TBC-სა და სოსო პავლიაშვილის სახელით თაღლითური ვიდეო ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

660
VIEWS

9 მაისს ფეისბუქ-ანგარიშმა გამოაქვეყნა რუსულენოვანი ვიდეო, რომელშიც სოსო პავლიაშვილი თიბისი ბანკის მიერ გახსნილ ახალ საინვესტიციო პლატფორმაზე საუბრობს. ვიდეოს თანახმად, ქვეყანაში არასტაბილური სიტუაციის ფონზე, ბანკი მოსახლეობას ფულის გამომუშავების საშუალებას აძლევს, ამისთვის კი ბმულზე გადასვლა და რეგისტრაციაა საჭირო, რის შემდეგაც მათ მენეჯერი დაუკავშირდებათ.

Screenshot 2024 05 10 at 5.28.23 PM TBC-სა და სოსო პავლიაშვილის სახელით თაღლითური ვიდეო ვრცელდება

გავრცელებულ ვიდეოზე დართული აუდიო გაყალბებულია და მას დიფფეიკ ტექნოლოგით დამუშავების კვალი ეტყობა. ვიდეოს ორიგინალ ვერსიაში პავლიაშვილი ცოლს დაბადების დღეს ულოცავს. TBC-ს ახალი საინვესტიციო პლატფორმა არ აქვს, ვიდეო კი თაღლითობის ნიშნებს შეიცავს. 

ვიდეოს ორიგინალი ვერსია 2020 წლის 5 სექტემბერს ინსტაგრამზე სოსო პავლიაშვილის ცოლმა გამოაქვეყნა, ვიდეოში პავლიაშვილი მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს და სიმღერას უძღვნის.

Screenshot 2024 05 10 at 5.30.48 PM TBC-სა და სოსო პავლიაშვილის სახელით თაღლითური ვიდეო ვრცელდება

ორიგინალ ვიდეოში პავლიაშვილი რაიმე სახის საინვესტიციო პლატფორმაზე არ საუბრობს. მსგავსი ახალი საინვესტიციო პლატფორმის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება არც თიბისი ბანკის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე და საიტზე.

ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოზე ხმა არის გადადებული და პავლიაშვილის პირის მოძრაობა ისეა შეცვლილი, რომ გადადებული აუდიო ჩანაწერის ტექსტს შეესაბამებოდეს, სწორედ ეს მიანიშნებს, რომ ვიდეო დიფფეიკ ტექნოლოგიის გამოყენებით არის დამუშავებული.

იქიდან გამომდინარე, რომ გავრცელებული ვიდეო ადამიანებს არარსებულ საინვესტიციო პლატფორმაზე დარეგისტრირებისკენ მოუწოდებს, ის თაღლითობის ნიშნებს შეიცავს. თუმცა ვიდეოში ნახსენები სარეგისტრაციო ბმული პოსტში მითითებული არ არის. 

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა კომპანიის სახელით გავრცელებულ თაღლითურ პოსტებზე “მითების დეტექტორი” წარსულშიც წერდა. მსგავსი ტიპის თაღლითური სქემების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ გვერდზე.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: თაღლითობა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist