პრორუსული FB ანგარიშები უკრაინის ეროვნული პოლიციის ვიდეოს ბუჩას ტრაგედიის უარყოფისთვის იყენებენ

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

1.9k
VIEWS

4 აპრილიდან  ფეისბუქზე ქართულენოვან მომხმარებლებში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 2 აპრილს ბუჩაში  შესულ უკრაინის ეროვნული პოლიციას (НПУ) ადგილზე გვამები არ უპოვია, ხოლო 3 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული კადრები, სადაც ბუჩას ქუჩებში ნაპოვნი ცხედრები ჩანს, დადგმულია.

ფეისბუქ ანგარიშმა ქაროსა ნი აღნიშნული ვიდეო 4 აპრილს შემდეგი წარწერით გამოაქვეყნა: “აქ არის უკრაინის ეროვნული პოლიციის ვიდეო ბუჩადან, თარიღდება 2022 წლის 2 აპრილით. ქუჩებში ცხედრები არ არის”. ფეისბუქ ჯგუფში სახალხო ლაშქარი‼️💪 5 აპრილს გავრცელებულ პოსტში ნათქვამია, რომ ესაა ბუჩაში გადაღებული პირველი კადრები და იმის მტკიცებულება, რომ ქუჩაში გვამები არაა. პოსტი ავტორი ასევე ამტკიცებს, რომ ბუჩაში უკრაინელებმა ან დაქირავებულებმა “ჟლეტა მოაწყვეს”.  

ხოლო 7 აპრილს გავრცელებულ პოსტში ფეისბუქ ანგარიში იპოვეთ სიმართლე ამტკიცებს, რომ უკრაინის ეროვნული პოლიციის ვიდეოში იგივე გზაა ასახული, რომელზეც გვამები უნდა იყოს. 

აღსანიშნავია, რომ 4-8 აპრილს ვიდეო თითქმის იდენტური შინაარსით, იმის შესახებ, რომ უკრაინის ეროვნული პოლიციის ვიდეოში გვამები არ გვხვდება და ეს ფაქტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ბრალდებას ეჭვქვეშ აყენებს რუსულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმაც გაავრცელეს (1, 2, 3, 4, 5, 6, 7). 

Screenshot 7 4 პრორუსული FB ანგარიშები უკრაინის ეროვნული პოლიციის ვიდეოს ბუჩას ტრაგედიის უარყოფისთვის იყენებენ

ფეისბუქზე გავრცელებული პოსტები ორ დეზინფორმაციას შეიცავს: 1. უკრაინის ეროვნული პოლიციის მიერ გავრცელებული ვიდეო ქალაქის სხვადასხვა ნაწილს ასახავს და ის კადრები, სადაც ცხედრები არ ჩანს, იმ ქუჩაზე არაა გადაღებული, სადაც ცხედრები აღმოაჩინეს. 2. აღნიშნული ვიდეოს სხვადასხვა მონაკვეთში ორი ცხედარი ჩანს, შესაბამისად, მცდარია მტკიცება, რომ ვიდეოში ცხედრები არ გვხვდება. 

  • უკრაინის ეროვნული პოლიციის და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდეოები ქალაქის სხვადასხვა ნაწილშია გადაღებული

ვიდეო უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ 2 აპრილს გამოაქვეყნა წარწერით “ეროვნული პოლიციის სპეციალური ძალები ქალაქ ბუჩას წმენდენ”. 

“მითების დეტექტორმა” გეოლოკაციის გამოყენებით უკრაინის საპოლიციო ძალების გადაადგილების მარშრუტი დაადგინა, რომელიც სრული სახით ასე გამოიყურება: 

Screenshot 8 4 პრორუსული FB ანგარიშები უკრაინის ეროვნული პოლიციის ვიდეოს ბუჩას ტრაგედიის უარყოფისთვის იყენებენ

უკრაინელებმა კიევის ოლქი მეშვიდე მაგისტრალის (M07) გამოყენებით დატოვეს, რომელიც კიევისა და პოლონური ქალაქ ლუბლინის დამაკავშირებელი გზის – E373-ის ნაწილია. სწორედ ამ გზაზე მდებარეობს ყველა ის პუნქტი, რომელიც უკრაინულმა ძალებმა გაიარეს, გარდა საბოლოო პუნქტისა. 

პირველი პუნქტი, რომელიც ვიდეოდან შეგვიძლია ამოვიცნოთ, კიევის ოლქისა და ქალაქი გოსტომელის საზღვარია

Screenshot 9 5 პრორუსული FB ანგარიშები უკრაინის ეროვნული პოლიციის ვიდეოს ბუჩას ტრაგედიის უარყოფისთვის იყენებენ

ამავე ადგილის კადრი გუგლის საძიებო სისტემის რუკიდან:

Screenshot 10 5 პრორუსული FB ანგარიშები უკრაინის ეროვნული პოლიციის ვიდეოს ბუჩას ტრაგედიის უარყოფისთვის იყენებენ

ხოლო ბოლო პუნქტი, რომელსაც ვიდეოს 7:11 წამზე ვხედავთ, დამწვარ აფთიაქს და ჭედური ხელოვნების სტუდიას, სახელად Ковальский дворик ასახავს, რომლებიც ქალაქ ბუჩაში, სადგურის ქუჩის 101-ე ნომერში მდებარეობს

კადრი უკრაინის საპოლიციო ძალების ვიდეოდან:

Screenshot 11 5 პრორუსული FB ანგარიშები უკრაინის ეროვნული პოლიციის ვიდეოს ბუჩას ტრაგედიის უარყოფისთვის იყენებენ

2021 წელს გადაღებული ამავე ადგილის ამსახველი ფოტო: 

Screenshot 12 6 პრორუსული FB ანგარიშები უკრაინის ეროვნული პოლიციის ვიდეოს ბუჩას ტრაგედიის უარყოფისთვის იყენებენ

რაც შეეხება ბუჩაში ნაპოვნი ცხედრების ამსახველ კადრებს, ის 3 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა. თუმცა, ეს არ ამტკიცებს იმას, რომ აღნიშნული კადრები უკრაინის ეროვნული პოლიციის კადრებზე გვიან გადაიღეს, რადგან ინფორმაცია ბუჩაში აღმოჩენილი ცხედრების შესახებ ჯერ კიდევ 2 აპრილს გავრცელდა. ამის შესახებ ბუჩას მერმა – ანატოლი ფედორუკმა AFP-ს განუცხადა

თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული კადრები The New York Times-მა და Meduza.io-მ გადაამოწმეს. ორივე გამოცემის ინფორმაციით, კადრები ქალაქ ბუჩაში, იაბლონსკას ქუჩაზეა გადაღებული. 

აღნიშნული ქუჩა ქალაქი ბუჩას სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და ის უკრაინის საპოლიციო ძალების მარშრუტიდან მოშორებითაა: 

Screenshot 13 6 პრორუსული FB ანგარიშები უკრაინის ეროვნული პოლიციის ვიდეოს ბუჩას ტრაგედიის უარყოფისთვის იყენებენ

  • უკრაინის ეროვნული პოლიციის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ორი ცხედარი ჩანს

გავრცელებულ პოსტებში გაჟღერებულია მტკიცება, რომ ეროვნული პოლიციის ვიდეოში ცხედრები საერთოდ არ გვხვდება. 

სინამდვილეში, ვიდეოს სხვადასხვა მონაკვეთში ორი ცხედარი ჩანს. 

მათგან პირველი კადრში ვიდეოს 0:20 წამზე ჩნდება, მას შემდეგ, რაც ეროვნული პოლიციის ძალები მდინარე ირპენზე გადებულ ხიდზე გადადიან. 

Screenshot 14 1 პრორუსული FB ანგარიშები უკრაინის ეროვნული პოლიციის ვიდეოს ბუჩას ტრაგედიის უარყოფისთვის იყენებენ

ხოლო მეორე ცხედარს ვიდეოს 4:55 წუთზე მანქანაში წმინდა ანას სახელობის ეკლესიასთან atticsandmore.com) 8m2!3d50.5555821!4d30.2175883?shorturl=1″ target=”_blank” rel=”noopener”>ახლოს ვხედავთ. 

Screenshot 15 5 პრორუსული FB ანგარიშები უკრაინის ეროვნული პოლიციის ვიდეოს ბუჩას ტრაგედიის უარყოფისთვის იყენებენ

აღსანიშნავია, რომ ანგარიში იპოვეთ სიმართლე კადრებს სრული ვერსიით არ ავრცელებს, მის პოსტში ვიდეოს ის მონაკვეთი, სადაც პირველი ცხედარი ჩანს, ამოჭრილია. 

ბუჩას ტრაგედიის შესახებ გავრცელებული სხვა დეზინფორმაციები იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist