სახელისუფლებო და კრემლისტური აქტორები “აგენტების კანონის” დასაცავად და საპროტესტო აქციების წინააღმდეგ

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

1.3k
VIEWS

2023 წლის 14 და 27 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა ჯგუფმა – “ხალხის ძალამ”  საქართველოს პარლამენტში ორი კანონპროექტი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ წარადგინა.  კანონპროექტის თანახმად,  ის არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან ფინანსდებიან, “უცხოური გავლენის აგენტებად” უნდა დარეგისტრირებულიყვნენ. აგენტების შესახებ კანონპროექტების ავტორები ამტკიცებდნენ, რომ კანონმდებლობის მიზანი იმ არასამთავრობო და მედიის მედია ორგანიზაციების გამჭვირვალობის მიღწევა იყო, რომლებიც დაფინანსებას უცხო ქვეყნებიდან იღებდნენ.

მიუხედავად ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკისა, კანონპროექტების განხილვა პარლამენტმა 2 მარტს დაიწყო, რასაც  საპროტესტო აქცია და ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა. 6 მარტს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონპროექტების განხილვას პარლამენტი ხუთშაბათს, 9 მარტს დაიწყებოდა, თუმცა 7 მარტს პლენარული სხდომის დღის წესრიგი მოულოდნელად შეცვალა და კანონპროექტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მხარი “ქართული ოცნებისა” და “ხალხის ძალის” 78-მა დეპუტატმა დაუჭირა. გადაწყვეტილებას პარლამენტის შენობასთან ფართომასშტაბიანი აქციები მოჰყვა. დემონსტრაცია 7 და 8 მარტს სპეცრაზმმა გაზის, წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებით დაშალა. ათობით დაშავებული საავადმყოფოში მოხვდა. 60-მდე ადამიანი კი პოლიციამ დააკავა.

პროტესტის პარალელურად, რომელიც 2 მარტს დაიწყო, სოციალურ ქსელში არაერთი ანონიმური ფეისბუკ გვერდი და ყალბი ანაგარიში გააქტიურდა. კამპანიაში სახელისუფლებო და ანონიმური ფეისბუკ გვერდები, ასევე, ანტიდასავლური და კრემლისტური აქტორებიც ჩაერთვნენ, რომლებიც ერთი მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დისკრედიტაციას ეწეოდნენ, მეორე მხრივ კი, პროტესტში მონაწილე პირებს აკრიტიკებდნენ. “მითების დეტექტორის” მონიტორინგის შედეგად დისკრედიტაციისა და დეზინფორმაციის კამპანიაში ჩართული 33 ფეისბუკ გვერდი, 27 ყალბი ანგარიში გამოავლინდა. 

დაკვირვების შედეგად შემდეგი გზავნილები გამოვლინდა:

  • არასამთავრობოები გრანტიჭამიები, არაგამჭვირვალეები არიან
  • არასამთავრობოები ებრძვიან ეკლესიას/მართლმადიდებლობას
  • არასამთავრობო ორგანიზაციები თავს გვახვევენ ჰომოსექსუალობას
  • აქცია ძალადობრივი იყო
  • პროტესტი მაიდნის მოწყობას და მეორე ფრონტის გახსნას ისახავდა მიზნად
  • ამერიკულ კანონს, რომელსაც სხვა ქვეყნებიც იღებენ, რუსულად მიზანმიმართულად წარმოაჩენენ 

ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე: სახელისუფლებო და კრემლისტური აქტორები “აგენტების კანონის” დასაცავად და საპროტესტო აქციების წინააღმდეგ

ავტორი:
: ,

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist