16 მაისს დეკანოზმა ბასილ ახვლედიანმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, მისი ინფორმაციით, ასახვს, თუ როგორ შეხვდნენ აღდგომის დღესასწაულს უკრაინის ღვისმშობლის ტაძარში. ვიდეოში ვხედავთ, რომ ტაძარში შედიან პირები, რომლებსაც რომაულ სამხედრო სამოსი აცვიათ, უჭირავთ ფარი და შუბი. ვიდეოს დასასრულს, ისინი იარაღს ყრიან და გარბიან. კომენტარების მიხედვით, ფეისბუქ-მომხმარებლები ფიქრობენ, რომ კადრები უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაშია გადაღებული, დეკანოზი ბასილ ახვლედიანი კი უარყოფს, რომ წარმოდგენა კათოლიკურ ეკლესიაში ჩატარდა.
დეკანოზი ბასილ ახვლედიანი ვიდეოს უკონტექსტოდ ავრცელებს. წარმოდგენა ნამდვილად აღდგომას, უკრაინაში მდებარე ეკლესიაში ჩატარდა, თუმცა ვიდეო გადაღებულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შუამდგომლობის ტაძარში, რომელიც უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის დაქვემდებარებაშია.
დეკანოზი ბასილ ახვლედიანის მიერ გავრცელებული ვიდეო Tik-Tok-იდან არის აღებული და ჩანს მომხმარებლის სახელი, რომელმაც კადრები გამოაქვეყნა – ანდრიი იანიშინი. მის Tik-Tok ანგარიშზე ვიდეო 5 მაისს არის გამოქვეყნებული და, მისივე განმარტებით, ასახავს ღვთისმშობლის შუამავლობის ეკლესიას, რომელიც უკრაინაში, სოფელ პერემოჟნეში მდებარეობს. ავტორის ინფორმაციით, კადრები აღდგომის დღესასწაულზეა გადაღებული.
ლვივის ოლქში, სოფელ პერემოჟნეში მდებარე ღვთისმშობლის შუამავლობის ტაძარი უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის დაქვემდებარებაშია. შესაბამისად, კადრები უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში არ არის გადაღებული. კომენტარებში დასმული კითხვის საპასუხოდ ავტორიც ადასტურებს, რომ ტაძარი უკრაინის ბერძნულ-კათოლიკურ ეკლესიას ეკუთვნის.
ანდრიი იანიშნიკს ვიდეოები, რომლებშიც მსგავსი წარმოდგენაა ასახული, საკუთარ ფეისბუქ-გვერდზეც აქვს გამოქვეყნებული. ვიდეოები 2019, 2021 და 2022 და 2023 წლებით არის დათარიღებული, შესაბამისად, აღნიშნულ წარმოდგენას ტაძარში ყოველ წელს, აღდგომის დღესასწაულზე დგამენ და ის ტრადიციის ნაწილია.
ვიდეოების ავტორი ასევე განმარტავს, თუ რა შინაარსი აქვს წარმოდგენას, რომელსაც აღდგომის დღესასწაულზე ასრულებენ. როგორც ის წერს, სამხედრო სამოსში ჩაცმული პირები განასახიერებენ ჯარისკაცებს, რომლებიც ქრისტეს საფლავს იცავდნენ და მისი აღდგომის შემდეგ გაიქცნენ.
“მითების დეტექტორს” უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომანიპულაციები წარსულშიც აქვს გადამოწმებული. ვრცლად წაიკითხეთ მასალებში:
- რას უკავშირდება და სად არის გადაღებული თეატრალური წარმოდგენის ვიდეო?
- სატანისტური რიტუალი თუ ძველი უკრაინული სიმღერა ცისა და მიწის გაჩენის შესახებ?
- უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით ვიდეომანიპულაცია ვრცელდება
- მოცეკვავე მღვდლის ვიდეო უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაში არ არის გადაღებული
- მორიგი ვიდეომანიპულაცია უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე
წყაროს შესახებ
“მითების დეტექტორს” დეკანოზი ბასილ ახვლედიანის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია წარსულშიც გადაუმოწმებია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.