რას უკავშირდება და სად არის გადაღებული თეატრალური წარმოდგენის ვიდეოები?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

6.8k
VIEWS

განახლება: 2 თებერვალს მასალას დაემატა ინფორმაცია უკრაინის კიდევ ერთ ტაძარში ჩატარებული ღონისძიების შესახებ, რომლის ვიდეოც სოციალურ ქსელში 31 იანვრიდან აქტიურად ვრცელდება.

15-22 იანვარს ქართულმა ფეისბუქ პროფილებმა, რომლებიც დეზინფორმაციას რეგულარულად აზიარებენ, მათ შორის კონსერვატიულ მოძრაობასთან დაკავშირებულმა, ასევე რუსულენოვანმა ანგარიშებმა ეკლესიებში ჩატარებული სხვადასხვა თეატრალური წარმოდგენების ამსახველი 2  ვიდეო გაავრცელეს. პოსტის აღწერებსა და ვიდეოს თანმხლებ კომენტარებში ნაწილი აღნიშნავდა, რომ  უკრაინაში ეკლესიებიდან “რუსი მღვდლების გაყრის” და ეკლესიების “დახურვის” შემდეგ, მართლმადიდებლურ ტაძრებში ქრისტიანული ტრადიციებისა და სულიერების საწინააღმდეგოდ იქცევიან.

15 იანვარს გავრცელებულ ვიდეოში (1,2,3) ჩანს, რომ ეკლესიაში ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ადამიანები მუსიკის თანხლებით წარმოდგენას მართავენ. 17 იანვარს  ვიდეო გია გაჩეჩილაძის გადაცემაში “კიდობანი” ტიტრით “ჭინკების შაბაში” გავიდა. ვიდეოს ჩვენების შემდეგ, 47:40-ზე გადაცემის სტუმრის, გოგა ხაინდრავას თქმით, წარმოდგენის დროს დადგეს სცენა “მოკალი ებრაელი”. აღსანიშნავია, რომ ეს ვიდეო ტვიტერზე ესპანეთში რუსეთის საელჩოს ანგარიშმაც გაავრცელა, აღწერით: “უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი რეალობა, რა უნდა მოხდეს, რომ მიხვდნენ, რას აკეთებს კიევის რეჟიმი.”

Screenshot 1 5 რას უკავშირდება და სად არის გადაღებული თეატრალური წარმოდგენის ვიდეოები? Screenshot 2 3 რას უკავშირდება და სად არის გადაღებული თეატრალური წარმოდგენის ვიდეოები?

რაც შეეხება მეორე ვიდეოს (1,2,3,4,5,6,7,8), სადაც ეკლესიაში ჩატარებული წარმოდგენაა ასახული, კადრებში ჩანს რომ წარმოდგენაში ეშმაკებისა და პუტინის ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდები მონაწილეობენ. ეს ვიდეო ნაჩვენები იყო ასევე ნიკოლოზ მჟავანაძის გადაცემაში (1,2), “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან” ერთად. მჟავანაძემ აღნიშნა, რომ უკრაინაში “არნახული მკრეხელობა” ხდება და ასე ფაშისტები და ნაცისტებიც კი არ იქცეოდნენ.

Screenshot 3 6 რას უკავშირდება და სად არის გადაღებული თეატრალური წარმოდგენის ვიდეოები?

განახლება: 31 იანვარს ფეისბუქზე ეკლესიაში მუსიკის ფონზე გამართული წარმოდგენის კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა, რომელსაც ფეისბუქ-გვერდი “შიინ ევროპისკენ” და ინდივიდუალური ფეისბუქ-ანგარიშები (1,2,3,4,5,6) აზიარებდნენ. პოსტების აღწერის მიხედვით, ვიდეო მართლმადიდებლურ ტაძარშია გადაღებული.

eklesia რას უკავშირდება და სად არის გადაღებული თეატრალური წარმოდგენის ვიდეოები?

ეკლესიებში ჩატარებული წარმოდგენების ვიდეოები არა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (ПЦУ) დაქვემდებარებაში მყოფ ტაძრებში, არამედ ბერძნულ-კათოლიკურ ტაძრებშია გადაღებული, ხოლო ეს წარმოდგენები თემატიკით უკრაინულ საშობაო-საახალწლო ტრადიციებთან არის დაკავშირებული.

  • სად არის გადაღებული თეატრალური წარმოდგენების ვიდეოები?

15 იანვარს გავრცელებული ვიდეო ზავარნიცაში, წმინდა მარიამის სახელობის სასულიერო ცენტრის “ზავარნიცას” ღვთისმშობლის ბაზილიკაშია გადაღებული. ზავარნიცას კომპლექსი დასავლეთ უკრაინაში, ტერნოპილის ოლქში მდებარეობს და უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი სიწმინდეა.

Screenshot 4 7 რას უკავშირდება და სად არის გადაღებული თეატრალური წარმოდგენის ვიდეოები?
საკურთხევლის ხედი გავრცელებულ ვიდეოში
Screenshot 5 7 რას უკავშირდება და სად არის გადაღებული თეატრალური წარმოდგენის ვიდეოები?
საკურთხეველი ზავარნიცას ღვთისმშობლის ბაზილიკაში. წყარო: Марійський духовний центр “Зарваниця”

რაც შეეხება მეორე ვიდეოს, ფეისბუქზე გავრცელებული პოსტების მიხედვით, ის ტრუსკავეცში მდებარეობს. მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირს მასალაში მითითებული აქვს, რომ თეატრალური წარმოდგენა ტრუსკავეცში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შუამავლის ეკლესიაში ჩატარდა. მასალაში ასევე აღნიშნულია, რომ ვიდეო ეკლესიის მღვდელმსახურმა ვოლოდიმირ ბონდარჩუკმა თავის ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა, მოგვიანებით კი წაშალა. მასალაში გამოყენებული ფოტოს წყაროდ ვოლოდიმირ ბონდარჩუკის ფეისბუქის პროფილის ბმულია მითითებული, რისი საშუალებითაც პროფილის გადამოწმება გახდა შესაძლებელი. 

Screenshot 6 3 რას უკავშირდება და სად არის გადაღებული თეატრალური წარმოდგენის ვიდეოები?

ბონდარჩუკის ფეისბუქზე ვიდეო ამჟამად არ იძებნება, თუმცა მის გვერდზე თეატრალურ ღონისძიებაზე გადაღებული არა-ერთი ფოტოსურათია გამოქვეყნებული. ბონდარჩუკი ხშირად დებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შუამავლის ეკლესიასთან დაკავშირებულ პოსტებს, რომელიც ასევე უკრაინის ბერძნულ-კათოლიკურ ეკლესიას ეკუთვნის.

Screenshot 7 4 რას უკავშირდება და სად არის გადაღებული თეატრალური წარმოდგენის ვიდეოები?

კიდევ ერთი ვიდეო, რომელიც ტაძარში ჩატარებულ წარმოდგენას ასახავს, 31 იანვარიდან ვრცელდება. აღნიშნული ვიდეო ასევე ბერძნულ-კათოლიკურ ტაძარშია გადაღებული. ვიდეოში ეკლესიის ჭერის ფრესკები და კანკელი ჩანს, რისი საშუალებითაც ეკლესიის დასახელების პოვნა გახდა შესაძლებელი. ვიდეო ივანო-ფრანკივსკში ქრისტეს აღდომის საკათედრო ტაძარშია გადაღებული, რომელიც უკრაინის ბერძნულ-კათოლიკე ეკლესიას ეკუთვნის. ტაძრის ოფიციალურ საიტზე ინტერიერის პანორამული ხედის დათვალიერებაა შესაძლებელი.

eklesia 1 რას უკავშირდება და სად არის გადაღებული თეატრალური წარმოდგენის ვიდეოები?

eklesia 2 რას უკავშირდება და სად არის გადაღებული თეატრალური წარმოდგენის ვიდეოები?

ტაძრის შიგნით გადაღებული ფოტოები ეკლესიის ფეისბუქ-გვერდზეც არის გამოქვეყნებული.

eklesia 3 რას უკავშირდება და სად არის გადაღებული თეატრალური წარმოდგენის ვიდეოები?
წყარო: Архікатедральний і Митрополичий Собор Воскресіння Христового УГКЦ (1,2)
  • რომელ უკრაინულ ტრადიციებს უკავშირდება ეკლესიებში გამართული წარმოდგენები?

აღსანიშნავია, რომ ორივე ეკლესიაში გამართული წარმოდგენები გარკვეულწილად უკრაინულ საშობაო და საახალწლო ტრადიციებს უკავშირდება. სლავურ კულტურაში დეკემბრის ბოლოდან ნათლისღებამდე პერიოდი კოლიადასთან – შობისა და ახლი წლის დღესასწაულების აღნიშვნასთან არის დაკავშირებული. ამ პერიოდში, განსაკუთრებით ბავშვებსა და ახალგარზდებში გავრცელებულია სიმღერა, ცეკვა, სხვადასხვა თეატრალური წამორდგენების შესრულება, სახლებში სტუმრობა, კოსტიუმირებული მსვლელობის მოწყობა; ამ პროცესს “კოლიადუვანია” (колядування) ეწოდება, ხოლო სიმღერებს, რომლებსაც კოლიადუვანიას დროს მღერიან – კოლიადკი. კოლიადკი სხვადასხვა დროს, ადგილას და სტილით სრულდება, მათ შორის ეკლესიებშიც. (1,2,3) საშობაო ტრადიციების ნაწილია საშობაო ვერტეპიც – ქრისტეშობასთან დაკავშირებული ბიბლიური სცენების გაცოცხლება. საშობაო ვერტეპს სხვადასხვა სახე აქვს. არსებობს თეატრალური ვერტეპი – თოჯინების თეატრი ქრისტეშობასთან დაკავშირებულ ბიბლიურ სიუჟეტებზე. თუმცა ასევე პოპულარულია თეატრალური წარმოდგენები ადამიანების მონაწილეობით. ითვლება, რომ ვერტეპში სულ მცირე სამი ადამიანი უნდა მონაიწლეობდეს.

ვერტეპის პერსონაჟებს შორის არიან ვარსკვლავთმთვლელი, ანგელოზი, მწყემსები, სამი მეფე, ებრაელი, ეშმაკი, სიკვდილი, ჰეროდე, კაზაკი, პრინცესა. შესაძლებელია წარმოდგენაში სხვა პერსონაჟებიც მონაწილეობდნენ. მთავარი სიუჟეტი რომელის გათამაშებაც ხდება, მეფე ჰეროდესთან არის დაკავშირებული. მას შემდეგ, რაც ჰეროდე იესოს დაბადების შესახებ შეიტყობს და ბეთლემში 2 წლამდე ასაკის ბავშვების გაჟლეტის ბრძანებას გასცემს, ამ სისასტიკის გამო ჰეროდეს სიკვდილი კლავს, ხოლო ეშმაკები ცეცხლი ალში მიათრევენ.

ქალაქ ტრუსკავეცკში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შუამდგომლობის ეკლესიაში გამართული წარმოდგენა სავარაუდოდ სწორედ ამ საშობაო ტრადიციასთან არის დაკავშირებული. წარმოდგენის ვიდეოში პუტინს, ეშმაკებსა და სიკვდილს ვხედავთ. მხარეებს შორის გამართული დიალოგიდან ჩანს, რომ პუტინი ჰეროდესთან არის გაიგივებული, მას “რუსული სამყაროს” შექმნა და უკრაინის დამარცხება სურს, თუმცა პუტინს სიკვდილი ამარცხებს და უკრაინას გამარჯვებას და მარადიულ სიცოცხლეს უწინასწარმეტყველებს, რადგან აქ თავისუფალი ხალხი ცხოვრობს, რომლებიც იესოს ადიდებენ. გავრცელებულ ვიდეოში წარმოდგენის სხვა ნაწილები არ ჩანს, თუმცა ეკლესიის მღვდელმსახურის ვოლოდიმირ ბონდარჩუკის ფეისბუქ-გვერდზე წარმოდგენაზე გადაღებული სხვა ფოტოებიცაა გამოქვეყნებული, სადაც ჩანს, რომ თეატრალური წარმოდგენის ნაწილი ქრისტესშობის სცენის უფრო ტრადიციული დადგმაც იყო.

Screenshot 8 5 რას უკავშირდება და სად არის გადაღებული თეატრალური წარმოდგენის ვიდეოები?
წყარო: Volodymyr Bondarchuk

ზავარნიცას ღვთისმშობლის ბაზილიკაში გადაღებულ ვიდეოსთან დაკავშირებით გავრცელებული პოსტების ფეისბუქ-აღწერებში აღნიშნულია, რომ წარმოდგენის დროს “ებრაელს კლავენ”, თუმცა პერსონაჟს, რომელსაც ჯგუფი ხელში იტაცებს და ჰაერში აგდებს, თეთრრქიანი შავი თხის კოსტიუმი აცვია.

Screenshot 9 6 რას უკავშირდება და სად არის გადაღებული თეატრალური წარმოდგენის ვიდეოები?

აღსანიშნავია, რომ თხაც უკრაინულ საშობაო ტრადიციებთან დაკავშირებული პერსონაჟია. უკრაინაში არსებობს “თხის ჩამოტარების” (вождения козы) ტრადიცია. ძველით ახალი წლის დადგომის წინ უკრაინაში “შედრი ვეჩერს” აღნიშნავდნენ და 13 იანვარს სხვადასხვა კოსტიუმში გამოწყობილი ახალგაზრდები მსვლელობას აწყობდნენ. პერსონაჟებს შორის აუცილებლად უნდა იყვნენ მალანკა, თხა და პაპა, ასევე პოპულარული პერსონაჟები არიან სიკვდილი, ეშმაკი, ბებია, ბოშა. მალანკას როლს აუცილებლად ახალგაზრდა ბიჭი ასრულებს.  “თხის ჩამოტარების” რიტუალის მიხედვით, პაპამ ჯოხის დარტყმით უნდა მოკლას თხა, შემდეგ ინანოს თხის მოკვლა და სიმღერით, ცეკვით და სხვადასხვა ძღვენით თხის გაცოცხლება სცადოს. ზოგიერთ რეგიონში თხას ექიმი აცოცხლებს. წარმოდგენის იდეა სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებაა. სიუჟეტის გათამაშება სხვადასხვა ვარიაციით ხდება. სავარაუდოდ, ამ ტრადიციას ქრისტიანობამდელი ფესვები აქვს, მიწათმოქმედებასთან არის დაკავშირებული და განსაკუთრებული მნიშვნელობა ზამთრის ბუნიობის პერიოდში ენიჭებოდა, როცა გაზაფხულამდე ჯერ კიდევ დიდი დრო იყო დარჩენილი. თანამედროვე პერიოდში კი ის ზოგად საშობაო და საახალწლო დღესასწაულებთან არის დაკავშირებული.

31 იანვარს გავრცელებულ ვიდეოშიც საშობაო ტრადიციებთან ვერტეპთან და კოლიადუვანიასთან დაკავშირებული წარმოდგენაა ასახული. ვიდეოში ჩანს საშობაო ვარსკვლავი (Різдвяна зірка), რომელიც ბეთლემის ვარსკვლავის სიმბოლოა და კოლიადუვანიას დროს მსველობის მონაწილეები ატარებენ.

eklesia 4 რას უკავშირდება და სად არის გადაღებული თეატრალური წარმოდგენის ვიდეოები?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

მჯ
მჟავანაძე ნიკოლოზ

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist