თბილისის საპროტესტო აქციებზე ჰომოფობიური შინაარსის ფოტომანიპულაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

316
VIEWS

2 მაისის ღამეს გმირთა მოედანზე ე.წ აგენტების კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის პარალელურად ფეისბუკზე გავრცელდა ორი ჩაფხუტიანი ადამიანის კოცნის ამსახველი ფოტო. რამდენიმე ანგარიში წერდა, რომ ფოტოზე ერთმანეთს გეი წყვილი კოცნიდა და აქცია ლგბტქ+ პროპაგანდას უკავშირდებოდა. მოგვიანებით ანგარიშებმა, რომლებიც წერდნენ, რომ ფოტოზე ორი მამრობითი სქესის ადამიანი იყო ასახული, პოსტები წაშალეს.

thbilisis saprotesto aqtsiebze homophobiuri shinaarsis photomanipulatsia vrtseldeba თბილისის საპროტესტო აქციებზე ჰომოფობიური შინაარსის ფოტომანიპულაცია ვრცელდება

მტკიცება, თითქოს გავრცელებულ ფოტოზე ერთმანეთს გეი წყვილი კოცნის, მცდარია. რეალურად, მასზე შეყვარებული ქალი და მამაკაცია ასახული, ფოტოს არასწორი აღწერით გაზიარებას თავად ფოტოგრაფი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფოტო მცდარი აღწერით ვრცელდებოდა. 

გავრცელებული ფოტოს ავტორი ელენე მამულაიშვილია. ის ფოტოს არასწორი აღწერით გავრცელებას თავად გამოეხმაურა და დაწერა, რომ ფოტოზე ერთმანეთს გოგო და ბიჭი კოცნის. პოსტშივე მონიშნა ფოტოზე ასახული გოგონა თათუშა არველაძე. 

ხალხი აღელვებულა, როგორც ავტორმა მინდა მოგახსენოთ,  გოგოა,  გოგოოოოოო @tatusha arveladze ჩაფხუტი ახურავს უბრალოდ, რობოკოპების ეშინია,  გოგოებსაც სცემენ” – დაწერა ელენე მამულაიშვილმა.

thbilisis saprotesto aqtsiebze homophobiuri shinaarsis photomanipulatsia vrtseldeba1 თბილისის საპროტესტო აქციებზე ჰომოფობიური შინაარსის ფოტომანიპულაცია ვრცელდება

თათუშა არველაძემ “მითების დეტექტორს” ელენე მამულაიშვილის მიერ ადგილზე გადაღებული კიდევ ერთი ფოტო მიაწოდა, სადაც მისი სახე უფრო გარკვევით ჩანს.

thbilisis saprotesto aqtsiebze homophobiuri shinaarsis photomanipulatsia vrtseldeba2 თბილისის საპროტესტო აქციებზე ჰომოფობიური შინაარსის ფოტომანიპულაცია ვრცელდება
ფოტო: ელენე მამულაიშვილი

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონის საწინააღმდეგო აქციები თბილისში 15 აპრილიდან ყოველდღიურად იმართება, მოქალაქეები კანონის გაწვევას ითხოვენ. კანონის საწინააღმდეგო პროტესტის დისკრედიტაციის მიზნით სოციალურ ქსელებში გავრცელებული ჰომოფობიური შინაარსის ვიზუალური მანიპულაციები “მითების დეტექტორმა” უკვე გადაამოწმა:

წყაროების შესახებ

სოციალური ქსელის ანგარიში Zaza Kevlishvili “ქართული ოცნების” მხარდამჭერ და ანტიოპოზიციურ პოსტებს ხშირად აზიარებს. ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის საწინააღმდეგოდ გამართული აქციების დისკრედიტაციისკენ მიმართულ პოსტებს ავრცელებს. Zaza Kevlishvili-ს მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:

,,ცელიანი ზაური” ანონიმური ფეისბუქ ანგარიშია, რომელიც, ძირითადად, ანტიდასავლური შინაარსის ინფორმაციას ავრცელებს, ასევე ადგილობრივი აქტივისტებისა და ჟურნალისტების დისკრედიტაციას ცდილობს. ფეისბუქ ანგარიში 2023 წელს სოციალურ ქსელში ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაშიც მონაწილეობდა, მიმდინარე აქციების შესახებ მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist