კონფიდენციალურობის პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკის მოცემული დოკუმენტი არეგულირებს მითების დეტექტორისთვის მომხმარებლების მიერ ორგანიზაციის ვებსაიტის (www.mythdetector.com) გამოყენებისას მიწოდებული ინფორმაციის შეგროვებასა და გამოყენებას, აგრეთვე იმ ინფორმაციას, რომელიც მომხარებლის მხრიდან მიწოდებულია მითების დეტექტორისთვის ისეთი საკომუნიკაციო არხებით, როგორებიცაა ელ. ფოსტა, ტელეფონი, სოციალური მედიის არხები, ონლაინ/ოფლაინ ღონისძიებები და ტრენინგები.

მითების დეტექტორის კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან და შეგროვებულ მონაცემებთან დაკავშირებით არსებული კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: [email protected].

მითების დეტექტორის მიერ შეგროვებული ინფორმაციის ტიპოლოგია

  • პიროვნების მაიდენტიფიცირებელი ის ინფორმაცია (მაგ. სახელი, ელ.ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, სოციალური მედიის პროფილის ბმული), რომელსაც მომხმარებლები საკუთარი ნებით აწვდიან ორგანიზაციას ონლაინ დისკუსიის, საიტის გამოყენების, რეგისტრაციის, ან საინფორმაციო ბიულეტენის გამოწერის, გამოკითხვაში მონაწილეობის, მითების დეტექტორის ღონისძიებებზე დასწრების (ონლაინ რეჟიმში ან ადგილზე) პრეზენტაციებს, ტრენინგებისს ან სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებზე დასწრების დროს.
  • პიროვნების არამაიდენტიფიცირებელი ის ინფორმაცია, რომელიც გროვდება მომხმარებლების მითების დეტექტორის საიტზე ნავიგაციის შედეგად. ასეთია, საიტის გამოყენების შაბლონები და პარამეტრები (IP მისამართი, გამოყენებული ინტერნეტ ბრაუზერი, მონახულებული გვერდები, ვებსაიტზე გატარებული დრო).

მითების დეტექტორი უზრუნველყოფს შეგროვებული ინფორმაციის კონფიდენციალურობას, არ ყიდის სახელებს, ელ.ფოსტის მისამართებს ან სხვა პირად ინფორმაციას, რომელსაც მომხმარებლები ნებაყოფლობით აწვდიან მითების დეტექტორს, მესამე პირზე. 

როგორ იყენებს მითების დეტექტორი შეგროვებულ ინფორმაციას:

  • მითების დეტექტორის ვებსაიტისა და სოციალური მედიის არხების უზრუნველყოფა, ფუნქციონირება
  • მითების დეტექტორის ვებსაიტებისა და სოციალური მედიის არხების გაუმჯობესება, პერსონალიზაცია და გაფართოება
  • მითების დეტექტორის ვებსაიტებისა და სოციალური მედიის არხების მოხმარების ანალიზი
  • მომხმარებლებთან დაკავშირება, განახლებებისა და ორგანიზაციასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის მიწოდება მარკეტინგული და სარეკლამო მიზნებისთვის
  • მომხმარებლებისათვის წერილებისა და ნიუსლეთერების გაგზავნა
  • საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და ტრენინგების შემდეგ შესრულების ძირითადი მაჩვენებლების შეფასება

ღონისძიებები: მითების დეტექტორის ღონისძიებებზე დასწრებისას (ოფლაინ ან ონლაინ) დამსწრეებს ვთხოვთ, შეავსონ სარეგისტრაციო ფორმები, რომლებიც შედგება სახელის, ასაკის, ელ.ფოსტისა და ტელეფონისგან. ღონისძიებების დასწრების სიის შევსება არ არის სავალდებულო და გამოიყენება მხოლოდ ძირითადი შედეგის შესაფასებლად. მითების დეტექტორი მოცემულ სარეგისტრაციო სიას უზიარებს მხოლოდ და მხოლოდ პროექტის იმ დონორს, რომლის ფარგლებშიც ტარდება ღონისძიება.

ნიუსლეთერი: მითების დეტექტორის გთავაზობთ შესაძლებლობას, გამოიწეროთ ისეთი ელექტრონული ფოსტის შეტყობინებები და ნიუსლეთერები, როგორიცაა მითების დეტექტორის კვირეული დეზინფორმაციის დაიჯესტი, ა.შ. მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა ნებისმიერ დროს გადახედონ, განაახლონ ან წაშალონ მითების დეტექტორისთვის მიწოდებული ინფორმაცია და გააუქმონ გამოწერა (ელ.წერილში ბმულზე „გაუქმება“ დაკლიკვით).

კონკურსები: მითების დეტექტორმა შესაძლოა მომხმარებლებს მის საიტებზე და/ან სოციალურ მედიაში შესთავაზოს გათამაშებები, კონკურსები და სხვა აქციები. ამ კონკურსებში მონაწილეობისას მომხმარებელს ხშირად სთხოვენ მიაწოდოს ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ (სახელი, ელ.ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, სოციალური მედიის პროფილის ბმული), რათა ორგანიზაციამ შეძლოს მათთან დაკავშირება გამარჯვების შემთხვევაში. ამ ინფორმაციის გაზიარება შესაძლებელია მხოლოდ კონკურსის პარტნიორთან/თანასპონსორთან.

სოც.მედია კომენტარები და ჩატები, ფოტოები, ვიდეოები და მომხმარებლის მიერ შექმნილი სხვა კონტენტი: თუ მომხმარებელი ჩაერთვება მითების დეტექტორის სოციალური მედიის პოსტებში კომენტარით, ეს კომენტარი საჯარო იქნება, შესაბამისად, თუ მომხმარებლის კომენტარი შეიცავს ნებისმიერი სახის პირად ინფორმაციას, ფოტოს, ვიდეოს ან სხვა ვიზუალურ მასალას, ეს ინფორმაციაც აგრეთვე გახდება საჯარო.

მითების დეტექტორი არ არედაქტირებს მომხმარებლის მიერ შექმნილი სხვა კონტენტს, და არ შლის მათ თუ არ შეიცავს სიძულვილის ენას, ძალადობას, სენსიტიურ ან საზიანო კონტენტს.

Cookies: ვებსაიტები, რომლებსაც მითების დეტექტორი ფლობს და მართავს არ იყენებენ cookies-ებს. 

სხვა ვებსაიტებიდან ჩაშებენული კონტენტი:მითების დეტექტორის” საიტებზე გამოქვეყნებული სტატიები შეიძლება შეიცავდეს ჩაშენებულ კონტენტს (მაგ. ვიდეო, სურათები, სტატიები და ა.შ.). სხვა ვებსაიტებიდან ჩაშენებულ კონტენტთან მომხმარებლის ინტერაქცია ექვემდებარება იმ საიტის კონფიდენციალურობის პოლიტიკას, საიდანაც კონკტენტი არის გადმოღებული. ამ ვებგვერდებმა შეიძლება შეაგროვონ მონაცემები მომხმარებლის შესახებ, გამოიყენონ ქუქი-ფაილები და მონიტორინგი გაუწიონ ინტერაქციას, მათ შორის მომხმარებლის ინტერაქციას ჩაშენებულ კონტენტთან, თუ მას აქვს ანგარიში და შესულია ამ ვებგვერდზე.

მომხმარებლების უფლებები საკუთარი მონაცემებზე: მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს, რომ მითების დეტექტორმა წაშალოს ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რაც მასზე აქვს შეგროვებული. ეს არ ეხება იმ მონაცემებს, რომლებიც მითების დეტექტორი ვალდებულია რომ შეინახოს ადმინისტრაციული, სამართლებრივი ან უსაფრთხოების მიზნით.

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist