მარშალპრესი

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

მარშალპრესი
934
VIEWS

ინტერნეტ-პორტალი მარშალპრესი მედია სივრცეში 2015 წლის 18 თებერვალს გამოჩნდა. Marshallpress.ge-ს შპს მარშალპრეს.ჯი გამოსცემს, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი 2015 წლის 6 მაისის მონაცემებით, ინფო 9-ის ყოფილი ჟურნალისტი ოთარ სტეფანიშვილი იყო. 2015 წლის 24 ნოემბერს განხორციელებული ცვლილებების შედეგად კი ოთარ სტეფანიშვილთან (49%) ერთად მფლობელთა შორის ლუკა ანთიძეც (51%) ფი- გურირებს.

მარშალ პრესის პრესკლუბში პრესკონფერენციებს პრორუსული და ანტიდასავლური პოლიტიკის მომხრე ისეთი პირები ატარებენ, როგორიც არის პარტია „ნეიტრალური ევრაზიული საქართველოს“ ლიდერი არჩილ ჭყოიძე, პოლიტოლოგი და მედია-კავშირ „ობიექტივის“ მუდმივი რესპონდენტი ჰამლეტ ჭიპაშვილი.

2016 წელს მარშალპრესზე რედაქციის მხრიდან 7 სიძულვილის ენის შემცველი მასალა გამოქვეყნდა, ასევე ფართოდ ხდებოდა იმ რესპონდნეტთა მოსაზრებების ტირაჟირება, ვინც სიძულვილის ენით გამოირჩევა. რედაქცია არ ემიჯნებოდა სიძულვილის ენის შემცველ მასალებს და უკომენტაროდ ავრცელებდა მათ. ჰომოფობიურ ფოტომანიპულაციასთან ერთად, გამოვლინდა შემთხვევები, როცა რედაქციას ჰომოფობიური შეფასებები მასალის სათაურში გამოჰქონდა, რითაც მის შინაარსს იზიარებდა.

წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist