თბილისი თუ ბარსელონა – სად არის გადაღებული კადრები, რომელსაც თბილისის საპროტესტო აქციებს უკავშირებენ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

საპროტესტო
161
VIEWS

1 მაისს ფეისბუქ-გვერდმა “სექსუალური მცენარეული პროდუქტები მამაკაცებისთვის და ქალებისთვის” და ფეისბუქ-მომხმარებელმა David Tordia გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ შენობის აივანზე მყოფი ქალი მაისურს იწევს და შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი ხალხისკენ იხედება. პოსტების აღწერაში ვკითხულობთ: “აქციაზე ხალხს ამხნევებს”. კომენტარებში წერენ, რომ ვიდეო თბილისში ე.წ აგენტების კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზეა გადაღებული.

Screenshot 2024 05 02 at 1.37.27 PM თბილისი თუ ბარსელონა - სად არის გადაღებული კადრები, რომელსაც თბილისის საპროტესტო აქციებს უკავშირებენ

ვიდეო, რომელიც თითქოს საპროტესტო აქციაზეა გადაღებული, მანიპულაციურად ვრცელდება. რეალურად, კადრები ინტერნეტში 2023 წლიდან იძებნება და არა საქართველოში მიმდინარე ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციებს, არამედ ბარსელონაში მდებარე წმინდა იაკობის მოედანს ასახავს.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო საქართველოში ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებს არ ასახავს. Yandex და Google Image Search-ის გამოყენებით მიღებული შედეგის მიხედვით, კადრები 2023 წელს სხვადასხვა პლატფორმაზე იყო გავრცელებული (1;2;3;4).  

Screenshot 2024 05 02 at 1.41.17 PM თბილისი თუ ბარსელონა - სად არის გადაღებული კადრები, რომელსაც თბილისის საპროტესტო აქციებს უკავშირებენ
წყარო: Youtube

გავრცელებული კადრები ბარსელონაშია გადაღებული

“მითების დეტექტორმა” გავრცელებული კადრები გეოლოკაციით გადაამოწმა. კადრებში ორ შენობას და მოედანზე შეკრებილ ხალხს ვხედავთ.  ერთ-ერთი შენობის პირველ სართულზე დაწესებულების სახელი ჩანს, რომელიც ვიდეოს ხარისხის გამო არ იკითხება.   

Screenshot 2024 05 02 at 1.42.55 PM თბილისი თუ ბარსელონა - სად არის გადაღებული კადრები, რომელსაც თბილისის საპროტესტო აქციებს უკავშირებენ

აღნიშნული შენობის ძებნისას სოციალურ ქსელში ვხვდებით ფოტოს, რომელზეც იგივე შენობაა ასახული. აღნიშნულ ფოტოზე გამოსახული შენობის პირველ სართულზე გარკვევით ჩანს იმ დაწესებულების სახელი, რომელიც ვიდეოში დაბალი ხარისხის გამო არ იკითხებოდა, ობიექტზე “Pans” აწერია.

Screenshot 2024 05 02 at 1.48.33 PM თბილისი თუ ბარსელონა - სად არის გადაღებული კადრები, რომელსაც თბილისის საპროტესტო აქციებს უკავშირებენ

Pans & Company რესტორანია, რომელსაც ბარსელონაში რამდენიმე ფილიალი აქვს. Google Maps-ის დახმარებით ვადგენთ, რომ ვიდეოში ჩანს ფილიალი, რომელიც წმინდა იაკობის მოედანზე  (Saint James’s Square) მდებარეობს

Screenshot 2024 05 02 at 1.50.07 PM თბილისი თუ ბარსელონა - სად არის გადაღებული კადრები, რომელსაც თბილისის საპროტესტო აქციებს უკავშირებენ
წყარო: Google Maps

შესაბამისად, კადრები საქართველოში მიმდინარე ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციასთან არ არის დაკავშირებული. ვიდეო არა თბილისში, არამედ ბარსელონაში მდებარე წმინდა იაკობის მოედანზეა გადაღებული. უშუალოდ რა მოვლენასთან დაკავშირებითაა ხალხი მოედანზე შეკრებილი, ღია წყაროებში არ იძებნება.

ვინ არის კადრებში გამოსახული ქალი?

გავრცელებულ კადრებში ქალი ჩანს, რომელიც მაისურს იწევს და შეკრებილი ხალხისკენ ტრიალდება. როგორც ერთ-ერთ სტატიაში ვკითხულობთ, ის ამერიკელი ფოტომოდელი Sophia Vay არის. ამავე წყაროს ცნობით, მოდელმა ვიდეო თვითონ გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის (02.05.2024) Instagram-ზე Sophia Vay-ს ოფიციალური გვერდი გაუქმებულია და არც TikTok-ზე იძებნება.

წყაროს შესახებ  

“მითების დეტექტორს” ფეისბუქ-მომხმარებელ David Tordia-ს მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია წარსულშიც აქვს გადამოწმებული. მომხმარებელი ძირითადად ანტიოპოზიციური და ჰომოფობიური შინაარსის მასალას ავრცელებს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist