გადააგდო თუ “დაიბრუნა” ნიკა მელიამ ელექტროსამაჯური?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

31
VIEWS

1 ნოემბერს ონლაინ გამოცემა მარშალპრესმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, სათაურით „ნიკა მელიას “აფერისტობა” – როგორ დაიბრუნა გადაგდებული სამაჯური “მელაკუდამ”. ინფორმაციის თანახმად, მას შემდეგ, რაც ნიკა მელიამ 1 ნოემბერს პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე არასაპატიმრო სასჯელისთვის დამაგრებული ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური მოიხსნა და პროტესტის ნიშნად გადააგდო, ეს ნივთი მისი თანაშემწის ხელში აღმოჩნდა, რომელმაც სამაჯური მას ჩუმად დაუბრუნა. „მარშალპრესის“ თანახმად, მელია ამ დროისთვის ისევ სამაჯურით გადაადგილდება. პროტესტი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს უკავშირდებოდა, რომელიც აქციაზე შეკრებილი ოპოზიციის აზით, გაყალბებულია.

„მარშალპრესის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალა მტკიცებულებების გარეშეა. ფაქტს, რომ პროტესტის ნიშნად გადაგდებული ელსამაჯური ნიკა მელიამ აქციის შემდეგ ისევ გაიკეთა, ნაციონალურ მოძრაობაშიც უარყოფენ და არც 1 და 2 ნოემბერს გავრცელებული სატელევიზიო კადრებიდან ჩანს, რომ ნიკა მელია ელექტრონულ სამაჯურს, რომელიც აქციაზე პროტესტის ნიშნად მოიხსნა, ისევ ატარებს. 

„მარშალპრესზე“ გამოქვეყნებულ ინფორმაციას წყარო მითითებული არ აქვს. გარდა ამისა, მას არ ახლავს ფოტო ან ვიდეო მასალა, რომელიც მასში მოყვანილი ბრალდების სინამდვილეს დაადასტურებს.

ინფორმაციის გადასამოწმებლად „მითების დეტექტორი“ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დაუკავშირდა. პარტიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ ნიკა მელიას მიერ ელექტროსამაჯურის გადაგდების შემდეგ, ის მისთვის არავის დაუბრუნებია.

2 ნოემბერს, 18 00 საათზე “ნაციონალურ მოძრაობის” ოფისში გაერთიანებული ოპოზიციის ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგზე სიტყვით გამოვიდა ნიკა მელიაც. ტელევიზიის პირდაპირ ეთერში  გავრცელებული კადრბიდან ნიკა მელიას მაჯაზე ელექტროსამაჯური არ ჩანს.

ნიკა მელია სამაჯურის გარეშე ჩანს 1 ნოემბერს გავრცელებულ კადრებშიც, როცა პარლამენტთან გამართული აქციაზე მყოფი ოპოზიციის ლიდერები და აქციის მონაწილეები მოგვიანებით ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს რეზიდენცისკენ დაიძრნენ. მსვლელობას ტელევიზიები უწყვეტ რეჟიმში აშუქებდნენ, „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ პირდაპირ ეთერებში ჩანს ნიკა მელიაც, რომელსაც ელექტროსამაჯური აღარ უკეთია.

ნიკა მელიას მიერ სამაჯურის მოხსნის კანონდარღვევის ფაქტზე პოლიტიკური შეფასება იმავე დღეს ქართული ოცნების წარმომადგენელმა  ირაკლი კობახიძემაც გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამაჯურის მოხსნა სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებს, მელიას დაკავება პოლიტიკურად მიზანშეწონილი არ იყო.

1 ნოემბერს პარლამენტთან გამართულ აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯური სიტყვით გამოსვლისას მოიხსნა, გადააგდო და აღნიშნა, რომ მის ტარებას აღარ აპირებდა.

ნიკა მელიას ელექტროსამაჯური, რომელიც მის სახლში შესვლასა და გამოსვლას აფიქსირებდა, 2019 წლის ივლისში გაუკეთეს. პროკურატურა მელიას 20 ივნისს ძალადობრივი ჯგუფის შექმნას ედავება.

დეზინფორმაციის კამპანიური გავრცელება სოციალურ ქსელში

მარშალპრესის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალას, 2 ნოემბრის მონაცემებით, 70 გაზიარება აქვს. ფეისბუქ-ანგარიშმა „მარშალპრესი ახალი ამბები“ მასალა შემდეგ ფეისბუქ-ჯგუფებში გააზიარა: პროტესტი! Protest! Протест!, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ”მოქალაქე’’ არასამთავრობო ორგანიზაცია, ქართველთა მსოფლიო ცენტრი Georgians World Center Всемирный центр грузин Gürc, დაარეკლამე რაც გინდა, Georgia • საქართველო ✔️, საქართველო და მსოფლიო, Tbilisi ◊ თბილისი.

„მარშალპრესის“ მასალა იდენტური ტექსტითა და სათაურით სხვა ვებ-გვერდებმაც გამოაქვეყნეს, ეს ვებ-გვერდებია: exclusivenews.ge, reportiori.ge და კლიკბაიტ-გვერდი www.ge. ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებული მასალა ფეისბუქ-ჯგუფებსა და გვერდებზე აქტიურად გავრცელდა.

Exclusivenews.ge-ზე გამოქვეყნებულ მასალას 101 გაზიარება აქვს. მასალა გაზიარდა ჯგუფში „ჩემი მხარდაჭერა გახარიას“, თავის მხრივ ჯგუფში განთავსებულ პოსტს 108 გაზიარება აქვს.

ფეისბუქ-გვერდმა „სირცხვილის კორიდორი“ „მარშალპრესის“ მასალა  პოსტის სახით გამოაქვეყნა. 2 ნოემბრის მონაცემებით, პოსტს 65 გაზიარება აქვს.


მასალაში გამოყენებულია CrowdTangle-ის მონაცემები, რომელიც ფეისბუქის საძიებო ინსტრუმენტია.

თემატიკა: პოლიტიკა
წყარო

წყარო

მარშ
მარშალპრესი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist