რუსეთზე ბირთვული დარტყმა თუ სანქციები – რისკენ მოუწოდა ზელენსკიმ დასავლეთს?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

442
VIEWS

10 ოქტომბერს პრორუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალების ალტ-ინფოს გადაცემაში “ალტერნატიული ხედვა” სტუმარმა ვასილ კაპანაძემ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის ლიდერებს მოუწოდა, რუსეთზე პრევენციული ბირთვული დარტყმები განეხორციელებინათ, რაც “ცალსახად მიანიშნებს”, რომ ზელენსკი მსოფლიოს ბირთვული ომისკენ უბიძგებს.

Screenshot 22 1 რუსეთზე ბირთვული დარტყმა თუ სანქციები - რისკენ მოუწოდა ზელენსკიმ დასავლეთს?

ვასილ კაპანაძის მტკიცება ვოლოდიმირ ზელენსკის კომენტარის შეცდომაში შემყვანი ინტერპრეტაციაა. განცხადებაში ზელენსკიმ პრევენციული რეაგირება ნამდვილად ახსენა, თუმცა მას ბირთვული დარტყმისკენ მოწოდება არ გაუკეთებია. ზელენსკის კომენტარის შემდეგ პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლებმა და თავად პრეზიდენტმაც აღნიშნეს, რომ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საწინააღმდეგო პრევენციულ ზომებში სანქციების დაწესება იგულისხმება და არა – რუსეთზე ბირთვული იერიში. 

ვასილ კაპანაძის კომენტარი დაკავშირებულია 8 ოქტომბერს ავსტრალიური კვლევით ცენტრის, ლოვის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ ვიდეოკონფერენციასთან, (1,2) რომელზეც ზელენსკიმ დამსწრეებს სიტყვით მიმართა და კითხვებსაც უპასუხა.

Screenshot 23 1 რუსეთზე ბირთვული დარტყმა თუ სანქციები - რისკენ მოუწოდა ზელენსკიმ დასავლეთს?

ერთ-ერთი კითხვა რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას ეხებოდა. კონფერენციის წამყვნმა, ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ ფულილავმა ზელენსკის ჰკითხა, ჰგონია თუ არა, რომ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე საფუძვლიანია და დამატებით რისი გაკეთება შეუძლია ნატო-ს რუსეთის შეჩერებისთვის. ზელენსკის თქმით, ნატო-მ პრევენციული ზომებით ბირთვული იარაღის გამოყენება შეუძლებელი უნდა გახადოს და თავისი მოქმედების თანმიმდევრულობას გადახედოს – არ ელოდოს რუსეთისგან პირველ დარტყმას. კითხვაზე პასუხისას, ზელენსკიმ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე არსებულ მდგომარეობასთან გაავლო პარალელი, როდესაც ომის დაწყების შემთხვევაში დასავლეთი რუსეთს მკაცრი სანქციებით ემუქრებოდა. ზელენსკი მაშინ რუსეთისთვის პრევენციული სანქციების დაწესებას ითხოვდა, რათა რუსეთის შეჭრა თავიდან აერიდებინათ. 

ზელენსკი: რა უნდა გააკეთოს ნატო-მ? რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შეუძლებლობა შექმნას, მაგრამ, რა არის მნიშვნელოვანი – კიდევ ერთხელ მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებას, ეს არ უნდა მოხდეს ისე, როგორც 24 თებერვლამდე იყო. დარტყმა უნდა იყოს პრვენციული, რათა მათ იცოდნენ, რა მოხდება ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, და არა პირიქით: რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს და ნატო უპასუხებს – “აჰ, ასე მოიქეცი, მაშინ მიიღე ჩვენგან საპასუხო დარტყმა” – ნატო-მ უნდა გადახედოს წნეხის გამოყენების თანმიმდევრობას.

ზელენსკის კომენტარი რუსულმა მედიამ მცდარი ინტერპრეტაციით გაავრცელა, თითქოს უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთს ბირთვული ომის დაწყებისკენ მოუწოდებდა. ბირთვული ომის დაწყებისკენ მოწოდებებში ზელენსკი კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დაადანაშაულეს.

ლოვის ინსტიტუტში გამართული პრესკონფერენციის დღესვე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლებმა, სერგიი ნიკიფოროვმა და მიხაილო პოდოლიაკმა ზელენკის სიტყვები დამატებით განმარტეს და აღნიშნეს, რომ ის დასავლეთს პრევნციული ზომების სახით სანქციების გმოყენებისკენ მოუწოდებდა და არა – ბირთვული ომის დაწყებისკენ.

ნიკიფოროვი: კოლეგებო, თქვენი ბირთვული ისტერია ცოტა შორის წავიდა და ახლა ბირთვული დარტყმები უკვე იქ გესმით, სადაც არ არის. პრეზიდენტი 24 თებერვლამდე პერიოდზე საუბრობდა, როცა პრევენციული ზომების გამოყენება იყო საჭირო, რათა რუსეთს ომის გაჩაღების საშუალება არ მისცემოდა. შეგახსენებთ, რომ ერთადერთი ზომა, რომელზეც მაშინ საუბარი იყო, პრევენციული სანქციები იყო. ზაპოროჟიას ატომური ელექტროსადგურის აფეთქებით მსოფლიოს შატნაშის და ბირთვული იარაღს გამოყენებაზე მინიშნებების უფლებას საკუთარ თავს მხოლოდ ტერორისტი სახელმწიფო – რუსეთი აძლვს. უკრაინისგან ასეთ მოწოდებებს ვერასდროს მოისმენთ.

პოდოლიაკი: კიდევ ერთი რუსული ფეიკი. 1. ზელკენსკისგან არც ერთი სიტყვა არ იყო ნათქვამი რუსეთზე პრევენციული ბირთვული დარტყმის შესახებ; 2. ზელენსკიმ მსოფლიოს რუსეთის ბირთვული შანტაჟი შეახსენა და შესთავაზა რუსეთისთვის პრევენციულად განემარტათ რა შედეგი დადგებოდა [ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში] და გაეძლიერებინათ რუსეთზე დარტყმები – სანქციები და [უკრაინის] სამხედრო მხარდაჭერა.

8 ოქტომბერს თავის სიტყვებთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება თავად ზელენკიმაც გააკეთა. BBC-ისთან საუბრისას უკრიანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინული სიტყვა “удар” არასწორად იყო გაგებული. მისი თქმით, პრვენციულ დარტყმაში სანქციებს გულისხმობდა და არა – ბირთვულ თავდასხმას – “ჩვენ ტერორისტები არ ვართ და სხვის ტერიტორიებზე არ ვიბრძვით”. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსებმა მისი კომენტარი თავის სასარგებლოდ გადათარგმნეს და ასე გაავრცელს. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ბირთვულ ომზე საუბრით რუსეთი საკუთარ საზოგადოებას მოვლენების ასეთი განვითარებისთვის ამზადებს და ამიტომაც ამ თემაზე საუბარიც კი სახიფათოა. ზელენსკის თქმით, მოქმედება ახლაა საჭირო და რუსეთის მუქარა მთელი პლანეტისთვის რისკია. ბირთვულ საფრთხეს რუსების მიერ ზაპოროჟიას ატომური ელექტროსადგურის დაკავება უკვე ქმნის და მსოფლიოს რუსი ოკუპანტების მოქმედების შეჩერება შეუძლია – “მსოფლიოს შეუძლია, ასეთ შემთხვევაში სანქციების პაკეტი შეიმუშავოს და ყველაფერი გააკეთოს რათა მათ ატომური ელექტროსადგურის დატოვება აიძულოს”.

აღსანიშნავია, რომ 10 ოქტომბრისთვის, იმ დროს, როცა ვასილ კაპანაძემ ალტ-ინფოს ეთერში ზელენსკის მიერ ბირთვული ომის დაწყებისკენ “მოწოდებებზე” ისაუბრა, საკითხთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებითი კომენტარები როგორც პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლებს, ასევე თავად ზელენსკისან უკვე გაკეთებული ჰქონდა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist