ჩვენ შესახებ

მედიის განვითარების ფონდმა ფაქტების გადამოწმების პორტალი “მითების დეტექტორი” 2014 წელს დააფუძნა, 2024 წლიდან კი გამოცემა რეგიონული გახდა და დამოუკიდებელ ორგანიზაციად ესტონეთში დარეგისტრირდა. “მითების დეტექტორს” გერმანული და ესტონური ენები დაემატა, რის შედეგადაც ის 7 ენაზე გამოიცემა.

“მითების დეტექტორი” მიზნად ისახავს ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირებას, ფარული დღის წესრიგების გამოვლენას და ფაქტების გადამოწმებისა და მედიაწიგნიერების ამაღლების გზით დეზინფორმაციის მავნე გავლენაზე აუდიტორიის ინფორმირებას.

2019 წლის ნოემბრიდან მითების დეტექტორი პოინტერის ინსტიტუტი საერთაშორისო ფაქტების გადამოწმების ქსელის (IFCN) ვერიფიცირებული ხელმომწერია და მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნიდან ფაქტების გადამმოწმებელ 100-ზე მეტ ორგანიზაციასთან ერთად მუშაობს.  2023 წლის ივნისიდან კი ორგანიზაცია “ევროპული ფაქტების გადამოწმების სტანდარტების ქსელის” (EFCSN) წევრი გახდა.

2020 წლის სექტემბერიდან “მითების დეტექტორი” Facebook-თან მესამე მხარის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში ყალბი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გადამოწმებაზე თანამშრომლობს. “მითების დეტექტორი” სოციალურ ქსელში გავრცელებული შინაარსის სუზუსტეს სწავლობს და აფასებს, რაც ინფორმაციის ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ყალბად მონიშვნის შემდეგ, ფეისბუკი მოცემულ ინფორმაციას საინფორმაციო ველში შედარებით დაბლა აჩვენებს,  მის გავრცელებას მნიშვნელოვნად ამცირებს, ხოლო ადამიანებს, რომლებიც პოსტს ხედავენ ან მის გაზიარებას ცდილობენ, აფრთხილებს, რომ ის ყალბად არის მინიშნული. ფეისბუქი “მითების დეტექტორს” ამ სერვისის განხორციელებაში ანაზღაურებას უხდის, თუმცა  მას არ აქვს და არც სურს ჰქონდეს გავლენა “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებულ შინაარსზე.

რას ვაკეთებთ ჩვენ

მითების დეტექტორი მანიპულაციურ მედია შინაარსს რამდენიმე მიმართულებით სწავლობს:

  1. უცხო ქვეყნის საინფორმაციო გავლენები (რუსეთის სამთავრობო მედიის პირდაპირი პროპაგანდა და ირიბი ანტიდასავლური პროპაგანდა);
  2. შიდა პოლიტიკური პროპაგანდა და დეზინფორმაცია (სოციალურ მედიაში პოლიტიკური მიზნებით ტროლების და ყალბი გვერდების გამოყენება, ყალბი ამბებისა და დეზინფორმაციის სხვადასხვა არხებით გავრცლება);
  3. ეკონომიკური მიზნით ყალბი ინფორმაციის გავრცელება (clickbait საიტები, თაღლითური გვერდები).

უცხო ქვეყნების საინფორმაციო გავლენის და ცალკეული ადგილობრივი აქტორების დეზინფორმაციული აქტივობების გამოვლენისას მედიის განვითარების ფონდი 4 საფეხურიან მიდგომას იყენებს, რომელიც შემდგომ კომპონენტებს მოიცავს:

  1. იდენტიფიცირება. მედია მონიტორინგი ანტიდასავლური გზავნილების და მათი წყაროების, ნარატივების ფორმირების შესწავლის მიზნით ხორციელდება და ფართო კონტექსტის აღქმის შესაძლებლობას იძლევა. ამასთანავე მონიტორინგის შედეგად ყალბი ან მანიპულაციური შინაარსის გამოვლენა ხდება.
  2. დეკონსტრუირება. ყალბი ან მანიპულაციური შინაარსის გადამოწმება და რეალური ფაქტების დადგენა ღია წყაროების და გამჭვირვალე მეთოდოლოგიის მეშვეობით ხორციელდება.
  3. წყაროების გამჭვირვალობის შესწვლა. წყაროების გამჭვირვალობა როგორც მედიის ფორმალური თუ ფარული მფლობელის დადგენას, დაფინანსების გამჭვირვალობის შესწავლას, ასევე ინფორმაციის წყაროების სანდოობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას გულისხმობს.
  4. განმარტება. აუდიტორიის ინფორმირება, თუ პროპაგანდის რა მეთოდებს და ტექნიკებს იყენებს დაინტერესებული მხარე ყალბი ინფორმაციის განზრახ გავრეცელებისას, რომლის მიზანი საზოგადოებისთვის ზიანის მიყენებაა. მედიაწიგნიერების გზით საზოგადოების მედეგობის გაზრდა, ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირების და გაფილტვრის შესაძლებლობას ზრდის და საბოლოოდ მოქალაქეებს ნაკლებად მოწყვლადს ხდის.

გვერდი საზოგადოებას რეგულარულდ აწვდის ინფორმაციას ქართულ,ინგლისურ და რუსულ ენებზე, ხოლო პერიოდულად სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. 2024 წლიდან მას გერმანული და ესტონური ენები ემატება.

გამჭვირვალობა

“მითების დეტექტორი” 2024 წლის აგვისტოდან ესტონეთში რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია. მითების დეტექტორის იურიდიული სტატუსისა და მმართველი საბჭოს შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ.

მითების დეტექტორის მისიის, ღირებულებებისა და ორგანიზაციული სტრუქტურის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ.

მითების დეტექტორი ფინანსურ გამჭვირვალობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. შესაბამისად, ორგანიზაციის წლიური ფინანსური ანგარიში საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომია და რეგულარულად ახლდება. (იხილეთ ლინკი)

მითების დეტექტორის მმართველ ორგანოს (გამგეობას) მითების დეტექტორის სარედაქციო აქტივობებში და გადაწყვეტილებებში ჩართულნი არ არიან. სარედაქციო პოლიტიკა მითების დეტექტორის რედაქციის დისკრეციაა:

მითების დეტექტორის რედაქცია:

  1. თამარ კინწურაშვილი, მთავარი რედაქტორი, MDF-ის აღმასრულებელი დირექტორი
  2. მაიკო რატიანი, მთავარი რედაქტორის მოადგილე
  3. სანდრო გიგაური, ინგლისურენოვანი რედაქტორი
  4. არაბელა კორძახია, რუსულენოვანი რედაქტორი

მითების დეტექტორის საკომუნიკაციო და პიარ აქტივობები პლატფორმის კომუნიკაციების მენეჯერის, მარიამ ახალკაცის, პასუხისმგებლობაა.

მითების დეტექტორის გუნდის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ.

მითების დეტექტორის მეთოდოლოგიის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ.

მითების დეტექტორის ქცევის კოდექსის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ.

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist