კრემლის პროპაგანდა და ქართული ფბ ანგარიშები ბუჩას ტრაგედიას უარყოფენ 

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

4k
VIEWS

2 აპრილს, რუსი სამხედროებისგან გათავისუფლებულ კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში, მასობრივ საფლავებში დამარხული 280-მდე გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ AFP-ს ქალაქის მერმა – ანატოლი ფედორუკმა განუცხადა. გარდა ამისა, AFP-ის  ჟურნალისტებმა ბუჩას ერთ-ერთ ქუჩაზე სამოქალაქო ტანსაცმელში მინიმუმ 20 ცხედარი ნახეს. 

ბუჩას ქუჩებში ნაპოვნი ცხედრების ვიდეო უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ტვიტერზე 3 აპრილს გამოაქვეყნა. 

Screenshot 9 კრემლის პროპაგანდა და ქართული ფბ ანგარიშები ბუჩას ტრაგედიას უარყოფენ 
Screenshot 10 1 კრემლის პროპაგანდა და ქართული ფბ ანგარიშები ბუჩას ტრაგედიას უარყოფენ Screenshot 11 1 კრემლის პროპაგანდა და ქართული ფბ ანგარიშები ბუჩას ტრაგედიას უარყოფენ 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის შესახებ ყველა ბრალდება უარყო. 3 აპრილს სამინისტროს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა ფოტო და ვიდეომასალა პროვოკაციაა და “დადგმულია კიევის რეჟიმის მიერ დასავლური მედიისთვის”.

3 აპრილს რუსეთის პირველი არხის ფეისბუქ-გვერდზე Новости Первого канала გამოქვეყნდა სიუჟეტი, რომლის თანახმადაც, ქალაქ ბუჩას კადრები, რომელშიც ქუჩაში დაღუპული ადამიანები ჩანან, დადგმულია. წამყვანის მტკიცებით, ერთი “თითქოს მკვდარი” ადამიანი ხელს ამოძრავებს, მეორე კი ფეხზე დგება. იდენტური კადრები ქართველმა ფეისბუქ-პროფილებმა, ლელა პრაგამ, გიორგი დავითაძემ, ქარო სანი, წიქარა კოლხი და Doctors Charlz-მაც გამოაქვეყნეს.

4 აპრილს ამ თემაზე რუსეთის პირველ არხზე კიდევ რამდენიმე სიუჟეტი გავიდა, მათ თანახმად, რუსმა სამხედროებმა ბუჩა 30 მარტს, სტამბულის მოლაპარაკებების შემდეგ დატოვეს. ქუჩაში მოკლული ადამიანების კადრები კი უკრაინულმა მხარემ 2 აპრილს გამოაქვეყნა. კადრებს დადგმულს უწოდებს უკრაინის ოპოზიციონერი, პრორუსი დეპუტატი – ილია კივაც. იმავეს ამბობენ რუსული სამთავრობო გამოცემა Ria.ru და ქართული ფეისბუქ-პროფილებიც (1, 2, 3).

მტკიცება, თითქოს ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მოკლული მოქალაქეების კადრები დადგმულია, დეზინფორმაციაა. კადრებში კარგად ჩანს, რომ გვამი ხელს არ ამოძრავებს და ეს “მოძრაობა” რეალურად ავტომობილის საქარე მინაზე ლაქაა, მეორე მოკლული კი ფეხზე არ დგება, არამედ მისი ანარეკლი ავტომობილის მოძრაობასთან ერთად მოძრაობს. გარდა ამისა, New York Times-ის თანამგზავრით გადაღებულ კადრებში ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების გვამები სამ კვირაზე მეტი, ანუ იმ პერიოდიდან ჩანს, როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.

იმას, რომ ბუჩაში მოკლული მოქალაქეების კადრები დადგმული არაა, The New York Times-ის მიერ გამოქვეყნებული თანამგზავრით გადაღებული ბუჩას ფოტოები ადასტურებს.  სატელიტის კადრებით დგინდება, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები სამ კვირაზე მეტი ხნის წინ დაიღუპნენ, ანუ იმ დროს, როდესაც ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.

Screenshot 12 2 კრემლის პროპაგანდა და ქართული ფბ ანგარიშები ბუჩას ტრაგედიას უარყოფენ 
წყარო: The New-York Times

როგორც გამოცემა წერს, ბუჩაში, იაბლონსკას ქუჩაზე გვამები 9-11 მარტს ჩანს. მათი განლაგება ისეთივეა, როგორიც 1 აპრილს უკრაინული სამხედროების მიერ ქალაქის დაბრუნების შემდეგ გავრცელებულ კადრებში ჩანს.

Screenshot 13 2 კრემლის პროპაგანდა და ქართული ფბ ანგარიშები ბუჩას ტრაგედიას უარყოფენ 
წყარო: The New-York Times

ბუჩას კადრების დადგმასთან დაკავშირებული დეზინფორმაცია ადგილობრივმა უკრაინულმა ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია StopFake-მაც გადაამოწმა. 

ვიდეო, რომელსაც იმის არგუმენტად იყენებენ, თითქოს ბუჩაში მოკლული ადამიანები რეალურად მსახიობები არიან და ერთ-ერთი მათგანი ხელს ამოძრავებს, თავდაპირველად იურისტმა ილია ნოვიკოვმა გაავრცელა. მის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს უკეთესი ხარისხი აქვს, ვიდრე შემდეგ დეზინფორმაციულ პოსტებშია ატვირთული. ნოვიკოვის ვიდეოში კარგად ჩანს, რომ მოკლული ადამიანი ხელს არ ამოძრავებს, რეალურად ეს “მოძრაობა” ავტომობილის საქარე მინაზე თეთრი ლაქააა (სავარაუდოდ, წყლის წვეთის). 

Screenshot 14 2 კრემლის პროპაგანდა და ქართული ფბ ანგარიშები ბუჩას ტრაგედიას უარყოფენ 

საქარე მინაზე წყლის წვეთები და პატარა თეთრი ლაქები ვიდეოს სხვადასხვა მონაკვეთში ჩანს.

Screenshot 15 2 კრემლის პროპაგანდა და ქართული ფბ ანგარიშები ბუჩას ტრაგედიას უარყოფენ Screenshot 16 2 კრემლის პროპაგანდა და ქართული ფბ ანგარიშები ბუჩას ტრაგედიას უარყოფენ 

რუსეთის პირველი არხის წამყვანი ასევე ამბობს, რომ ერთ-ერთი “ვითომ მკვდარი” ფეხზე წამოდგება, სიუჟეტის თანახმად, ეს მარჯვენა პატარა ფანჯარაში ჩანს. რეალურად, ავტომობილის მოძრაობასთან ერთად, ის გვამს შორდება და ფანჯარაში ანარეკლიც განსხვავებულად ჩანს, ეს არ ნიშნავს, რომ გვამი მოძრაობს.

Screenshot 17 2 კრემლის პროპაგანდა და ქართული ფბ ანგარიშები ბუჩას ტრაგედიას უარყოფენ 

ქართული წყაროების შესახებ

აღსანიშნავია, რომ რუსული დეზინფორმაცია ბუჩაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ქართულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმაც გამოაქვეყნეს, რომელთა შორის ანტილიბერალები და ანტივაქსერებიც არიან: ლელა პრაგა, გიორგი დავითაძე, Doctors Charlz, ფანტინა, წიქარა კოლხი, ქარო სანი. აღნიშნული პროფილები კრემლის დეზინფორმაციას უკრაინასთან მიმართებით ადრეც ავრცელებდნენ.

საგულისხმოა ისიც, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ანტივაქსერებმა უკრაინის და პრეზიდენტ ზელენსკის წინააღმდეგ რუსეთის მხარდაჭერილი შეთქმულების თეორიებისა და დეზინფორმაციების გავრცელება აქტიურად დაიწყეს. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist