განახლება: ფარული ჩანაწერი სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედიების მსგავსად გააშუქა საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც როგორც ფეისბუქ გვერდზე, ასევე ვებ-გვერდზე (არქივის ბმული)
10 მაისს პროსახელისუფლებო ინტერნეტგამოცემა For.ge-მ და ტელეკომპანია “იმედმა” (1;2) გამოაქვეყნეს სტატიები და ფოტო, რომელიც For.ge-ს მიერ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერის მიხედვით არის მომზადებული. ტელეკომპანია “იმედის” მიერ გამოქვეყნებული ფოტოზე დატანილია აქტივისტი გიორგი მოსიაშვილის ციტატა: “ვაგროვებთ ადამიანებს, ვინც ყველაფერზე წამსვლელები არიან, ყველაფერზე, ადამიანის მოკვლაზე და ეგეთ რაღაცებზე”. ხოლო სტატიაში “იმედი” ამტკიცებს, რომ “მოსიაშვილი საუბრობს იმაზე, რომ აგროვებს ადამიანებს, რომლებიც ყველაფერზე წამსვლელები არიან, მათ შორის ადამიანის მოკვლაზე”. For.ge ციტირებს: “მაგისთვის ვაგროვებ მაგ ადამიანებს, ვინც, რავი ყველაფერზე წამსვლელები არიან, ადამიანის მოკვლაზე და ეგეთ რაღაცებზე… მთელ თბილისს დედა მოეტ***ება… იმ ათიათას კაცს 100 ათასი კაცი დაემატება, ეს უკვე რევოლუციაა…”
ტელეკომპანია იმედი და For.ge მცდარ ინფორმაციას აქვეყნებენ. რეალურად, ფარულ ჩანაწერში, რომლის ავთენტიკურობაც დადასტურებული არ არის, მოსაუბრე ადამიანების მოკვლისთვის ხალხის შეგროვებაზე არ საუბრობს. ჩანაწერის მოსმენით ვასკვნით, რომ ის “ყველაფერზე წამსვლელ” ადამიანებში “ადამიანის მოკვლას” არ გულისხმობს.
ტელეკომპანია “იმედი” და For.ge ეყრდნობიან “For.ge-ს მიერ მოპოვებულ ექსკლუზიურ აუდიოჩანაწერს”, რომელიც Youtube-ზე 10 მაისს არის გამოქვეყნებული და რომლის ავთენტიკურობაც დადასტურებული არაა. როგორც მედიასაშუალებები ამტკიცებენ, მოსაუბრე ამბობს, რომ “ყველაფერზე წამსვლელ” ადამიანებს აგროვებენ, მათ შორის, მათ, ვისაც მკვლელობის ჩადენა შეუძლია. თუმცა, ფარული აუდიოჩანაწერიდან მსმენელს გამოაქვს დასკვნა, რომ მოსაუბრე “ყველაფერზე წამსვლელებში” არ გულისხმობს მათ, ვინც ადამიანს მოკლავს ან მსგავს დანაშაულს ჩაიდენს.
სრული ციტატა |
“იმედისა” და For.ge-ს მიერ გავრცელებული ციტატა |
“მაგისთვის ვაგროვებთ ამ ადამიანებს, რო, რავი, აი დაუმორჩილებლობა, საბოტაჟი და დედის ტ*ვნა ამათი, რავი, რა… აი, მაგისთვის ვაგროვებთ ამ ადამიანებს, ვინც რავი, ყველაფერზე წამსვლელები არიან. ყველაფერზე რა, ადამიანის მოკვლაზე და ეგეთ რაღაცებზე (არ ისმის) … ხალხმა უნდა დაინახოს, რომ, აი, ვაფუჭებთ რაღაცებს, ვატრაკებთ, დედას ვუტ*ნავთ, ვაპიკეტებთ, რავი, საბოტაჟი, დაუმორჩილებლობა, რავი… ახლა ვაპირებთ, ახლა არა, ცოტა ხანში ვაპირებთ, გმირთა მოედანი გავჭედოთ, ესტაკადებზე ავიდეთ და იქ დავდგეთ.” | “ვაგროვებთ ადამიანებს, ვინც ყველაფერზე წამსვლელები არიან. ყველაფერზე, ადამიანის მოკვლაზე და ეგეთ რაღაცებზე” – იმედი
“მაგისთვის ვაგროვებ მაგ ადამიანებს, ვინც, რავი ყველაფერზე წამსვლელები არიან, ადამიანის მოკვლაზე და ეგეთ რაღაცებზე…” – For.ge |
მოსაუბრის ინტონაციის გათვალისწინებით, იმ ნაწილით, რომელშიც ის ამბობს: “ყველაფერზე რა, ადამიანის მოკვლაზე და ეგეთ რაღაცებზე…” მსმენელს გამოაქვს დასკვნა, რომ “ყველაფერში” ის არ გულისხმობს მათ, ვინც “ადამიანის მოკვლაზე და ეგეთ რაღაცებზე” წამსვლელია. სრული ციტატიდან კი შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ის ქუჩების გადაკეტვაზე, პიკეტირებასა და დაუმორჩილებლობაზე საუბრობს. შესაბამისად, ტელეკომპანია “იმედისა” და For.ge-ს მიერ გამოქვეყნებული ციტატა მცდარია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.