ვიდეომანიპულაცია, თითქოს უკრაინელებმა მართლმადიდებლურ ტაძარს ცეცხლი წაუკიდეს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

712
VIEWS

11-12 იანვარს კრემლის პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა tsargrad.tv-მ და topwar.ru-მ, სხვა არაერთმა რუსულენოვანმა გამოცემამ (1, 2, 3), ასევე ქართულმა (1, 2) და რუსულენოვანმა (1, 2, 3, 4) ფეისბუქ-ანგარიშებმა ეკლესიაში გაჩენილი ხანძრის ვიდეო გამოაქვეყნეს. მათი მტკიცებით, უკრაინაში, ვოლინის ოლქის სოფელ ოვადნეს ტაძარს ცეცხლი იმის შემდეგ წაუკიდეს, რაც მისმა წინამძღვარმა უკრაინის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში გადასვლაზე უარი თქვა.

khandzari ვიდეომანიპულაცია, თითქოს უკრაინელებმა მართლმადიდებლურ ტაძარს ცეცხლი წაუკიდეს

khandzari 1 ვიდეომანიპულაცია, თითქოს უკრაინელებმა მართლმადიდებლურ ტაძარს ცეცხლი წაუკიდეს

ვიდეო მცდარი აღწერით ვრცელდება, რეალურად კადრები 2 წლის წინ, 2021 წლის იანვარშია გადაღებული და არა ვოლინის, არამედ დნიპროპეტროვსკის ოლქში მდებარე ტაძარში გაჩენილ ხანძარს ასახავს. ხანძრის მიზეზი კი არა ეკლესიებს შორის დაპირისპირება, არამედ ელექტროგაყვანილობის პრობლემა გახდა. რაც შეეხება ახალ ხანძარს, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ვოლინის ადმინისტრაციისა და ოვადნივსკას თემის ხელმძღვანელის თქმით, ოლქის ტერიტორიაზე მდებარე ტაძრებში მსგავსი ხანძარი არ დაფიქსირებულა.

ვიდეოს InVId-ის ხელსაწყოს გამოყენებით გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ის 2021 წლის იანვარშია გადაღებული და ვოლინის ოლქის სოფელ ოვადნეში მდებარე ეკლესიის დაწვას არ ასახავს. ვიდეომანიპულაციის გავრცელებით კრემლის პროპაგანდა ცდილობს დაამტკიცოს, რომ უკრაინელებმა იმ ტაძრების დაწვა დაიწყეს, რომლებიც მოსკოვის საპატრიარქოსთანაა დაკავშირებული და უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიის მორჩილებაზე უარი განაცხადეს. 

რეალურად, კადრებში ნაჩვენები ეკლესია დნიპროპეტროვსკის ოლქში, სოფელ ნოვოალექსანდრივკაში მდებარე წმინდა თეოდოს ჩერნიგოველის სახელობის ტაძარია. ეკლესიაში გაჩენილი ხანძრის ფოტო და ვიდეოკადრები როგორც მედიაში, ისე საგანგებო სიტუაციების დნიპროპეტროვსკის ოლქის სამსახურისა და ოლქის საეკლესიო ეპარქიის ვებგვერდზეც იძებნება.

khandzari 2 ვიდეომანიპულაცია, თითქოს უკრაინელებმა მართლმადიდებლურ ტაძარს ცეცხლი წაუკიდეს

ამ ხანძართან დაკაშირებით უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ფეისბუქ-გვერდზე რამდენიმე პოსტია განთავსებული. სახელმწიფო სამსახურის მიერ  2021 წლის 19 იანვრის დღის ბოლოს გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნულია, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია და არავინ დაშავებულა.

khandzari 3 ვიდეომანიპულაცია, თითქოს უკრაინელებმა მართლმადიდებლურ ტაძარს ცეცხლი წაუკიდეს

ეკლესია, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა, მოსკოვის საპატრიარქოსთანაა დაკავშირებული, თუმცა ეკლესიაში ხანძრის გაჩენის მიზეზი ორ ეკლესიას შორის დაპირისპირება არ ყოფილა. როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის (СПЖ), რომელიც ასევე მოსკოვის საპატრიარქოსთანაა დაკავშირებული, მომზადებულ მასალაში წერია, საგანგებო სიტუაციების სამსახურის დასკვნის მიხედვით, ხანძარი განზრახ არავის გაუჩენია და მიზეზი ელექტროგაყვანილობის პრობლემა იყო.

khandzari 4 ვიდეომანიპულაცია, თითქოს უკრაინელებმა მართლმადიდებლურ ტაძარს ცეცხლი წაუკიდეს

რაც შეეხება იმას, გაუჩნდა თუ არა სოფელ ოვადნეში მდებარე რომელიმე ტაძარს ცეცხლი ბოლო პერიოდში, როგორც ადგილობრივი მედია “Волинська служба новин” წერს, ასეთი ფაქტი არ მომხდარა. სტატიაში აღნიშნულია, რომ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის რეგიონული ადმინისტრაციის თქმით, მსგავსი ხანძარი არ დაფიქსირებულა, ხოლო ოვადნივსკას თემის ხელმძღვანელმა სერგიი პანასევიჩმა თქვა, რომ ამ ტერიტორიაზე მდებარე ეკლესიებთან ყველაფერი წესრიგშია.

უკრაინაში ორი მართლმადიდებელი ეკლესია არსებობს – მოსკოვთან დაკავშირებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (Українська православна церква Московського патріархату- УПЦ МП) და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (Православна церква України – ПЦУ). ПЦУ-ს წინააღმდეგ მიმართული კრემლის პროპაგანდა განსაკუთრებით იმის შემდეგ გაძლიერდა, რაც 2022 წლის ნოემბრის ბოლოს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოსკოვის საპაატრიარქოსთან დაკავშირებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (УПЦ МП) ტაძრებში ჩხრეკის ჩატარება დაიწყო და ომის პერიოდში სასულიერო პირების მიერ რუსული მხარისთვის ინფორმაციის მიწოდების შემთხვევები გამოვლინდა. 

1 დეკემბერს კი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას ქვეყანაში რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის ცალკეული ასპექტების შესახებ. ამ განკარგულების საფუძველზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) რიგ სასულიერო პირებს სანქციები დაუწესდათ.

ამ საკითხთან დაკავშირებით “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალები ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist