დეზინფორმაცია, თითქოს საფრანგეთმა უკრაინაში საბრძოლველად საჯარისო დანაყოფი გაგზავნა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

უკრაინა
76
VIEWS

6 მაისს სოციალურ ქსელ Threads-ზე ბელარუსულმა საინფორმაციო გამოცემა Белновости-მ გამოაქვეყნა პოსტი და სტატია, სადაც ამტკიცებენ, რომ საფრანგეთმა უკრაინაში საბრძოლველად “უცხოური ლეგიონის” დანაყოფები გაგზავნა. მათი ინფორმაციით, ეს ჯგუფი სლავიანსკში გაიგზავნა უკრაინის შეიარაღებული ძალების 54-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის მხარდასაჭერად.

ბელარუსული Белновости Asia Times-ს ეყრდნობა, რომელშიც თავდაცვის დეპარტამენტის მდივნის ყოფილი მოადგილის (რეიგანის ადმინისტრაციის პერიოდში) სტივენ ბრაიენის სტატიაა გამოქვეყნებული. სტატიაში აღნიშნულია, რომ გასაგზავნად გამზადებული 1500 ჯარისკაციდან თავდაპირველ ეტაპზე 100 მათგანი გაიგზავნა.

აღნიშნული ინფორმაცია ასევე გავრცელდა არაერთი რუსული მედიის, მათ შორის РИА Новости – ის, Иносми-ის, ИЗВЕСТИЯ -ის, Bfm.ru-ისა და რუსულენოვანი ფეისბუკ-ანგარიშების (1, 2, 3) მიერ.

Screenshot 2024 05 10 at 2.16.40 PM დეზინფორმაცია, თითქოს საფრანგეთმა უკრაინაში საბრძოლველად საჯარისო დანაყოფი გაგზავნა

Screenshot 2024 05 10 at 2.16.48 PM დეზინფორმაცია, თითქოს საფრანგეთმა უკრაინაში საბრძოლველად საჯარისო დანაყოფი გაგზავნა

Screenshot 2024 05 10 at 2.16.58 PM დეზინფორმაცია, თითქოს საფრანგეთმა უკრაინაში საბრძოლველად საჯარისო დანაყოფი გაგზავნა

მტკიცება, თითქოს საფრანგეთმა უკრაინაში საბრძოლველად თავისი საჯარისო დანაყოფი გაგზავნა, სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნული ინფორმაცია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო და შემდგომში თავად სტატიის ავტორმა – სტივენ ბრაიენმაც განაცხადა, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია შესაძლოა მცდარი ყოფილიყო.

რუსული მედიასაშუალებები, სტატიებში გავრცელებული ინფორმაციის წყაროდ Asia Times-ს უთითებენ. გამოცემამ 4 მაისს მართლაც გამოაქვეყნა მსგავსი შინაარსის სტატია, რომლის თავდაპირველ ვერსიაში მითითებული იყო, რომ ეს ყველაფერი დასტურდებოდა. თუმცა, 6 მაისს სტატიაში ცვლილებები შევიდა და რედაქტორის მიერ დამატებული კომენტარის მიხედვით საფრანგეთმა ოფიციალურად უარყო გავრცელებული ინფორმაციის ავთენტიკურობა. სტატიაში ასევე დამატებულია საწყისი ორი პარაგრაფი, სადაც აღნიშნულია, რომ გავრცელებული ინფორმაციის წყაროებს, სავარაუდოდ, რუსული მედიასაშუალებები წარმოადგენენ.

Asia Times-ის სტატიის ავტორი სტივენ ბრაიენია და მან იგივე ინფორმაცია 3 მაისს სხვა საიტზეც გამოაქვეყნა. ის ამტკიცებდა, რომ საფრანგეთმა უკრაინაში გაგზავნა 100 ჯარისკაცი მის დაქვემდებარებაში მყოფი “უცხოური ლეგიონიდან”. აღნიშნული ლეგიონი კი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან შედგება და 5 წლიანი სამსახურის შემდეგ ან სამხედრო მოვალეობის შესრულებისას მიღებული დაზიანებების შემთხვევაში, საფრანგეთის მოქალაქეობა ენიჭებათ. აღსანიშნავია, რომ როგორც ბლოგში, ისე Asia Times-ის სტატიის თავდაპირველ ვერსიაში მითითებული წყაროს ლინკი აღარ მუშაობს, თუმცა სტატიის განახლებულ ვერსიაში აღნიშნულია, რომ ეს იყო რუსეთის სამთავრობო მედიის – სპუტნიკის ლინკი და ის ჩანაცვლებულია იგივე სპუტნიკის X (ტვიტერი) ანგარიშის ლინკით, სადაც იდენტური ინფორმაცია 13 აპრილს გავრცელდა.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ის წერს, რომ 6 მაისს საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ X – ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაცია უარყო, რის შემდეგაც სტივენ ბრაიენმა გამოაქვეყნა ახალი ბლოგი, სადაც აღნიშნა, რომ მის მიერ გავრცელებული ცნობა “შესაძლოა იყოს მცდარი” და ამასთანავე მიუთითა წყაროებიც, რომელთა შორისაც სპუტნიკის X გვერდი და რუსული საიტს Topwar.ru-ს ვხვდებით. გამოქვეყნების თარიღების მიხედვით, ყველაზე ძველი სწორედ ეს უკანასკნელი სტატიაა, რომელიც 12 აპრილს გამოქვეყნდა და წყაროდ რუსულ ტელეგრამ არხ “Military Chronicle”- ს ასახელებს. სტატიის ბოლოს მითითებულია, რომ გამოცემა ვერც ადასტურებს და ვერც უარყოფს გავრცელებული ინფორმაციის ავთენტიკურობას.

მიმდინარე წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა არაერთხელ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ფრანგული საჯარისო დანაყოფების გაგზავნას უკრაინაში, თუმცა ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ დგას. მსგავსი განცხადება უკანასკნელად მან 3 მაისს გააჟღერა. ამ დრომდე, საფრანგეთის მთავრობის და ოფიციალური პირების მიერ არ გავრცელებულა ინფორმაცია, თითქოს მიღებული იქნა გადაწყვეტილება საჯარისო დანაყოფების უკრაინაში გაგზავნასთან დაკავშირებით.

არქივის ლინკები: 1, 2, 3, 4, 5.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: საფრანგეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist