უქმდება თუ არა უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ეკლესიის მიერ ჩატარებული ნათლობა?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

492
VIEWS

5-7 დეკემბერს რუსულენოვანი (1,2,3,4,5) და ქართულენოვანი (1,2,3,4,5,6,7,8) ფეისბუქ ანგარიშები, მათ შორის სახელისუფლებო ექსპერტი სოსო მანჯავიძე, ასევე გვერდი Global Orthodox Россия ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ უკრაინელებს, რომლებიც წარსულში “უკრაინის მართლმადიდებელმა  ეკლესიამ” (Українська православна церква – УПЦ) მონათლა, ხელმეორედ მოუწევთ მონათვლა “უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში” (Православна церква України – ПЦУ). ფეისბუქ ანგარიშები ნაწილი ინფორმაციას განცხადების ფოტოსთან ერთად ავრცელებდა, რომელზეც უკრაინულ ენაზე მითითებულია, რომ ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, УПЦ-ს მიერ ჩატარებული ნათლობები გაუქმებულია და შესაძლებელია ჩაწერა ხელახალი ნათლობისთვის ПЦУ-ს მღვდლებთან. გავრცელებული პოსტების მიხედვით, აღნიშნული განცხადება უკრაინულ ეკლესიებში იყო გამოკრული. იდენტური ინფორმაცია რუსულმა მედიასაშუალებებმაც  Газета.ru და Военное обозрение გაავრცელეს.

11 უქმდება თუ არა უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ეკლესიის მიერ ჩატარებული ნათლობა?az უქმდება თუ არა უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ეკლესიის მიერ ჩატარებული ნათლობა? ინფორმაცია, რომ “უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია” უკრაინელების ხელახალ ნათლობას ითხოვს, მცდარია. Stopfake-თან გაკეთებულ კომენტარში, ეკლესიის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ მსგავსი პრაქტიკა ეკლესიის მიერ დაშვებული არაა და არ ხორციელდება. 

ცნობები, რომ “უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ” (ПЦУ) პირებს, რომლებიც უკვე მონათლულები არიან მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული “უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის” (УПЦ) მიერ, ხელახალი ნათლობა მოსთხოვა, უკრაინული ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია Stopfake-მა გადაამოწმა. ორგანიზაციასთან კომენტარში, ПЦУ-ს პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ მსგავსი განცხადება ეკლესიას არ გამოუცია. ეკლესიის კომენტარში ასევე აღნიშნულია, რომ განმეორებითი ნათლობა ცოდვად ითვლება, რადგან ის ადამიანის სულიერ დაბადებას წარმოადგენს, ადამიანი კი ერთხელ იბადება

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რუსეთთან დაკავშირებული УПЦ-ს მრევლის ნაწილი ПЦУ-ს შეუერთდა. მაისში УПЦ-მ რუსეთისგან “სრული დამოუკიდებლობა” გამოაცხადა. ბოლოს ეკლესია ყურადღების ცენტრში დეკემბრის დასაწყისიდან მას შემდეგ მოექცა, რაც უკრაინის ხელისუფლებამ სასულიერო პირების რუსეთთან შესაძლო კავშირების მოკვლევა დაიწყო. 

1 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკსიმ საკუთარ მიმართვაში უკრაინის სულიერი დამოუკიდებლობის შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრა და საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება დააანონსა, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთთან აფილირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას შეზღუდავს. 

სხვადასხვა დროს უკრაინის სპეციალურმა სამსახურებმა რამდენიმე ეპარქიაში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად რუსული პასპორტები და რუსული ვალუტა აღმოაჩინეს

აღსანიშნავია ისიც, რომ 2021 წელს უკრაინული მედიასაშუალებები (1,2) იუწყებოდნენ, რომ ხელახალი ნათლობის მოწოდება რუსი სასულიერო პირების მხრიდან ჟღერდებოდა იმ უკრაინელების მიმართ, რომლებიც წარსულში ПЦУ-მ მონათლა. მსგავსი რეკომენდაცია მოსკოვის საპატრიარქოს ერთ-ერთმა მეტროპოლიტმა 2020 წელსაც გასცა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: რელიგია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist