხებით დეზინფორმაციის გავრცელების მიზანი ყალბი ამბებისთვის მეტი დამაჯერებლობის შეძენააა. გარდა ამისა, ამ პროცესს ხელს ანგარიშების მიერ ერთმანეთისგან პოსტების გაზიარებაც უწყობს ხელს. ნიშანდობლივია ისიც, რომ ანგარიშების უმეტესობა სხვადასხვა დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ეკუთვნის და მათი სამიზნე აუდიტორია უცხო ქვეყნების მოქალაქეები არიან, სადაც კრემლის პროპაგანდა საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდირებას ცდილობს. 

აღსანიშნავია, რომ ტვიტერზე დეზინფორმაციის გავრცელების საწინააღმდეგოდ 2021 წლიდან მომხმარებლებს საშუალებას აქვთ, პოსტებს, რომლებიც არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ, დამატებითი კონტექსტის შემცველი ინფორმაცია შენიშვნების სახით დაურთონ. თუ ერთი და იმავე პოსტთან დაკავშირებით მსგავს შენიშვნებს სხვადასხვა კონტრიბუტორი გააკეთებს, პოსტისთვის თანდართული შენიშვნა საჯაროდ გამოჩნდება. რიგ შემთხვევებში მსგავსი შენიშნვა რუსეთის საელჩოების მიერ გავრცელებულ პოსტებზეც გვხვდება. გარკვეულ შემთხვევებში, როდესაც პოსტი ტვიტერის წესებს არღვევს, მას სპეციალური გაფრთხილება ახლავს თან, რომელშიც აღნიშნულია დარღვევის ხასიათიც. რიგ შემთხვევებში ასეთი პოსტები სოციალური ქსელიდან საჯარო ინტერესის არსებობის გამო არ იშლება, თუმცა მათი გადაზიარებები, კომენტარები და მოწონებები მიუწვდომელია

ქვემოთ მოცემულ ცხრილში, თემატიკის მიხედვით, ასახულია რუსეთის სამთავრობო ტვიტერ ანგარიშების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციული და მანიპულაციური პოსტები, ასევე მათი გაზიარებების რაოდენობა და თითოეული პოსტის მიხედვით რუსეთის იმ დიპლომატიური წარმომადგენლობის ტვიტერ ანგარიშების ჩამონათვალი, რომლებმაც აღნიშნული პოსტები გადააზიარეს. 

დეზინფორმაციული/მანიპულაციური მტკიცება პოსტის ავტორი ტვიტერ ანგარიში გადაზიარებები ტვიტერზე
დასავლეთის ქვეყნები ნაციზმს ემხრობიან 1. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

2. გაეროში რუსეთის მისია

3. რუსეთის საელჩო კანადაში

პოსტების საერთო გაზიარებები: 1 187

გადაზიარებები რუსეთის სამთავრობო ანგარიშების მიერ: 38

ახალგაზრდა დიპლომატთა საბჭო; რუსეთის მისიები ეუთოში და ჟენევაში; რუსეთის საელჩოები: ირლანდიაში, იორდანიაში (2), შვედეთში, ესტონეთში, ისლანდიაში (2), დიდ ბრიტანეთში (2), საუდის არაბეთში, განაში, პაკისტანში (2), იაპონიაში (2), საბერძნეთში, სეიშელებზე (2), ისრაელში (2), ბანგლადეშში,  სირიაში, ფინეთში, კატარში, თურქეთში; საგარეო საქმეთა სამინისტრო (3),   საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობები: ბლაგოვეშენსკში, სმოლენსკში, არხანგელსკში, გროზნოში, ყირიმში (3)

უკრაინაში ლაბორატორიებში სახიფათო ექსპერიმენტები ტარდება 1. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

2. რუსეთის საელჩო აშშ-ში (1,2,3,4)

3. რუსეთის საელჩო ინდოეთში (1,2,3,4)

პოსტების საერთო გაზიარებები: 8 460

გადაზიარებები რუსეთის სამთავრობო ანგარიშების მიერ: 30

რუსეთის დელეგაცია სამხედრო უსაფრთხოებისა და შეიარაღების კონტროლის შესახებ მოლაპარაკებებზე; რუსეთის გენერალური საკონსულოები ედინბურგში,

ჰიუსტონში (3), კეიპ-ტაუნში,მუმბაიში; რუსეთის საელჩოები: საბერძნეთში,

თურქეთში, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებში, კანადაში, სენეგალში, სეიშელებზე, შვედეთში, ახალ ზელანდიაში, კენიაში, მალტაში, იაპონიაში (2), ისლანდიაში (2), კატარში, განაში, ტუნისში (2), ბანგლადეშში; რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო (2); საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობა სმოლენსკში;

რუსეთის სამხედრო ძალებს ბუჩაში სამხედრო დანაშაულები არ ჩაუდენიათ 1. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო (1,2,3)

2. რუსეთის მისია ჟენევაში

3. რუსეთის საელჩო ესტონეთში (1,2,3,4)

4. რუსეთის საელჩო ახალ ზელანდიაში (1,2)

5. რუსეთის საელჩო ისრაელში

6. რუსეთის საელჩო ინდოეთში

პოსტების საერთო გაზიარებები: 737

გადაზიარებები რუსეთის სამთავრობო ანგარიშების მიერ: 39

მონაცემები არ ასახავს გადაზიარებების სრულ რაოდენობას, ვინაიდან გამოქვეყნებული პოსტებიდან 3 დაბლოკილია ტვიტერის წესების დარღვევისთვის და მათი გადაზიარებების რაოდენობა მიუწვდომელია.

 

რუსეთის საელჩოები: ისლანდიაში, კანადაში (2), ბრუნეიში, მაკედონიაში, სეიშელებზე (2), ბანგლადეშში, სამხრეთ აფრიკაში, განა, შვედეთი, დიდ ბრიტანეთში, ტანზანიაში, კენიაში, სენეგალში, ინდოეთში, პანამაში, შვეიცარიაში, იამაიკაში, მონტენეგროში, ახალ ზელანდიაში, საფრანგეთში, სლოვენიაში, ავსტრალიაში; რუსეთის გენერალური საკონსულოები ედინბურგში, კეიპ-ტაუნში, ნავრეში (4), მუმბაიში; საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობები: ბლაგოვეშენსკში, ყირიმში (3); რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო; რუსეთის მისიები: უინესკოში, გაეროში, АSEAN-ში

უკრაინამ ოლენივკაში ციხე HIMARS-ის გამოყენებით დაბომბა 1. რუსეთის მისია ჟენევაში

2. რუსეთის საელჩო შვედეთში

3. რუსეთის საელჩო დიდ ბრიტანეთში

4. რუსეთის საელჩო ესტონეთში

5. რუსეთის საელჩო ესპანეთში

პოსტების საერთო გაზიარებები: 216

გადაზიარებები რუსეთის სამთავრობო ანგარიშების მიერ: 11

რუსეთის საელჩოები: დიდ ბრიტანეთში, სეიშელებზე, ისლანდიაში, ავსტრალიაში, სენეგალში, ახალ ზელანდიაში, კანადაში, პოლონეთში; რუსეთის გენერალური საკონსულო ტორონტოში; რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო;

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობა ფსკოვში

რუსეთის სამხედრო ძალებს მარიუპოლის თეატრი არ დაუბომბავთ 1.                რუსეთის საელჩო აშშ-ში

2.   რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

პოსტების საერთო გაზიარებები: 393

გადაზიარებები რუსეთის სამთავრობო ანგარიშების მიერ: 9

რუსეთის საელჩოები: ტუნისში, შრი ლანკაში, კატარში, ისრაელში, ახალ ზელანდიაში; რუსეთის გენერალური საკონსულოები: კეიპ-ტაუნში, ჰიუსტონში; რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო; რუსეთის მისია ევროკავშირში.

უკრაინელმა ნაციონალისტებმა ეკლესიას ცეცხლი წაუკიდეს რუსეთის საელჩო დიდ ბრიტანეთში პოსტების საერთო გაზიარებები: 50

გადაზიარებები რუსეთის სამთავრობო ანგარიშების მიერ: 0

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ახალი რეალობის წინაშეა, რაზეც ეკლესიაში არსებული თეატრალური წარმოდგენები მეტყველებს რუსეთის საელჩო ესპანეთში პოსტების საერთო გაზიარებები: 14

გადაზიარებები რუსეთის სამთავრობო ანგარიშების მიერ: 0

უკრაინელმა სამხედროებმა შეურაცხყოფა მიაყენეს მანქანაში მსხდომ ბავშვიან ქალს 1.                  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

2.                  რუსეთის საელჩო დიდ ბრიტანეთში

პოსტების საერთო გაზიარებები: 434

გადაზიარებები რუსეთის სამთავრობო ანგარიშების მიერ: 1

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოსტი წაშლილია

 

საფრანგეთში რუსეთის საელჩო (ევროპის საბჭოს საკითხებზე)

მადრიდში ზელენსკის კრიტიკული კარიკატურული გრაფიტი გამოჩნდა რუსეთის საელჩო ესპანეთში პოსტის საერთო გაზიარებები: 236

გადაზიარებები რუსეთის სამთავრობო ანგარიშების მიერ: 0

2014 წელს ოდესის პროფკავშირების სახლში უკრაინელმა ნაციონალისტებმა 46 ადამიანი დაწვეს 1.   რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო (1,2)

2.   რუსეთის საელჩო ეუთოში

პოსტების საერთო გაზიარებები: 1 910

გადაზიარებები რუსეთის სამთავრობო ანგარიშების მიერ: 68

რუსეთის საელჩოები: ნიდერლანდებში (2), მონტენეგროში (2), ახალ ზელანდიაში (3), ლიბანში (2), ესტონეთში, ინდოეთში (2), ისლანდიაში (3), კატარში (2), პოლონეთში (3), ისრაელში (2), იაპონიაში (2), კანადაში (2), დიდ ბრიტანეთში (3), ირლანდიაში (2), შვედეთში, ალბანეთში, ავსტრალიაში, სამხრეთ აფრიკაში, ვატიკანში, საბერძნეთში, კენიაში, სეიშელებზე (2), ფილიპინებში, სენეგალში,, თურქეთში, სინგაპურში, განაში, უნგრეთში; რუსეთის გენერალური საკონსულოები: ედინბურგში (2), ბონში (2), ჰიუსტონში (2), მუმბაიში, კეიპ-ტაუნში; საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობენო პეტროზავოდსკში (2), არხანგელსკში, ეკატერინბურგში, ვლადიკავკაზში, ყირიმში (2), უფაში; რუსეთის მისიები: ევროკავშირში, ეუთო-ში, ვენაში, იუნესკოში, გაეროში; რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო (2).

უკრაინელი მსახიობები თავს ომში დაზარალებულ მსხვერპლად წარმოაჩენენ რუსეთის საელჩო დიდ ბრიტანეთში პოსტების საერთო გაზიარებები: 1 825

გადაზიარებები რუსეთის სამთავრობო ანგარიშების მიერ: 7

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობები: სმოლენსკში, ყირიმში არხანგელსკში. რუსეთის საელჩოები: თურქეთში, ახალ ზელანდიაში, კანადაში; გაეროში რუსეთის მისიია

WSJ-ის თანახმად, ზელენსკის ომის თავიდან არიდება შეეძლო, თუმცა ამაზე უარი განაცხადა რუსეთის საელჩო ბანგლადეშში პოსტების საერთო გაზიარებები: 0

გადაზიარებები რუსეთის სამთავრობო ანგარიშების მიერ: 0

ზელენსკიმ უკრაინაში ოპოზიციური პარტიები აკრძალა რუსეთის საელჩო ბანგლადეშში პოსტების საერთო გაზიარებები: 0

გადაზიარებები რუსეთის სამთავრობო ანგარიშების მიერ: 0

ზელენსკიმ ნატოს რუსეთზე პრევენციული ბირთვული დარტყმების განხორციელებისკენ მოუწოდა რუსეთის საელჩო ავსტრალიაში (1,2) პოსტების საერთო გაზიარებები: 24

გადაზიარებები რუსეთის სამთავრობო ანგარიშების მიერ: 1

 

რუსეთის საელჩო ისრაელში

მანიპულაცია, თითქოს დასავლეთის ქვეყნები ნაციზმს ემხრობიან

პროპაგანდისტული გზავნილები, რომ რუსეთი უკრაინაში ნაციზმს ებრძვის, ომის დაწყების შემდეგ კრემლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნარატივია. თავად ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში ომის, “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” დაწყების მიზნად უკრაინის “დემილიტარიზაცია” და “დენაციფიკაცია” გამოაცხადა. 2022 წლის ნოემბერსა და დეკემბერში და 2023 წლის იანვარში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტვიტერ-ანგარიშმა, გაეროში რუსეთის მისიის ანგარიშმა და კანადაში რუსეთის საელჩოს ანგარიშმა გაეროში რუსეთის მიერ წარდგენილი ნაციზმის საწინააღმდეგო რეზოლუციის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნეს. პოსტები დასავლურ ქვეყნებს ნაციზმის მხარდაჭერაში ადანაშაულებდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ტვიტერი ხაზს უსვამს ფაქტს, რომ 54 ქვეყანამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. გაეროში რუსეთის მისიის ანგარიშის პოსტში, რომელიც მომხდარზე რუსეთის დუმის დეპუტატის, მიხაილ კუზმინის ციტირებს, აღნიშნულია, რომ ისტორიაში პირველად ღერძის ქვეყნებმა ნაციზმის საწინააღდეგო რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს. კანადაში რუსეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებული პოსტი კი პირდაპირ ადანაშაულებს ოტავას ნეო-ნაციზმის მხარდაჭერაში. 

ამ თემაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული პოსტი ირლანდიაში, შვედეთში, ესტონეთში, ისლანდიაში, დიდ ბრიტანეთში, საუდის არაბეთში, განაში, პაკისტანში, ახალ ზელანდიაში რუსეთის საელჩოების ანგარიშებმა და ბალგოვეშენსკში და სმოლენსკში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის ანგარიშებმა გადააზიარეს

აღნიშნულ თემაზე ასევე დაპოსტეს კანადაში რუსეთის საელჩომ და გაეროში რუსეთის მისიის ტვიტერ ანგარიშმა. პოსტები გადააზიარეს: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ვლადიკავკაზსა და ყირიმში სამინისტროს წარმომადგენლობის ტვიტერ-ანგარიშებმა, ასევე სირიაში, დიდ ბრიტანეთში, ისლანდიაში, იორდანიაში, სეიშელებზე, ფინეთში, ისრაელში, კატარში, თურქეთში, პაკისტანში, იაპონიაში  რუსეთის საელჩოების ანგარიშებმა.

 

სინამდვილეში ინფორმაცია რეზოლუციის შესახებ კონტექსტის გარეშე ვრცელდება და რეზოლუციის წინააღმდეგ ხმის მიცემა ნაციზმის მხარდაჭერას არ ნიშნავს, რაზეც განმარტება იმ ქვეყნების ნაწილმა გააკეთა, რომლებმაც რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს. რუსეთი კი ცდილობს რეზოლუცია უკრაინაში არაკანონიერი შეჭრის გასამართლებლად გამოიყენოს.

ინფორმაცია რუსულ პროპრაგანდისტულ მედიებსა და სხვა სოციალურ ქსელებშიც ვრცელდებოდა. ვრცლად იხილეთ, “მითების დეტექტორის” მასალა:

კონსპირაციები უკრაინის ლაბორატორიებში სახიფათო ექსპერიმეტების შესახებ

უკრაინაში და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში აშშ-ის მიერ დაფინანსებულ ლაბორატორიებში “სახიფათო” სამეცნიერო და სამედიცინო ექსპერიმენტების შესახებ სხვადასხვა დეზინფორმაცია წლების განმავლობაში, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდეც ვრცელდებოდა. ომის დაწყების შემდეგ უკრაინიდან წამოსული ბიოლოგიური და ქიმიური საფრთხისგან რუსეთის დაცვა უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი გამამართლებელი არგუმენტი გახდა. ამ ტიპის კონსპირაციული თეორიებისა და დეზინფორმაციის მთავარ წყაროს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო წარმოადგენს, რომელიც სისტემატურად ატარებს ბრიფინგებს, რომლებზეც “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” ფარგლებში უკრაინაში სახიფათო სამეცნიერო საქმიანობის შესახებ მოპოვებულ “მტკიცებულებებს” და “დოკუმენტებს” წარადგენს. ინფორმაცია კი შემდგომ სხვადასხვა სახელმწიფო არხით ვრცელდება.

2023 წლის 30 იანვარს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების ხელმძღვანელის გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კირილოვმა მორიგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა 20 000-ზე მეტი დოკუმენტი აღმოაჩინეს, რომელიც პენტაგონის მიერ ბიოლოგიური იარაღის კომპონენტების შექმნასა და მათ უკრაინისა და რუსეთის მოსაზღვრე სხვა სახელმწიფოების მოსახლეობაზე გამოცდას ადასტურებს. 30 იანვარსვე იგივე ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტვიტერ ანგარიშმა გამოაქვეყნა.

პოსტის გადაზიარებებიდან ჩანს, ის რუსეთის სხვადასხვა უწყების შემდეგმა ტვიტერ-ანგარიშებმა გააზიარა: რუსეთის დელეგაცია სამხედრო უსაფრთხოებისა და შეიარაღების კონტროლის შესახებ მოლაპარაკებებზე, რუსეთის გენერალური საკონსულოები ედინბურგში, ჰიუსონტში, კეიპ-ტაუნში; რუსეთის საელჩოები: საბერძნეთში, თურქეთში, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებში, კანადაში, სენეგალში, სეიშელებზე, შვედეთში, ახალ ზელანდიაში, კენიაში, მალტაში, იაპონიაში, ისლანდიაში, კატარში, განაში, ტუნისში, ბანგლადეშში; რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო; საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობა სმოლენსკში.

იმავე ბრიფინგზე გაჟღერებული მტკიცებების შესახებ 4 პოსტი (1,2,3,4) აშშ-ში რუსეთის საელჩომაც გამოაქვეყნა, აქედან ორი პოსტი (1,2) ჰიუსტონში რუსეთის გენერალური საკონსულოს ანგარიშმა, მესამე პოსტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ტუნისსა და ისლანდიაში საელჩოების ანგარიშებმა, მეოთხე პოსტი კი იაპონიაში რუსეთის საელჩომ გააზიარა.

ბიოუსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით დეზინფორმაციული პოსტები ინდოეთში რუსეთის საელჩომ 2022 წლის მაისში გამოაქვეყნა. ერთ-ერთი პოსტის მიხედვით, ხარკივის ფსიქიატრიულ კლინიკაში პაციენტებზე სახიფათო ექსპერიმენტები ტარდებოდა. მეორე პოსტის თანახმად, კი უკრაინას ბაირაქტარის დრონის “აეროზოლის” ტიპის დანადგარით აღჭურვა სურდა და შესაბამისი თხოვნით მიმართა დრონის მწარმოებელ კომპანიას.   ეს ორივე ბრალდება რუსეთმა უკრაინას ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის ფარგლებშიც წარუდგინა.  კიდევ ორ პოსტში რუსეთის განმეორებითი დეზინფორმაციული მტკიცებები გვხვდება, რომელთა მიხედვით, “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” ფარგლებში “ბიო-ინციდენტების” შესახებ ინფორმაციის მოპოვება გახდა შესაძლებელი და ბიოლოგიური იარაღის წარმოების მიმართულებით აშშ-მა უკრაინაში საქმიანობა გააფართოვა.

Screenshot 2023 08 16 141005 როგორ ავრცელებენ რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის ტვიტერ-ანგარიშები დეზინფორმაციას?

აღსანიშნავია, რომ უკრაინის კონტექსტში ბიოუსაფრთხოებაზე რუსეთის სამთავრობო ანგარიშების ისეთი პოსტებიც გვხვდება, რომლებსაც ტვიტერის გაფრთხილებაც აქვს, რომ პოსტი მცდარ და შეცდომაში შემყვან ინფორმაციას შეიცავს და სოციალური ქსელის წესებს არღვევს (1,2,3,4).

Screenshot 2023 08 16 141011 როგორ ავრცელებენ რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის ტვიტერ-ანგარიშები დეზინფორმაციას?

ბიოუსაფრთხოების სფეროში უკრაინაში მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობისა და აშშ-სთან პარტნიორობის შესახებ სხვდასხვა დეზინფორმაცია “მითების დეტექტორის” არაერთხელ გადაუმოწმებია.

სამხედრო დანაშაულების უარყოფა: ბუჩა

ომის დაწყების შემდეგ საერთაშორისო საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი ეპიზოდი კიევის ოლქის გათავისუფლების შემდეგ ქალაქ ბუჩაში რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ჩადენილი სახმედრო დანაშაულების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია იყო. მიუხედავად აშკარა მტკიცებულებებისა, რუსული მხარე მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებს და კადრებს, რომლებიც ბუჩას გათავისუფლების შემდეგ გავრცელდა და ქალაქის ქუჩებში მოკლული სამოქალქო პირებს გვამებს ასახავს, უკრაინული მხარის მიერ მოწყობილ პროვოკაციასა და დადგმას უწოდებს.

ბუჩაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალები სოციალურ ქსელებში 1 აპრილიდან გავრცელდა, მალევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ჟენევაში, ესტონეთში (1,2,3,4), ახალ ზელანდიაში, ისრაელში რუსეთის საელჩოების ტვიტერ ანგარიშებმა ტრაგედიის უარმყოფელი პოსტები გამოაქვეყნეს. 

Screenshot 2023 08 16 141018 როგორ ავრცელებენ რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის ტვიტერ-ანგარიშები დეზინფორმაციას?

ჟენევაში რუსეთის მისიის ანგარიშის მიერ გამოქვეყნებული პოსტის გადაზიარებებიდან ჩანს, რომ პოსტი თავის გვერდზე გადააზიარეს დიდ ბრიტანეთში, სეიშელებზე, ტანზანიაში, კანადაში, კენიაში, სენეგალში, ინდოეთში, პანამაში, შვეიცარიაში, იამაიკაში, მონტენეგროში, ახალ ზელანდიაში, საფრანგეთში, სლოვენიაში, ავსტრალიაში რუსეთის საელჩოებმა; რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და რუსეთის მისიებმა უინესკოში, გაეროში, АSEAN-ში.

ესტონეთში რუსეთის საელჩოს პოსტების (1,2,3,4) გამზიარებლებს შორის კი რუსეთის დელეგაცია სამხედრო უსაფრთხოებისა და შეიარაღების კონტროლის შესახებ მოლაპარაკებებზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფისი ყირიმში და ესტონეთში რუსეთის გენერალური საკონსულო იყვნენ.

რუსეთის სამთავრობო ტვიტერ-ანგარიშები ტრაგედიის უარმყოფელ პოსტებს პერიოდულად მოგვიანებითაც აქვეყნებდნენ. მაგალითად, 2022 წლის აპრილში ინდოეთში რუსეთის საელჩომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც რუსეთის ბრალს უარყოფდა და უკრაინას პროვოკაციაში ადანაშაულებდა. პოსტი კი მუმბაიში რუსეთის გენერალური საკონსულოს ანგარიშმა გააზიარა. 

Screenshot 2023 08 16 141028 როგორ ავრცელებენ რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის ტვიტერ-ანგარიშები დეზინფორმაციას?

2022 წლის სექტემბერში ტრაგედიის უარმყოფელი პოსტი ახალ ზელანდიაში რუსეთის საელჩომ გამოაქვეყნა, 2022 წლის ოქტომბერში მსგავსი შინაარსის პოსტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზეც გამოქვეყნდა. ტვიტერის მიერ დეზინფორმაციულად მონიშნული პოსტების გადაზიარებების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის, შესაბამისად ამჟამად არ ჩანს.

Screenshot 2023 08 16 141033 როგორ ავრცელებენ რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის ტვიტერ-ანგარიშები დეზინფორმაციას?

2023 წლის იანვარში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბუჩაში განვითარებულ მოვლენებზე “ნიუ იორკ ტაიმსის” სტატია ყალბ ინფორმაციას ავრცელებდა. “ნიუ იორკ თაიმსის” სტატიასთან დაკავშირებული პოსტის გადაზიარებებიდან ჩანს, რომ ის კანადაში, ისლანდიაში, განაში, შვედეთში ბრუნეიში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, მაკედონიაში, სეიშელებზე, ბანგლადეშში და სამხრეთ აფრიკაში რუსეთის საელჩოების ანგარიშებმა, ედინბურგში რუსეთის გენერალური საკონსულოს ანგარიშმა და ყირიმსა და ბლაგოვეშენსკში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობების ანგარიშებმა გააზიარეს.

ბუჩას ტრაგედიის უარყოფასთან დაკავშირებული დეზინფორმაციული მტკიცებები “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ: 

უკრაინის დადანაშაულება ოლენივკაზე HIMARS-ით იერიშის მიტანაში

კიდევ ერთი ხშირად განმეორებადი მტკიცება, რომელსაც რუსეთის საელჩოები და სხვა სამთავრობო ტვიტერ-ანგარიშები ავრცელებდნენ, ოლენივკაში იმ ციხეზე თავდასხმას უკავშირდება, რომელშიც რუსულ მხარეს უკრაინელი სამხედრო ტყვეები ჰყავდა განთავსებული. თავდასხმა 29 ივლისს განხორციელდა და უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის თანახმად, დაახლოებით 40 ადამიანი ემსხვერპლა და 130 დაშავდა. თავდასხმიდან რამდენიმე დღეში რუსეთმა მომხდარში უკრაინის დადანაშაულება დაიწყო. თავდასხმის დღესვე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ შეტევა HIMARS-ებით განახორციელა, რამდენიმე დღეში კი რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ ფომინმა განაცხადა, რომ შეტევის მიზანი უკრაინელი სამხედროების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების დამალვა იყო.

მსგავსი მტკიცების შემცველი პოსტები ჟენევაში რუსეთის მისიის ანგარიშმა, ხოლო შვედეთში, დიდ ბრიტანეთში, ესტონეთში და ესპანეთში რუსეთის საელჩოების ანგარიშებმა გაავრცელეს.

Screenshot 2023 08 16 141039 როგორ ავრცელებენ რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის ტვიტერ-ანგარიშები დეზინფორმაციას?

ჟენევაში რუსეთის მისიის ანგარიშის პოსტი დიდ ბრიტანეთში, სეიშელებზე, ისლანდიაში, ავსტრალიაში, სენეგალში, ახალ ზელანდიაში, კანადაში რუსეთის საელჩოების ანგარიშებმა, ტორონტოში რუსეთის გენერალური საკონსულოს ანგარიშმა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშმა გადააზიარეს.

Screenshot 2023 08 16 141217 როგორ ავრცელებენ რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის ტვიტერ-ანგარიშები დეზინფორმაციას?

შვედეთში საელჩოს პოსტი პოლონეთში რუსეთის საელჩოს ანგარიშმა გააზიარა.

Screenshot 2023 08 16 141223 როგორ ავრცელებენ რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის ტვიტერ-ანგარიშები დეზინფორმაციას?

ესტონეთში საელჩოს პოსტი ფსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის ანგარიშმა გააზიარა.

Screenshot 2023 08 16 141229 როგორ ავრცელებენ რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის ტვიტერ-ანგარიშები დეზინფორმაციას?

ოლენივკაში იზოლატორზე თავდასხმაზე CNN-ის ჟურნალისტური გამოძიების დასკვნით, ციხეზე თავდასხმა HIMARS-ით არ განხორციელებულა და სავარაუდოდ, ხანძრის წყარო შენობის შიგნით იყო.

ვრცლად ოლენივკაში ციხეზე თავდასხმის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალაში:

მარიუპოლში თეატრის შენობის დაბომბვის უარყოფა

რუსული მხარე ასევე უარყოფდა 2022 წლის მარტში მარიუპოლში თეატრის შენობის დაბომვას. თავდასხმის უარმყოფელი პოსტი აშშ-ში რუსეთის საელჩოს ანგარიშმაც გამოაქვეყნა, შემდგომში კი ის ტუნისში და შრი ლანკაში რუსეთის საელჩოების ანგარიშებმა, კეიპტაუნში და ჰიუსტონში გენერალურმა საკონსულოს ანგარიშმა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშმა თავის გვერდებზე გადააზიარეს.

Screenshot 2023 08 16 141244 როგორ ავრცელებენ რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის ტვიტერ-ანგარიშები დეზინფორმაციას?

თეატრზე თავდასხმის უარმყოფელი პოსტი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც გამოაქვეყნა. პოსტი ევროკავშირში რუსეთის მისიის ანგარიშმა და ახალ ზელანდიაში, ისრაელში და კატარში რუსეთის საელჩოების ანგარიშებმა გააზიარეს (1,2).

Screenshot 2023 08 16 141251 როგორ ავრცელებენ რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის ტვიტერ-ანგარიშები დეზინფორმაციას?

Associated Press-ის მიერ 2022 წლის მაისში გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, მარიუპოლში თეატრზე თავდასხმას 600 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. Аmnesty International-ის გამოძიების თანახმად, რუსულმა მხარემ თეატრის დაბომბვით, სამხედრო დანაშაული ჩაიდინა.

გარდა სხვადასხვა სამხედრო დანაშაულისა და თავდასხმის შემთხვევების უარყოფისა რუსეთის სამთავრობო ანგარიშები ხშირად აზიარებენ ყალბ ინფორმაციას, რომელსაც კრემლისტური მედია და რუსეთის მხარდამჭერი ანგარიშები სხვადასხვა სოციალურ მედიაზე ავრცელებენ.

დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინელმა ნაციონალისტებმა ეკლესიას ცეცხლი წაუკიდეს

მას შემდეგ რაც 2022 წლის ბოლოს უკრაინის მთავრობამ ეკლესიაში რუსეთის საპატრიარქოს გავლენების წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, აქტიურად ვრცელება პროპაგანდისტული ნარატივი, რომ უკრაინაში მართმადიდებლობას ებრძვიან. უკრანაში მართლმადიდებლობის დევნასთან და მორწმუნეების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით ზოგადი ნარატიული პოსტების გარდა, გვხვდება ისეთი შემთხვევებიც, როცა დიდ ბრიტანეთში და ესპანეთში რუსეთის საელჩოების ანაგრიშებმა კონკრეტული დეზინფორმაცია გაავრცელეს.

2023 წლის იანვარში გავრცელდა ვიდეო, რომლის აღწერის თანახმად, უკრაინაში, ვოლინის ოლქის სოფელ ოვადნეს ტაძარს ცეცხლი იმის შემდეგ წაუკიდეს, რაც მისმა წინამძღვარმა უკრაინის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში გადასვლაზე უარი თქვა. 13 იანვარს იგივე ვიდეო დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩომ გამოაქვეყნა.

Screenshot 2023 08 16 141303 როგორ ავრცელებენ რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის ტვიტერ-ანგარიშები დეზინფორმაციას?

სინამდვილეში ვიდეო 2021 წელსაა გადაღებული და დნიპროპეტროვსკის ოლქში მდებარე ტაძარში გაჩენილ ხანძარს ასახავს. ხანძრის მიზეზი კი ელექტროგაყვანილობის პრობლემა იყო. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

ვიდეომანიპულაცია, თითქოს უკრაინაში მართლმადიდებლური ტაძრების მიტაცება ხდება

2023 წლის იანვარში სოციალურ ქსელებში ასევე აქტიურად ვრცელდებოდა უკრაინაში ბერძნულ-კათოლიკურ ტაძრებში ჩატარებული თეატრალური წარმოდგენების სხვადასხვა ვიდეო. ვიდეოების აღწერების მიხედვით, ისინი იმ სატანისტურ და წარმართულ წარმოდგენებს ასახავდა, რომლებიც უკრაინულ მართლმადიდებლურ ტაძრებში მართლმადიდებლების გაყრის შემდეგ ტარდება. ერთ-ერთი ასეთი ვიდეო ესპანეთში რუსეთის საელჩომ გამოაქვეყნა შემდეგი აღწერით: “უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი რეალობა”.

Screenshot 2023 08 16 141311 როგორ ავრცელებენ რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის ტვიტერ-ანგარიშები დეზინფორმაციას?

სინამდვილეში ვიდეო უკრაინაში ბერძნულ-კათოლიკურ ტაძარშია გადაღებული და მასზე საშობა ტრადიციებთან დაკავშირებული თეატრალური წარმოდგენაა ასახული. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა”

დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინელმა სამხედროებმა შეურაცხყოფა მიაყენეს მანქანაში მსხდომ ბავშვიან ქალს

ვიდეო, რომლის მიხედვითაც უკრაინელმა სამხედროებმა სამოქალაქო პირის მანქანა გააჩერეს, სადაც ქალი და ბავშვი ისხდნენ და შემდეგ მათ შესაშინებლად გაისროლეს, სოციალურ ქსელებში და რუსულ მედიაში 2023 წლის 27-28 მარტს გავრცელდა. ვიდეო ტვიტერზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშმა გამოაქვეყნა, თუმცა პოსტის კომენტარებში ტვიტერის მომხმარებლმა აღნიშნეს, რომ ვიდეო ყალბი იყო, რის შემდეგაც ის წაიშალა.

Screenshot 2023 08 16 141318 როგორ ავრცელებენ რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის ტვიტერ-ანგარიშები დეზინფორმაციას?

თუმცა იგივე ვიდეო თავის გვერდზე დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩომაც გამოაქვეყნა და პოსტი ამ დრომდე ხელმისაწვდომია. იმავე დღეს ეს პოსტი საფრანგეთში რუსეთის საელჩოს (ევროპის საბჭოს საკითხებზე) ანგარიშმა თავის გვერდზე გადააზიარა.

Screenshot 2023 08 16 141325 როგორ ავრცელებენ რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის ტვიტერ-ანგარიშები დეზინფორმაციას?

გეოლოკაციით გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ვიდეო რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ დონეცკისა და მაკიივკას შორის ტერიტორიაზეა გადაღებული, სადაც უკრაინელი სამხედროები ვერ იქნებოდნენ. აღსანიშნავია, რომ შესაბამისი ინფორმაცია დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს პოსტისთვის თანდართულ გაფრთხილებაშიც არის მოცემული. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

ვოლოდიმირ ზელენსკის კარიკატურული გრაფიტის გაყალბებული ფოტო

2022 წლის ოქტომბრიდან ინსტაგრამ-ანგარიში typicaltopical ავრცელებდა პროგრამულად დამუშავებულ ფოტოებს, რომელბზეც, სხვადასხვა ევროპულ ქალაქში დახატული ზელენსკის კარიკატურული გრაფიტი იყო ასახული. ფოტოები “მითების დეტექტორმა” და ფაქტების გადამოწმების სხვა სამსახურებმა არაერთხელ გადაამოწმეს. ამის მიუხედავად 15 დეკემბერს გაყალბებული ფოტო, რომელზეც თითქოს მადრიდში დახატული გრაფიტი იყო გამოსახული, ესპანეთში რუსეთის საელჩოს ანგარიშმა თავის გვერდზე გადააზიარა. 

Screenshot 2023 08 16 141330 როგორ ავრცელებენ რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის ტვიტერ-ანგარიშები დეზინფორმაციას?

დეზინფორმაცია 2014 წელს ოდესის პროფკავშირების სახლში “უკრაინელი ნაციონალისტების” მიერ 46 ადამიანის დაწვის შესახებ

კიდე ერთი ფართოდ გავრცელებული დეზინფორმაციული გზავნილი, რომელსაც კრემლი უკვე წლებია ავრცელებს, 2014 წელს ოდესის პროფკავშირების სახლში საპროტესტო აქციებს დროს გაჩენილ ხანძარსა და ხანძრის შედეგად დაღუპულებს უკავშირდება. მიუხედავად არაერთი გამოძიებისა, კრემლის პროპაგანდა ავრცელებს, რომ პროფკავშირების სახლში “უკრაინელმა ნაციონალისტებმა” მშვიდობიანი, პრორუსულად განწყობილი დემონსტრანტები “ცოცხლად დაწვეს”. ტრაგედიასთან დაკავშირებული დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული პოსტები 2022 წლის 28 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტვიტერ-ანგარიშმა უწყების პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადება გაავრცელა, რომელშიც ის ხალხის დაწვაში უკრაინელ ნაციონალისტებს ადანაშაულებდა. პროფკავშირების სახლში გაჩენილ ხანძარზე მორიგი პოსტი სამინისტრომ 2 მაისს, მომხდარის წლისთავზე გამოაქვეყნა. ორივე პოსტი რუსეთის საელჩოების ტვიტერ-ანგარიშებმა თავის გვერდებზე გადააზიარეს. პირველი –  ნიდერლანდებში, მონტენეგროში, ახალ ზელანდიაში, ლიბანში, ესტონეთში, ინდოეთში, ისლანდიაში, კატარში, პოლონეთში, ისრაელში, იაპონიაში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში რუსეთის საელჩოების ანგარიშებმა; რუსეთის გენერალური საკონსულოების ანგარიშებმა ედინბურგში, ბონში, ჰიუსტონში და პეტროზავოდსკში საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის ანგარიშმა.

მეორე – რუსეთის საელჩოებმა: ისრაელში, შვედეთში, იაპონიაში, კანადაში, ახალ ზელანდიაში, ავსტრალიაში, სამხრეთ აფრიკაში, ვატიკანში, საბერძნეთში, კენიაში, სეიშელებზე, ნიდერლანდებში, ფილიპინებში, სენეგალში, დიდ ბრიტანეთში, მონტენეგროში, კატარში, ირლანდიაში, თურქეთში, ლიბანში, სინგაპურში, განაში, უნგრეთში, პოლონეთში, ინდოეთში, ისლანდიაში; რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობებმა: პეტროზოვოდსკში, არხანგელსკში, ეკატერინბურგში, ვლადიკავკაზში, ყირიმში, უფაში; რუსეთის გენერალური საკონსულოებმა: ენდინბურგში, ჰიუსტონში, მუმბაიში, ბონში, კეიპ-ტაუნში; რუსეთის მისიებმა: ევროკავშირში, ეუთო-ში, ვენაში, იუნესკოში და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

2023 წლის 25 მარტს პროფკავშირების სახლში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციული პოსტი ეუთო-ში რუსეთის საელჩოს ანგარიშმა გამოაქვეყნა, თავის მხრივ ეს პოსტი რუსეთის საგარეო სამინისტროს ანგარიშმა გადააზიარა. პოსტის გადაზიარებების შემოწმებისას კი ჩანს, რომ პოსტი ასევე გააზიარეს: ახალ ზელანდიაში, დიდ ბრიტანეთში, სეიშელებზე, ისლანდიაში, ალბანეთში რუსეთის საელჩოების და გაეროში რუსეთის მისიის ანგარიშებმა, ასევე ყირიმში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობამ. 

ოდესის პროფკავშირების სახლში მომხდარი ხანძარი უკრაინის საწინააღმდეგოდ რუსეთის დეზინფორმაციული კამპანანიაში წლების განმავლობაში აქტიურად გამოიყენებოდა. რუსული დეზინფორმაიული ნარატივის მთვარი ხაზის თანახმად, ნაციონალისტემა უკრაინელებმა მშვიდობიანი, პრორუსული დემონსტრატები ცოცხლად დაწვეს. რეალურად ხანძარი, რომელმაც 42 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი ჯგუფის ევრომაიდანის მხარდამჭერებისა და ანტიმაიდანის მხარდამჭერებს შორის გამოწვეული დაპირისპირების შედეგად გაჩნდა. ინციდენტთან დაკავშირებულმა არაერთმა გამოძიებამ გამოავლინა, რომ ცეცხლი ორმხრივი დაპირისპირების შედეგად გაჩნდა და მოლოტოვის კოქტეილებს ორივე მხარე იყენებდა. რუსული მხარე უბედურ შემთხვევას ევრომაიდანის პროტესტისა და უკრაინის ევროპული კურსის დისკრედიტაციისთვის იყენებს. ოდესის პროფკავშირების სახლში გაჩენილი ხანძრის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციისა და გამოძიებების შედეგების შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინელი მსახიობები თავს ომში დაზარალებულ მსხვერპლად წარმოაჩენენ

2022 წლის ნოემბერში სოციალურ მედიაში გავრცელდა ფოტოკოლაჟი, რომელიც ორ ქალს ასახავს, ერთს სამხედრო ფორმა აცვია, ხოლო მეორეს – სახე სისხლით აქვს გრიმირებული. ფოტოკოლაჟის აღწერების მიხედვით, უკრაინელები ომში მსხვერპლს აყალბებენ. ფოტოკოლაჟი დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩომ 29 ნოემბერს გამოაქვეყნა აღწერით “უკრაინული ყალბი ამბები და პროპაგანდა იდეალურად მუშაობს”.

Screenshot 2023 08 16 141521 როგორ ავრცელებენ რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის ტვიტერ-ანგარიშები დეზინფორმაციას?

პოსტის გადაზიარებების შემოწმებისას ჩანს, რომ ის სმოლენსკში, ყირიმსა და არხანგელსკში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის ანგარიშებმა, თურქეთში, ახალ ზელანდიასა და კანადაში რუსეთის საელჩოების ანგარიშებმა, ასევე გაეროში რუსეთის მისიის ანგარიშმა გადააზიარეს.

Screenshot 2023 08 16 141525 როგორ ავრცელებენ რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის ტვიტერ-ანგარიშები დეზინფორმაციას?

სინამდვილეში ფოტოები 2016 წელსაა გადაღებული და მათზე პირველადი დახმარების ტრენინგია ასახული. აღსანიშნავია, რომ ამჟამად ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს პოსტს თან ერთვის გაფრთხილება და სწორი ინფორმაცია ფოტოების შესახებ.

მანიპულაცია, თითქოს ზელენსკის ომის თავიდან არიდება შეეძლო, თუმცა ამაზე უარი განაცხადა

გასული წლის აპრილში კონტექსტის გარეშე და მანიპულაციურად გავრცელდა ამონარიდები Wall Street Journal სტატიიდან, თითქოს გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცთან საუბრის შემდეგ ზელენსკის შეეძლო ომი თავიდან აერიდებინა თუმცა ამ შესაძლებლობაზე უარი თქვა. ინფორმაცია აქტიურად გაშუქდა კრემლის პროპაგანდისტულ მედიაში. 4 აპრილს Russia Today-ის საიტზე გამოქვეყნებული მანიპულაციური სტატია თავის გვერდზე ბანგლადეშში რუსეთის საელჩოს ანგარიშმა გაავრცელა.

Screenshot 2023 08 16 141530 როგორ ავრცელებენ რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის ტვიტერ-ანგარიშები დეზინფორმაციას?

ხშირად კრემლის პროპაგანდა გავრცელებული დეზინფორმაციის დამაჯერებლობის გაზრდისთვის დასავლური მედიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით მანიპულირებს. Wall Street Journal-ის სტატიაში ინფორმაცია, რომ ზელენსკის ომის თავიდან არიდება შეეძლო, მაგრამ ამის სურვილი არ ჰქონდა, არ გვხვდება.

დეზინფორმაცია, თითქოს ზელენსკიმ უკრაინაში ოპოზიციური პარტიები აკრძალა

2022 წლის მარტიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში ოპოზიციური პარტიები აკრძალა. რუსული პროპაგანდა კიევის რეჟიმის არადემოკრატიულობაზე მიუთითებდა. 22 მარტს ბანგლადეშში რუსეთის საელჩომ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ უკრაინაში ოპოზიციური პარტიები აკრძალა, პოსტს თან ერთვის Fox News-ის ერთ-ერთი წამყვანის, ტაკერ კარსლონის გადაცემის მონაკვეთი, რომელშიც კარლსონი ზელენსკის მიერ პარტიების აკრძალვაზე საუბრობს. 

Screenshot 2023 08 16 141535 როგორ ავრცელებენ რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის ტვიტერ-ანგარიშები დეზინფორმაციას?

სინამდვილეში 2022 წლის მარტში ზელენსკიმ მხოლოდ რუსეთთან დაკავშირებული ოპოზიციური პარტიები აკრძალა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

მანიპულაცია, თითქოს ზელენსკიმ ნატოს რუსეთზე პრევენციული ბირთვული დარტყმების განხორციელებისკენ მოუწოდა

2022 წლის ოქტომბერში ავსტრალიური კვლევითი ცენტრის ლოვის ინსტიტუტის მიერ გამართული კონფერენციიდან ზელენსკის კომენტარი სოციალურ ქსელში მანიპულაციურად გავრცელდა.  7 ოქტომბერს ავსტრალიაში რუსეთის საელჩომ გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითან ზელენსკიმ ნატოს რუსეთზე პრევენციული ბირთვული დარტყმის განხორციელებისკენ მოუწოდა. პოსტის გადაზიარებებიდან ჩანს, რომ ის ისრაელში რუსეთის საელჩოს ანგარიშმა გადააზიარა. მეორე დღეს კი ავსტრალიაში რუსეთის საელჩომ ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის კომენტარი გაავრცელა.

Screenshot 2023 08 16 141541 როგორ ავრცელებენ რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის ტვიტერ-ანგარიშები დეზინფორმაციას?

სინამდვილეში, კონფერენციაზე პრევენციულ ზომებზე საუბრისას ზელენსკი სანქციების დაწესების საკითხს განიხილავდა და არა პრევენციულ ბირთვულ იერიშს. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist