შესწორება

თუ ჩვენს მიერ ფეისბუკზე მონიჭებულ შეფასებას ეთანხმებით და გამოქვეყნებული მასალის შესწორება გსურთ:

  • არ წაშალოთ შეფასებული პოსტი! პოსტის წაშლა მის შესწორებას და/ან Facebook-ის მიერ დაწესებული შეზღუდვების მოხსნას  შეუძლებელს გახდის.
  • შესწორება გამოქვეყნებული მასალის ტიპის მიხედვით უნდა მოხდეს:

1. ფოტო/ვიდეო მასალის შესწორება.

  • თუ მცდარი ინფორმაცია ფოტო ან ვიდეო პოსტის სახით გაავრცელეთ, Facebook-ზე ფოტოს/ვიდეოს აღწერაში მკაფიოდ მიუთითეთ შესწორება და ასევე, გარკვევით განმარტეთ პოსტში შეტანილი ცვლილებები, რათა მკითხველმა ფოტოს/ვიდეოს შესახებ ზუსტი ინფორმაცია მიიღოს. ამისათვის შეგიძლიათ პოსტს განახლებული ინფორმაციის შესახებ დამატებითი ბმულები, მათ შორის გადამოწმებული სტატიის, დაურთოთ.

2. საავტორო ტექსტის (text-only post) შესწორება

  • თუ მცდარი ინფორმაცია მხოლოდ ტექსტური პოსტის (text-only post) სახით გაავრცელეთ, ის სწორი ინფორმაციით ჩაანაცვლეთ, ხოლო დასაწყისში მიუთითეთ,  რომ პოსტში ცვლილებები (განახლება) განხორციელდა. ასევე, გარკვევით განმარტეთ შეტანილი ცვლილებები. შეგიძლიათ პოსტს განახლებული ინფორმაციის შესახებ დამატებითი ბმულები, მათ შორის გადამოწმებული სტატიის, დაურთოთ.

3. ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატიის შესწორება – Facebook-ზე გაზიარებული მასალის შესწორებისთვის, რომელიც თავდაპირველად თქვენს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, შემდეგი ცვლილებები განახორციელეთ:

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის დასაწყისში მიუთითეთ, რომ ტექსტის თავდაპირველი ვერსია არასწორ ინფორმაციას შეიცავდა და მკაფიოდ განმარტეთ შეტანილი ცვლილებები და უზუსტობები.
  • შეასწორეთ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატიის სათაური ისე, რომ მასში არასწორი ინფორმაცია აღარ იკითხებოდეს და სათაურშივე მიუთითეთ, რომ სტატია შესწორებულია – სიტყვით „შესწორებულია“.
  • Facebook-პოსტში განთავსებულ სათაურშიც მკაფიოდ მიუთითეთ შესწორება. ასევე, გარკვევით განმარტეთ პოსტში შეტანილი ცვლილებები.

  • შესწორების მოთხოვნა შეგიძლიათ ასევე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: [email protected] ელექტრონული ფოსტით გადმოგზავნილ წერილობით მოთხოვნაში, მიუთითეთ ყველა ის ველი, რომელიც აპლიკაციაშია მითითებული.
  • მას შემდეგ, რაც მასალის თავდაპირველ ვერსიაში შესწორებას შეიტანთ, შეავსეთ „მითების დეტექტორის“ შესწორების ონლაინ აპლიკაცია და გვაცნობეთ შეტანილი ცვლილებების შესახებ. ჩვენ გადავხედავთ თქვენს შესწორებას და იმ შემთხვევაში, თუ ის სრულყოფილადაა შესრულებული, რაც მკითხველს დაშვებული შეცდომის და სწორი ფაქტების შესახებ ინფორმაციას აწვდის, Facebook-ის პლატფორმაზე თქვენი კონტენტისათვის მინიჭებულ შეფასებას შევცვლით, რის შესახებაც პირადად გეცნობებათ.

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist