“უფალია ჩვენი სიმართლიდან” “ქართულ ოცნებამდე” – უფლებების შემზღუდავი 8 ინიციატივა, რომელიც პარლამენტში სექსუალურ ორიენტაციაზე და გენდერზე დაინიცირდა

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

1.8k
VIEWS

“ქართულმა ოცნებამ” 25 მარტს მედიას ის საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინა, რომელიც პარტიის ხედვით, “ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის” წინააღმდეგ ბრძოლას და “ლგბტ პროპაგანდის” აკრძალვას ისახავს მიზნად. “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით,  ამ მიზნით საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას გეგმავს.

„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის” შესახებ მმართველი პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა  საქართველოს კონსტიტუციის  30-ე მუხლში, რომელშიც ქორწინების დეფინიციაა განსაზღვრული, ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. კანონპროექტში გათვალისწინებული ცვლილებები ერთი სქესის პირთა ქორწინებასთან, შვილად აყვანასა და სქესის შეცვლასთან დაკავშირებულ აკრძალვებთან ერთად ისეთ შეკრებს, ნაწარმოებებს, პროგრამებს ან სხვა მასალის გავრცელებას კრძალავს, რომელიც შესაძლოა, “ლგბტ პროპაგანდად” კლასიფიცირდეს. საკანონმდებლო ინიციატივა აკადემიური სწავლების პროცესში (საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები) გენდერთან და სქესთან დაკავშირებული ტერმინების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხსაც არეგულირებს.

მსგავსი შინაარსის კანონის ინიცირებას, რომელიც რუსეთის ფედერაციაში 2013 წელს ამოქმედდა, სხვადასხვა დროს კრემლისტური და ულტრამემარჯვენე აქტორები, ასევე მმართველი პარტიის ცალკეული პირები საქართველოშიც ცდილობდნენ, თუმცა “ქართული ოცნება” ასეთ წინადადებებს წინა წლებში სხვადასხვა საბაბით მხარს არ უჭერდა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ კი თითქმის იდენტური ჰომოფობიური საკანონმდებლო ინიციატივით თავად გამოვიდა. მედიის განვითარების ფონდმა კვლევაში “ანტიგენდერული და ანტილგბტქი მობილიზება საქართველოში” 2012-2023 წლებში საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებული ყველა ის საკანონმდებლო ინიციატივა შეისწავლა, რომელიც გენდერული ან სექსუალური იდენტობის ნიშნით საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების ხელყოფას ისახავს მიზნად.

2012-2023 წლებში საქართველოს პარლამენტში 8 საკანონმდებლო ცვლილების პაკეტი დარეგისტრირდა, რომელთა მიზანი ლგბტქი+ თემის წარმომადგენლებისთვის შემდეგი უფლებების შეზღუდვა იყო:

  1. სამართლებრივ მექანიზმებზე წვდომის შეზღუდვა: სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიშნით მოქალაქეთა დისკრიმინაციისგან დაცვის ნორმის გაუქმება;
  2. დასაქმების შეზღუდვა: ლგბტქი+ იდენტობის ადამიანების საჯარო სტრუქტურებში, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხელმძღვანელ თანამდებობაზე დანიშვნის საკანონმდებლო შეზღუდვა;
  3. შეკრების და მანიფესტაციის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა: ისეთი შეკრების ან მანიფესტაციის შეღუდვა, რომლის დროსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირებას, პოპულარიზაციას ან პროპაგანდას; ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას.

კრემლისტური პარტია ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობის საკანონმდებლო ინიციატივა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე, რომელიც პარლამენტში  2022 წლის 7 ნოემბერს დარეგისტრირდა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ჯერ კიდევ არ განუხილავს. მიმართვის საფუძველზე კანონპროექტის განხილვის ვადა კომიტეტს უკვე მეოთხედ, 2024 წლის 19 თებერვლიდან 60 დღით გაუგრძელდა. 

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, როდესაც მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ განცხადება „ევროპელი სოციალისტების“  დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამაც გააკეთა, მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ “ქართულ ოცნება” ასეთი კანონპროექტის მიღებას არ განიხილავდა, რასაც ძირითადად სამართლებრივი არგუმენტებით ასაბუთებდა. 

ქვემოთ მითითებული 8 საკანონმდებლო ინიციატივიდან, ხუთს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა, ერთ შემთხვევაში კანონპროექტის ინიციატორმა, ქართული ოცნების წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა კანონპროექტი უკან გაიწვია, ხოლო მისი მეორე ინიციატივა ანტიდისკრიმინაციულ კანონში შესატან ცვლილებებზე წამყვან კომიტეტს არ განუხილავს. ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობის მიერ 2022 წელს წარდგნელი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა კი საქართველოს პარლამენტმა რამდენიმეჯერ გაახანგრძლივა. ერთ შემთხვევაში ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფოს” ხელმძღვანელის ზვიად ტომარაძის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც საქართველოს პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის ყოფილმა წევრმა ემზარ კვიციანმა დააინიცირა და ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ტერმინების, “სექსუალური ორიენტაცია” და “გენდერული იდენტობისა და გამოხატვის” ამოღებას ითხოვდა,  პირველ მოსმენაზე ჩავარდა. ნიშანდობლივია, რომ 2019 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა კვიციანის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ადამიანის უფლბების შემზღუდავად მიიჩნია და უარყოფ დასკვნაში შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:  

“ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით აღარ იქნება უზრუნველყოფილი ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობა.”

ინიციატივაზე უარყოფითი დასკვნა მოამზადეს საქართველოს იუსტიციის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებმაც. იუსტიციის სამინისტროს დასკვნაში ვკითხულობთ, რომ 

სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე პირთა დიფერენცირება დისკრიმინაციის მომატებული რისკის მატარებელ შემთხვევებს წარმოადგენს,” და “ამგვარი სენსიტიური სფეროს მოწესრიგებისას სამართალშემოქმედი ვალდებულია, გამოიჩინოს განსაკუთრებული ყურადღება, რათა თავიდან იქნეს აცილებული პირთა უფლებების დარღვევის საფრთხე.” 

იუსტიციის სამინისტრო საკითხზე მსჯელობისას, აღნიშნავდა, რომ კანონპროექტი დისკრიმინაციულ პრაქტიკას ამკვიდრებდა – ერთი მხრივ, არ ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს, დაეცვა ყველა ადამიანის უფლებები თანასწორად, მათ შორის განსხვავებების მიუხედავად, ხოლო, მეორე მხრივ, უგულებელყოფდა კონსტიტუციურ ღირებულებებს და იმ სიკეთეებს, რომელთაც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი ემსახურება.  

აღსანიშნავია ისიც, რომ მმართველ პარტიამდე მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივების ავტორებად შემდეგი სუბიექტები გვევლინებოდნენ: კრემლისტური პარტიები/ორგანიზაციები (ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობა; „საქართველოს სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესი“ და „მრავალეროვნულ საქართველოს ანტიფაშისტური კოალიცია“); ანტილიბერალური ჯგუფები (დემოგრაფიული განვითარების ფონდი (ზვიად ტომარაძე), სრულიად საქართველოს გვარის წინამძღოლთა დარბაზი; უფლის სახელით – უფალია ჩვენი სიმართლე); სხვადასხვა პარტიული კუთვნილების ცალკეული პარლამენტის წევრები (ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი სოსო ჯაჭვლიანი და “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ემზარ კვიციანი).  

არასრულწლოვნებში, საჯარო სივრცეში და მედიაში ლგბტ პროპაგანდის კანონით აკრძალვის შესახებ პლებისციტის ჩატარების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება 2023 წელს თბილისის საკრებულოსა და პარტია “ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა, ვატო შაქარიშვილმაც დაანონსა, რომელიც ძირითადად სახელისუფლებო პოზიციებს ახმოვანებს. ანტიდასავლური და ანტილიბერალური მოძრაობა “საქართველო უპირველეს ყოვლისას” დამფუძნებელმა, საკანონმდებლო ორგანოს ლგბტ პროპაგანდის აკრძალვისკენ უკანასკნელ დღეებშიც მოუწოდა და აღნიშნა, რომ ლგბტ პროპაგადა ამერიკის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია. 

თარიღი მოქმედი კანონი კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები ინიციატორი სტატუსი
2024 საქართველოს კონსტიტუცია კონსტიტუციური კანონის პროექტი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” ქორწინების, შვილად აყვანის, სქესის შეცვლის, გენდერული იდენტობის, შეკრებებისა და მანიფესტაციების, ნაწარმოებების და პროგრამების, საგანმანათლებლო პროცესის საკითხებს შეეხება. ქართული ოცნება

qarthuli itsneba “უფალია ჩვენი სიმართლიდან” “ქართულ ოცნებამდე” - უფლებების შემზღუდავი 8 ინიციატივა, რომელიც პარლამენტში სექსუალურ ორიენტაციაზე და გენდერზე დაინიცირდა

საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ინიციატივა მმართველმა პარტიამ 25 მარტს მედიასთან ბრიფინზე წარადგინა
2022 შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი “აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება თუ იგი მიზნად ისახავს ან რომლის დროსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირებას, პოპულარიზაციას ან/და პროპაგანდას”. ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობა

alt inpho “უფალია ჩვენი სიმართლიდან” “ქართულ ოცნებამდე” - უფლებების შემზღუდავი 8 ინიციატივა, რომელიც პარლამენტში სექსუალურ ორიენტაციაზე და გენდერზე დაინიცირდა

საპარლამენტო კომიტეტებმა ინიციატივის განხილვა რამდენიმეჯერ გადადეს. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წინადადების საფუძველზე, კანონპროექტების განხილვის ვადა 2024 წლის 19 თებერვლიდან 60 დღით გაგრძელდა
2019 სამოქალაქო კოდექსი, სისხლის სამართლის კოდექსი “აეკრძალოს როგორც ფარულ, ასევე ღია ლგბტ-ს წარმომადგენელს დაიკაოს სახელმწიფო სტრუქტურებში, ასევე ყველა სასწავლო დაწესებულებებში (ბაგა-ბაღები, სკოლები, ტექნიკუმები, უმაღლესი სასწავლებლები და სხვა) და ნებისმიერ კულტურულ-განმანათლებელ დაწესებულებებში, ნებისმიერი სახელმძღვანელო თანამდებობა „საქართველოს სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესი“ და „მრავალეროვნულ საქართველოს ანტიფაშისტური კოალიცია“

slav khalkhtha kavshiri “უფალია ჩვენი სიმართლიდან” “ქართულ ოცნებამდე” - უფლებების შემზღუდავი 8 ინიციატივა, რომელიც პარლამენტში სექსუალურ ორიენტაციაზე და გენდერზე დაინიცირდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა წინადადებას მხარი არ დაუჭირა
2018 კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, სსს, შრომის კოდექსი, საჯარო სამსახურის, მაუწყებლობის,, საერთაშორისო დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის, პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონები ტერმინების “სექსუალური ორიენტაცია” და “გენდერული იდენტობა” ამოღება ავტორი: ზვიად ტომარაძე

ინიციატორი: პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი

zviad tomaradze da meore “უფალია ჩვენი სიმართლიდან” “ქართულ ოცნებამდე” - უფლებების შემზღუდავი 8 ინიციატივა, რომელიც პარლამენტში სექსუალურ ორიენტაციაზე და გენდერზე დაინიცირდა

კანონპროექტი პირველი მოსმენით ჩავარდა
2016 კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, სისხლის სამართლის კოდექსი, შრომის კოდექსი ტერმინების “სექსუალური ორიენტაცია” და “გენდერული იდენტობა” ამოღება ინიციატორი: ზვიად ტომარაძე (დემოგრაფიული განვითარების ფონდი)zviad tomaradze “უფალია ჩვენი სიმართლიდან” “ქართულ ოცნებამდე” - უფლებების შემზღუდავი 8 ინიციატივა, რომელიც პარლამენტში სექსუალურ ორიენტაციაზე და გენდერზე დაინიცირდა

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა წინადადებას მხარი არ დაუჭირა
2015 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
ტერმინების “სექსუალური ორიენტაცია” და “გენდერული იდენტობა” ამოღება
“რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის” დასჯადად გამოცხადება: “რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით”.

განმეორებით ქმედებებზე ფინანსური საქნციების გაზრდა.

ავტორი ზვიად ტომარაძე

ინიციატორი: ქართული ოცნების დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი

soso jatchvliani “უფალია ჩვენი სიმართლიდან” “ქართულ ოცნებამდე” - უფლებების შემზღუდავი 8 ინიციატივა, რომელიც პარლამენტში სექსუალურ ორიენტაციაზე და გენდერზე დაინიცირდა

ინიცირებიდან რამდენიმე თვეში სოსო ჯაჭვლიანმა კანონპროექტი გაიწვია
2015 კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, სისხლის სამართლის კოდექსი, შრომის კოდექსი ტერმინების “სექსუალური ორიენტაცია” და “გენდერული იდენტობა” ამოღება ავტორი: ზვიად ტომარაძე

ინიციატორი: ქართული ოცნების დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი

soso jatchvliani “უფალია ჩვენი სიმართლიდან” “ქართულ ოცნებამდე” - უფლებების შემზღუდავი 8 ინიციატივა, რომელიც პარლამენტში სექსუალურ ორიენტაციაზე და გენდერზე დაინიცირდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს ინიციატივა არ განუხილავს
2014 კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ
  • კანონიდან “სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის და გამოხატვის” შესახებ ჩანაწერის ამოღება
  • ჩანაწერის დამატება “არ უნდა მოახდინოს საზოგადოებისთვის მიუღებელი, უზნეო, ამორალური და გაუკუღმართებული ქმედების პროპაგანდირება და აფიშირება
სრულიად საქართველოს გვარის წინამძღოლთა დარბაზი

srulian gvaris darbazi “უფალია ჩვენი სიმართლიდან” “ქართულ ოცნებამდე” - უფლებების შემზღუდავი 8 ინიციატივა, რომელიც პარლამენტში სექსუალურ ორიენტაციაზე და გენდერზე დაინიცირდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა წინადადებას მხარი არ დაუჭირა
2014 კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონიდან “სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის და გამოხატვის” შესახებ ჩანაწერის ამოღება უფლის სახელით – უფალია ჩვენი სიმართლე

uphali “უფალია ჩვენი სიმართლიდან” “ქართულ ოცნებამდე” - უფლებების შემზღუდავი 8 ინიციატივა, რომელიც პარლამენტში სექსუალურ ორიენტაციაზე და გენდერზე დაინიცირდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა წინადადებას მხარი არ დაუჭირა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist