11 მაისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, წარწერით “ევროჯოჯოხეთი 2024.” ფოტოზე ევროვიზიის ბანერის ფონზე მდგარი 5 ტატუებიანი და გრძელთმიანი ადამიანია აღბეჭდილი. ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულის შესახებ ინფორმაციასთან ერთად ფოტო ხარაგაულის კულტურის და ხელოვნების ცენტრის დირექტორის მოადგილე სპარტაკ ლაცაბიძემ 12 მაისს შემდეგი წარწერით გამოაქვეყნა: “ხალხო ეს თუ წინსვლაა მაშინ მე დავრჩები ჩამორჩენილებში!” მსგავსი პოსტი ფეისბუქ ჩგუფში ჩემი გორი, ასევე სხვა ანგარიშების მიერ (1, 2).
გავრცელებული ფოტო რეალური არ არის და ხელოვნური ინტელექტის პროგრამის მიერა შექმნილი.
გავრცელებული ფოტო ხელოვნური ინტელექტის მიერ პროგრამულადაა გენერირებული. ფოტოზე დაკვირვების შედეგად სხვადასხვა ვიზუალური ხარვეზი ადვილი შესამჩნევია.
მაგალითად, მასზე გამოსახული ხელები და თითები არარეალური და ერთმანეთში შეზრდილია. ამასთანავე, ბანერზე დატანილი წარწერები გაურკვეველი და დაუსრულებელია.
ფოტო მემარჯვენე იტალიური მედიაპლატფორმის Radio Genoa-ს X-ის ანგარიშზე 11 მაისს გამოქვეყნდა წარწერით: “ევროვიზია 2025 წლის გამარჯვებულები,” რაც ფოტოს არარეალურობას და ჰიპოთეტურ ხასიათს ასევე ადასტურბს.
მას შემდეგ ფოტო სოციალურ ქსელებში ფართოდ გავრცელდა.
ევროვიზია 2024 შვედეთის ქალაქ მალმეში 11 მაისს დასრულდა. სიმღერის კონკურში წელს შვეიცარიელმა მომღერალმა Nemo-მ გაიმარჯვა.
წყაროს შესახებ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვებ-საიტის მიხედვით, სპარტაკ მოლაშვილი ხარაგაულის ა(ა)იპ ” კულტურისა და ხელოვნების ცენტრი”-ს დირექტორის მოადგილეა. მოადგილედ დანიშვნამდე კი 2013 წლიდან მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლად მუშაობდა.
TV პირველის ინფორმაციით, ლაცაბიძე ერთ-ერთი იყო იმ საჯარო მოხელეებს შორის, ვინც 2022 წლის 6 ოქტომბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ლევან ხაბეიშვილს, თავს დაესხა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.