სამთავრობო მედიები “ოჯახის სიწმინდის დღიდან” TV პირველის ჩართვას მანიპულაციურად ავრცელებენ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

520
VIEWS

17 მაისს პროსამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიებმა  ,,იმედმა”, Newshub.ge-მა და ,,POSTV – ანალიტიკამ” ფეისბუქ გვერდზე გაავრცელეს ფოტო, რომელზეც ტელეკომპანია ,,პირველის” პირდაპირი ეთერის ფრაგმენტია ნაჩვენები. ჩართვა ე.წ. ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი შეკრებიდანაა. ფოტოზე ჩანს, რომ ტელეკომპანიამ ჩართვა დაასათაურა, როგორც ,,რადიკალების მსვლელობა რუსთაველზე” / ,,პრორუსების მსვლელობა რუსთაველზე”. სამთავრობო მედიები წერენ, რომ ოპოზიციური მედია პრორუსებად და რადიკალებად მოიხსენიებს ,,ოჯახის სიწმინდის დღესთან” დაკავშირებით შეკრებილებს.

პოსტის გამოქვეყნებიდან მალევე, ტელეკომოპანია ,,იმედმა” ის ჩაასწორა და ტელეკომპანია ,,პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის კომენტარი დაამატა, თუმცა ნიუსჰაბზე ის ჯერ კიდევ უცვლელად დევს.

Screenshot 2024 05 17 at 5.45.27 PM სამთავრობო მედიები “ოჯახის სიწმინდის დღიდან” TV პირველის ჩართვას მანიპულაციურად ავრცელებენ Screenshot 2024 05 17 at 5.45.53 PM სამთავრობო მედიები “ოჯახის სიწმინდის დღიდან” TV პირველის ჩართვას მანიპულაციურად ავრცელებენ

ფოტოებზე გაკეთებული წარწერა მანიპულაციურია. 17 მაისის შეკრების პარალელურად, ტელეკომპანია ,,პირველის” პირდაპირ ეთერში არაერთი ჩართვა იყო. ერთ-ერთი მათგანი პრორუსული გაერთიანების, ,,კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფოს” წევრების მსვლელობას ასახავდა და აღნიშნული დასათაურებაც სწორედ მათ მიემართებოდა.

17 მაისს, ე.წ. ოჯახის სიწმინდის დღეს, ტელეკომპანია ,,პირველის” პირველ საათიან საინფორმაციო გამოშვებაში მიმდინარე შეკრებიდან რამდენიმე პირდაპირი ჩართვა იყო. პირველ ჩართვაში (8:20) ტელევიზიამ პორუსული მოძრაობა ,,ალტ-ინფოს” წევრების მსვლელობა გააშუქა, პირდაპირი ჩართვა კი შემდეგნაირი აღწერით მიმდინარეობდა: ,,რადიკალების მსვლელობა რუსთაველზე” / ,,პრორუსების მსვლელობა რუსთაველზე”. ჟურნალისტ სოფო ნიაურის ჩართვის დასრულებისთანავე, ,,პირველის” ეთერში მეორე პირდაპირი ჩართვა დაიწყო (14:05), ამჯერად აღწერით – ,,ოჯახის სიწმინდის დღე”. აღსანიშნავია, რომ პირდაპირი ჩართვისას, ჟურნალისტს არ უხსენებია არც ,,პრორუსები” და არც ,,რადიკალები”. 

Screenshot 2024 05 17 at 5.46.51 PM სამთავრობო მედიები “ოჯახის სიწმინდის დღიდან” TV პირველის ჩართვას მანიპულაციურად ავრცელებენ Screenshot 2024 05 17 at 5.47.12 PM სამთავრობო მედიები “ოჯახის სიწმინდის დღიდან” TV პირველის ჩართვას მანიპულაციურად ავრცელებენ Screenshot 2024 05 17 at 5.47.46 PM სამთავრობო მედიები “ოჯახის სიწმინდის დღიდან” TV პირველის ჩართვას მანიპულაციურად ავრცელებენ

,,იმედის” მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ნოდარ მელაძე გამოეხმაურა. მელაძის განმარტებით, პირდაპირ ეთერში ორი ჩართვა იყო, ერთი ,,ალტ-ინფოს” მსვლელობის, მეორე – ,,ოჯახის სიწმინდის დღის”. 

ნოდარ მელაძის პოსტის გამოქვეყნების შემდეგ ,,იმედმა” ის მასალაში დაამატა.

Screenshot 2024 05 17 at 5.49.11 PM სამთავრობო მედიები “ოჯახის სიწმინდის დღიდან” TV პირველის ჩართვას მანიპულაციურად ავრცელებენ

17 მაისი ტრანსფობიასა და ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 2014 წელს ეს დღე საქართველოს პატრიარქის ინიციატივით ,,ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ” გამოცხადდა. 2013 წლის 17 მაისს თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქცია იყო დაგეგმილი. აქცია ჩაიშალა, მართლმადიდებელი სასულიერო პირების ორგანიზებით შეკრებილებმა გაარღვიეს პოლიციის კორდონი და ლგბტ თემის წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებზე ფიზიკურად იძალადეს. წელს 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა და მის აღნიშვნაში მმართველი პარტიის წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა

არქივის ბმულები: Newshub.ge, იმედი.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: მედია
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist