POSTV ურსულა ფონ დერ ლაიენის ციტატას მანიპულაციურად ავრცელებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

112
VIEWS

1 მაისს სამთავრობო პროპაგანდისტული მედია PosTV-ის ერთ-ერთმა ფეისბუქ გვერდმა, “POSTV – ანალიტიკამ” გამოაქვეყნა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ციტატა: “ვგმობ თბილისის ქუჩებში ძალადობას”. პოსტის აღწერის მიხედვით, ლაიენმა “თბილისის ქუჩებში რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ძალადობა” დაგმო.

POSTV ursula phon der laienis tsitatas manipulatsiurad avrtselebs POSTV ურსულა ფონ დერ ლაიენის ციტატას მანიპულაციურად ავრცელებს

,,POSTV – ანალიტიკა” ურსულა ფონ დერ ლაიენის ციტატას მანიპულაციურად ავრცელებს. ევროკომისიის პრეზიდენტი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს 1-ელ მაისს გამოეხმაურა, თუმცა ოფიციალურ განცხადებაში არ წერია, რომ ის ოპოზიციის მხრიდან ძალადობას გმობს. 

1-ელ მაისს საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოეხმაურა. ოფიციალური განცხადება ევროკომისიის ვებსაიტზე გამოქვეყნდა. ლაიენის თქმით, ის თვალს ადევნებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და “გმობს ძალადობას თბილისის ქუჩებში”. ლაიენი გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ “საქართველო გზაჯვარედინზეა” და ქვეყანა “ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს”. ევროკომისიის პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ ,,ქართველი ხალხი დემოკრატიისადმი ძლიერ ერთგულებას გამოხატავს.”  ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ქართული ოპოზიცია არ არის ნახსენები და ლაიენის განცხადება “POSTV – ანალიტიკამ” არასწორი ინტერპრეტაციით წარმოაჩინა.

POSTV ursula phon der laienis tsitatas manipulatsiurad avrtselebs1 POSTV ურსულა ფონ დერ ლაიენის ციტატას მანიპულაციურად ავრცელებს
წყარო: ურსულა ფონ დერ ლაიენის პოსტი X-ზე

“ღრმა შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში. საქართველოს მოქალაქეები დემოკრატიისადმი ძლიერ ერთგულებას გამოხატავენ. საქართველოს მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს ეს მკაფიო გზავნილი. ევროკავშირმა ასევე მკაფიოდ გამოხატა თავისი შეშფოთება ,,უცხოური გავლენის” კანონთან დაკავშირებით.  ქართველებს თავისი ქვეყნისათვის ევროპული მომავალი სურთ. ამ მისწრაფების აღიარებით, დეკემბერში ევროსაბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა და დასახეს მკაფიო გზა გაწევრიანების მოლაპარაკებების გასახსნელად.  მოველით, რომ საქართველოს მთავრობა დაუყოვნებლივ იმოქმედებს იმ ზომების მისაღებად, რომელიც, როგორც კანდიდატმა ქვეყანამ, იკისრა. საქართველო გზაჯვარედინზეა. ის ევროპისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს”. – აღნიშნავს ევროკომისიის პრეზიდენტი სრულ განცხადებაში, სადაც ასევე არ არის ნახსენები ოპოზიციური პარტიები. 

ურსულა ფონ დერ ლაიენის გარდა, საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ ე.წ. აგენტების კანონსა და მიმდინარე პროტესტს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. მათ შორის, ევროპული საბჭოს პრეზინდენტმა, შარლ მიშელმა თქვა, რომ ინიცირებული კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა 30 აპრილს, საპროტესტო აქციის დარბევის პარალელურად X-ზე დაწერა, რომ “მკაცრად გმობს თბილისში აქციის მონაწილეებზე ძალადობას”.

არქივის ბმული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist