მალავს თუ არა ფოლკსვაგენის ლოგო ნაცისტურ სიმბოლიკას?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

104
VIEWS

23 აპრილს ფეისბუქის რუსულენოვანმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია გერმანული ავტომწარმოებლის, “ფოლსკვაგენის” ლოგო, რომელსაც სწრაფად ატრიალებენ, რა დროსაც ლოგოზე ნაცისტური სვასტიკის ნიშანი ჩნდება.

pholksvagenis logo natsistur simbolikas მალავს თუ არა ფოლკსვაგენის ლოგო ნაცისტურ სიმბოლიკას?

ვიდეო პროგრამულად არის დამუშავებული. სინამდვილეში, ფოლკსვაგენის ლოგოზე, მისი დატრიალებისას, სვასტიკის ნიშანი არ ჩნდება.

ინფორმაცია და ვიდეო თითქოს ვოლკსვაგენის ლოგოზე სწრაფად დატრიალებისას სვასტიკის ნიშანი ჩნდება, არახალია. ის 15 წელზე მეტია რაც ინტერნეტსივრცეში გაჩნდა, რამაც საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია და არაერთმა პიროვნებამ თავად გადაამოწმა. შედეგად, გამოჩნდა ბევრი ვიდეო, სადაც ხალხი ავტომობილის ლოგოს სხვადასხვა სიჩქარითა და მიმართულებით ატრიალებს და არც ერთ შემთხვევაში სვასტიკის ნიშანი არ ჩნდება.

pholksvagenis logo natsistur simbolikas1 მალავს თუ არა ფოლკსვაგენის ლოგო ნაცისტურ სიმბოლიკას?

ვიდეოს ავთენტურობა ასევე გადაამოწმა საერთაშორისო ასოციაცია Mimikama-მ, რომელიც ინტერნეტ თაღლითობის, ცრუ ინფორმაციების გავრცელებთან ბრძოლისა და კომპიუტერულ უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს. კვლევისას მათ შეანელეს ვიდეო 0.06 აჩქარებამდე და დაადგინეს, რომ ის პროგრამულად არის დამუშავებული და მასში სვასტიკის ლოგო არსაიდან, ხელოვნურად ჩნდება.

pholksvagenis logo natsistur simbolikas2 მალავს თუ არა ფოლკსვაგენის ლოგო ნაცისტურ სიმბოლიკას?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist