14 მაისსს ფეისბუკის რუსულენოვან ანგარიშზე გამოცემა The Economist-ის გარეკანი გავრცელდა, რომელზეც რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუა გამოსახული. პოსტის თანდართული ტექსტის მიხედვით, The Economist-მა აღწერა გადამწყვეტი მოვლენები უახლოეს თვეებში,რომელიც უკრაინაში “სამხედრო ოპერაციას” წერტილს დაუსვამს.
გავრცელებული გარეკანი გაყალბებულია. The Economist – ის არც მიმდინარე და არც საარქივო ნომრებში მსგავსი გარეკანი არ იძებნება.
The Economist -ის გარეკანი, რომელზეც სერგეი შოიგუა გამოსახული, პროგრამულადაა დამუშავებული. აღნიშნული გარეკანი არც გამოცემის ოფიციალურ გვერდზე და არც სოციალური მედიის ანგარიშებზე (X-ზე, Facebook, Instagram) არ იძებნება.
უახლესი ნომერი 11 მაისს გამოიცა და მას განსხვავებული ვიზუალი აქვს.
13 მაისს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა სამთავრობო ცვლილებები განახორციელა და თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა სერგეი შოიგუ . იგი რუსეთის მთავრობის ყოფილმა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ანდრეი ბელოუსოვმა შეცვალა.
წყაროს შესახებ:
ფეისბუკ-ანგარიშს Георгий Кушиташвили დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.