გარდაცვლილი ოპერატორის შესახებ ყალბი ინფორმაცია ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა აქტორებმა კოორდინირებულად გაავრცელეს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

93
VIEWS

22 ივლისს “მითების დეტექტორმა” ტვ “პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას შესახებ ყალბი ინფორმაცია გამოავლინა. ინფორმაციას, თითქოს ტელეკომპანია ფორმულამ ლექსო ლაშქარავას ფოტო გააყალბა და მას სახეზე დაზიანებები ფოტოშოპით დაუმატა, ერთი მხრივ, სახელისუფლებო მედია “მარშალპრესი”, “პოსტვ” და სახელისუფლებო ფეისბუქ გვერდები, ხოლო მეორე მხრივ კრემლთან დაკავშირებული ლევან ვასაძის ექსტრემისტული პარტია “ერის” მედია პლატფორმა ალტ-ინფო, ასევე ანტი-ლიბერალური “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი გიორგი გიგაური ავრცელებდა.

ფეისბუკზე ამ დეზინფორმაციის ყალბად მონიშვნის შემდეგ “მითების დეტექტორმა” მასალის გავრცელების კოორდინირებული სქემა შეისწავლა.

;
ინფორმაცია, თითქოს “ფორმულამ” ლექსო ლაშქარავას ფოტო გააყალბა, პირველად სახელისუფლებო ონლაინ სააგენტომ “მარშალპრესი” 21 ივლისს, 1:32 საათზე გაავრცელა.

1
ფეისბუქის ანალიტიკური ხელსაწყო Crowdtangle-ის მონაცემებით, სტატია “მარშალპრესის” გენერალურმა დირექტორმა ოთო სტეფანიშვილმა და სახელისუფლებო ექსპერტმა გია აბაშიძემ 23 საჯარო ფეისბუქ ჯგუფში გადააზიარეს.

;;

“მარშალპრესის” სტატია ასევე გამოაქვეყნეს პროსახელისუფლებო ფეისბუქ გვერდებმა “სექტა”, “სირცხვილის კორიდორი” და “ლიდერი 41”.
;
“მარშალპრესის” სტატიის კოორდინირებული გავრცელების შემდეგ, ლექსო ლაშქარავას ორი ფოტო პოსტის სახით “საინფორმაციო ბლოგმა” 21 ივლისს 3:16 საათზე გამოაქვეყნა.
5
იმავე ინფორმაცია “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტმა გიორგი გიგაურმა 4 საათზე გაავრცელა, რაც შეეხება ალტ-ინფოს და პოსტვ-ს, “ფორმულას” მიერ ლაშქარავას ფოტოს გაყალბების შესახებ პოსტვ-ს გადაცემაში “სამნი&Co.” 21 ივლისს 22:30 საათზე ისაუბრეს, ხოლო “ალტ ინფომ” თავის იუთუბ გვერდზე “ალტ-ანალიტიკიდან” ნაწყვეტი 21 ივლისს, 19:45-ზე გააზიარა.

;;
7

მას შემდეგ, რაც გავრცელებული მასალა ფეისბუკზე მცდარ ინფორმაციად მოინიშნა, “მარშალპრესმა” სტატია წაშალა. ინფორმაცია წაშალეს სხვა სახელისუფლებო ფეისბუქ გვერდებმაც, ასევე “საინფორმაციო ბლოგმა” და პოსტვ-ს ფეისბუქ გვერდმა, რომელსაც გადაცემა “სამნი & Co” ჰქონდა გაზიარებული.

აღსანიშნავია, რომ ტვ პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დღეს, 11 ივლისს “მარშალპრესი” პირველი იყო, ვინც შსს-ს პირველ ბრიფინგამდე რამდენიმე საათით ადრე ლაშქარავს გარდაცვალება ნარკოტიკულ საშუალებებს დაუკავშირა. სოციალურ ქსელში ასევე ავრცელებდნენ ლექსო ლაშქარავას პერსონალურ ინფორმაციას, რაზეც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” პუბლიკაცია.


 

წყარო

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

ალტ-ინფო
ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობა

წყარო

post
პოს ტვ (POS TV)

წყარო

მარშ
მარშალპრესი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist