რას წერს WSJ-ი ზელენსკიზე და რით მანიპულირებს “მარშალპრესი” და РИА Новости?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

2.3k
VIEWS

2-3 აპრილს ქართულ და რუსულენოვან მედიაში Wall Street Journal-ზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზელენსკის რუსეთთან ომის თავიდან აცილება შეეძლო, თუმცა უარი განაცხადა. რუსულმა სამთავრობო მედიამ РИА Новости გამოაქვეყნა სტატია სათაურით “WSJ: ზელენსკიმ რუსეთთან ომის თავიდან არიდებაზე შოლცის შემოთავაზებაზე უარი განაცხადა”, ხოლო სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის გამოცემა “მარშალპრესმა” გამოაქვეყნა სტატია სათაურით “უოლ სტრიტ ჯორნალი“ – ვოლოდიმირ ზელენსკის კონფლიქტის თავიდან აცილება შეეძლო, თუმცა მას ეს არ სურდა – მას აფრთხილებდნენ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები”.

მსგავსი ინფორმაცია გავრცელა ხელისუფლების (Bidzina Ivanishvili for Georgia, Mancho Giorgobiani) და ალტ-ინფოს (კონსერვატორი ქალები) მხარდამჭერმა ფეისბუქ ანგარიშებმაც.

მტკიცება, თითქოს Тhe Wall Street Journal-ი თანახმად,ზელენსკის რუსეთთან ომის თავიდან აცილება შეეძლო, მაგრამ ამის სურვილი არ ჰქონდა, მცდარია. “მარშალპრესის” და РИА Новости-ს სტატიების სათაურში გამოტანილი ფორმულირება Тhe Wall Street Journal-ში არ გვხვდება და ის სტატიის იმ პასაჟით მანიპილურებს, რომელიც შოლცის და ზელენსკის საუბარს უკავშირდება.

“მარშალპრესი” და РИА Новости ეყრდნობიან Тhe Wall Street Journal-ში პირველ აპრილს გამოქვეყნებულ სტატიას, სათაურით “ვლადიმირ პუტინის 20-წლიანი მარში უკრაინაში ომამდე და როგორ ცუდად გაართვა მას თავი დასავლეთმა”. ინგლისურენოვან გამოცემაში არსად გვხვდება მტკიცება, რომელსაც  “მარშალპრესის” ან  РИА Новости-ს სათაურებში ვხვდებით, ასევე გამოტანილია ფეისბუქ გვერდის Bidzina Ivanishvili for Georgia-ს ქარდზე:

მარშალპრესი РИА Новости Bidzina Ivanishvili for Georgia
“უოლ სტრიტ ჯორნალი“ – ვოლოდიმირ ზელენსკის კონფლიქტის თავიდან აცილება შეეძლო, თუმცა მას ეს არ სურდა – მას აფრთხილებდნენ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები”. WSJ: Зеленский отверг предложение Шольца избежать конфликт с Россией

“WSJ: ზელენსკიმ რუსეთთან ომის თავიდან არიდებაზე შოლცის შემოთავაზებაზე უარი განაცხადა”

Screenshot 35 რას წერს WSJ-ი ზელენსკიზე და რით მანიპულირებს “მარშალპრესი” და РИА Новости?

როგორც ქართულენოვანი, ასევე რუსულენოვანი გამოცემები მანიპულირებენ Тhe Wall Street Journal-ის სტატიის იმ პასაჟით, რომელიც 19 თებერვალს მიუნხენში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის საუბარს შეეხება. ქვემოთ მოცემული ფრაგმენტი Тhe Wall Street Journal-იდან სწორედ ამ პასაჟს ასახავს და არ შეესაბამება მტკიცებას, რომელიც “მარშალპრესის” და РИА Новости-ის სათაურებშია გამოტანილი, ასევე Bidzina Ivanishvili for Georgia-ს ქარდზე გვხვდება:

WSJ თარგმანი
“Mr. Scholz made one last push for a settlement between Moscow and Kyiv. He told Mr. Zelensky in Munich on Feb. 19 that Ukraine should renounce its NATO aspirations and declare neutrality as part of a wider European security deal between the West and Russia. The pact would be signed by Mr. Putin and Mr. Biden, who would jointly guarantee Ukraine’s security.

Mr. Zelensky said Mr. Putin couldn’t be trusted to uphold such an agreement and that most Ukrainians wanted to join NATO. His answer left German officials worried that the chances of peace were fading. Aides to Mr. Scholz believed Mr. Putin would maintain his military pressure on Ukraine’s borders to strangle its economy and then eventually move to occupy the country.”

“შოლცს მოსკოვსა და კიევს შორის [ურთიერთობის] მოგვარების ბოლო მცდელობა ჰქონდა. 19 თებერვალს მიუნხენში შოლცმა ზელენსკის უთხრა, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის ევროპულ უსაფრთხოებაზე უფრო ფართო შეთანხმების ფარგლებში უკრაინას უარი უნდა ეთქვა ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებაზე და ნეიტრალიტეტი გამოეცხადებინა. შეთანხმებას ხელს მოაწერდნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომლებიც ერთობლივად იქნებოდნენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტორები.

ზელენსკიმ თქვა, რომ ასეთი ხელშეკრულების დაცვის საკითხში პუტინის ნდობა არ შეიძლებოდა და რომ უკრაინელების უმეტესობას ნატო-ში გაწევრიანება სურდა. მისი პასუხის შემდეგ გერმანელი ოფიციალური პირები შეშფოთებულები იყვნენ, რომ მშვიდობის შესაძლებლობა მცირდებოდა. შოლცის თანაშემწეებს სჯეროდათ, რომ პუტინი უკრაინის ეკონომიკის მოსახრჩობად მის [უკრაინის] საზღვრებთან სამხედრო წნეხს შეინარჩუნებდა და საბოლოოდ ქვეყნის ოკუპაციისკენ გადადგამდა ნაბიჯს.”

როგორც ზემოთ მოყვანილი პასაჟიდან ჩანს, ამერიკული გამოცემა არ წერს, რომ ზელენსკის კონფლიქტის თავიდან აცილება შეეძლო, თუმცა არ სურდა და რომ მას ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები აფრთხილებდნენ. Bidzina Ivanishvili for Georgia-ს მიერ გამოქვეყნებულ პოსტში წარმოდგენილი ინფორმაცია, რომ “ზელენსკის შეეძლო თავიდან აეცილებინა კონფლიქტი რუსეთის ფედერაციასთან, მაგრამ არ მოისურვა” იმეორებს “მარშალპრესის” სათაურში გამოტანილ აზრს და ზუსტად არ ასახავს The Wall Street Journal-ის მიერ გადმოცემულ ინფორმაციას.

რაც შეეხება РИА Новости-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, მისი სათაურის ფორმულირება “WSJ: ზელენსკიმ რუსეთთან ომის თავიდან არიდებაზე შოლცის შემოთავაზებაზე უარი განაცხადა” ასევე არ გვხვდება Тhe Wall Street Journal-ში. გარდა ამისა, РИА Новости-ი არასრულად ციტირებს Тhe Wall Street Journal-ის იმ პასაჯს, რომელშიც შოლცის და ზელენსკის საუბარია აღწერილი. РИА Новости-სტატიაში გამოტოვებულია ზელენსკის პასუხის ის ნაწილი, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებული შეთანხმების დაცვის საკითხში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ნდობა არ შეიძლება.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია, ნატო, რუსეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

მარშ
მარშალპრესი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist