დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინელმა სამხედრომ მანქანას ესროლა, რომელშიც ქალი და ბავშვი ისხდნენ

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

1.4k
VIEWS

27-28 მარტს სოციალურ ქსელსა და რუსულ მედიაში (Vesti.ru, ura.ru, regnum.ru, tsargrad.tv, rambler.ru, 360tv.ru) გავრცელდა ვიდეო, რომელშიც რუსულ ენაზე ქალისა და კაცის ხმამაღალი საუბარი და შემდეგ სროლის ხმა ისმის, რომლის გაგონებაზეც ბავშვი ტირის. რუსული მედიების მიხედვით, უკრაინელი სამხედრო ქალის რუსულ ენაზე საუბრის გამო გაღიზიანდა და ისროლა. აღწერების მიხედვით, შემთხვევა 24 მარტს მოხდა და ქალის მანქანის ვიდეო რეგისტრატორით ჩაიწერეს. 

აღნიშნული ვიდეო დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს ტვიტერის ანგარიშზეც გამოქვეყნდა, ასევე გავრცელდა ფეისბუკის რუსულენოვან (1, 2, 3) და ქართულენოვან (1, 2, 3, 4) ანგარიშებზე, მათ შორის კრემლისტური პარტიის კონსერვატიული მოძრაობა რუსთავი – ის ფეისბუკ-ანგარიშზე.

bavshviani manqna დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინელმა სამხედრომ მანქანას ესროლა, რომელშიც ქალი და ბავშვი ისხდნენ

bavshviani manqna 2 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინელმა სამხედრომ მანქანას ესროლა, რომელშიც ქალი და ბავშვი ისხდნენ

გავრცელებული ვიდეოს გეოლოკაციის განსაზღვრის შედეგად, დადგინდა, რომ ის რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკისა და მაკიივკას შორის ტერიტორიაზეა გადაღებული, სადაც ამ უკრაინელი სამხედროები ვერ იქნებოდნენ. ასევე, მანქანის ვიდეო რეგისტრატორი, რომლითაც, თითქოს ვიდეო გადაიღეს, უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აკრძალულია. 

გავრცელებულ ვიდეოში ქალის მანქანის წინ ფოლკსვაგენის მარკის მანქანა ჩერდება, საიდანაც სამხედრო ფორმაში გამოწყობილი, ორი შეიარაღებული კაცი გადმოდის. მათ მანქანაზე უკრაინის დროშა და ჯვარია (ვერმახტის) გამოსახული. ერთ-ერთი “სამხედრო” ქალის მანქანას უახლოვდება, მას მოძრაობის წესების დარღვევაში ადანაშაულებს და საბუთებს სთხოვს. 

“ნაძირალა, მომეცი საბუთები!”- ისმის კაცის ხმა მანქანიდან.

ქალი რუსულად პასუხობს, რაზეც “სამხედრო” მას “ღორს” უწოდებს და სახელმწიფო ენაზე საუბარს ითხოვს. ამის შემდეგ ისმის შუშის მსხვრევის ხმები, „სამხედრო“ მანქანის წინ გადმოდის და გვერდით ისვრის. 

ვიდეოს 28 მარტს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური გამოეხმაურა და გავრცელებულ კადრებს  უხარისხო მონტაჟი უწოდა. უწყებამ ის დეტალები აღწერა,რაც ვიდეოს სიყალბეზე მეტყველებს.

  • გეოლოკაცია – კადრები რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკსა და მაკიივკას შორისაა გადაღებული

რუსულენოვანი დამოუკიდებელი გამოცემა – Meduza წერს, რომ OSINT-ის პროექტ GeoConfirmed -ის მკვლევრებმა ვიდეოს გადაღების ზუსტი გეოლოკაცია და კოორდინატები: 47.977044, 37.953754 დაადგინეს. გავრცელებული ვიდეოს პირველ წამებში ელექტროგადამცემი ხაზის პილონები ჩანს, რის მეშვეობითაც მკვლევრებმა ადგილის მიგნება შეძლეს.

Meduza წერს, რომ ვიდეოს გადაღების ადგილი ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარეობს. ამიტომ, ძნელი წარმოსადგენია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებმა 30 კილომეტრი გაიარეს რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკრაინული საიდენტიფიკაციო ნიშნებით და ერთ-ერთმა ჯარისკაცმა გადაწყვიტა საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევ ქალთან კონფლიქტისთვის დაეთმო დრო.

უკრაინული ფაქტების გადამოწმების პორტალი – Stopfake ასევე სხვა აქტივისტების მიერ გადამოწმებულ მონაცემებს ავრცელებს, რომელიც ასევე ადასტურებს, რომ გადაღების ადგილის გეოლოკაცია სწორად იყო მიგნებული. შესაბამისად, ამ ადგილას უკრაინელი სამხედროები ვერ იქნებოდნენ, რადგან ტერიტორიას 2014 წლიდან რუსეთის ფედერაცია აკონტროლებს. 

bavshviani manqna 3 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინელმა სამხედრომ მანქანას ესროლა, რომელშიც ქალი და ბავშვი ისხდნენ
წყარო: Stopfake

bavshviani manqna 4 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინელმა სამხედრომ მანქანას ესროლა, რომელშიც ქალი და ბავშვი ისხდნენ

bavshviani manqna 5 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინელმა სამხედრომ მანქანას ესროლა, რომელშიც ქალი და ბავშვი ისხდნენ
წყარო: Stopfake
bavshviani manqna 6 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინელმა სამხედრომ მანქანას ესროლა, რომელშიც ქალი და ბავშვი ისხდნენ
წყარო: Stopfake

გარდა ამისა, ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები სავარაუდო გადაღების ადგილზე მივიდა და ასევე დაადასტურა, რომ ვიდეოს იქ იღებდნენ – დონეცკსა და მაკიივკას შორის.

bavshviani manqna 7 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინელმა სამხედრომ მანქანას ესროლა, რომელშიც ქალი და ბავშვი ისხდნენ
წყარო: Stopfake
  • უკრაინაში მანქანის ვიდეო რეგისტრატორები აკრძალულია

უკრაინაში მანქანის ვიდეო რეგისტრატორების (ჩამწერების) გამოყენება 2022 წლის მარტიდან აიკრძალა.  ეს გადაწყვეტილება ჯარების გადაადგილების გასაიდუმლოების მიზნით მიიღეს.  უკრაინის არმიის ქმედებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის სასჯელი 3-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ მანქანაში მჯდომი ქალი უპრობლემოდ ახერხებს ვიდეო რეგისტრატორის გამოყენებას და ამას “სამხედროები ვერ ამჩნევენ”. 

  • ვიდეო ჩანაწერის აუდიო ნაწილი არაბუნებრივია

საყურადღებოა ფაქტიც, რომ ვიდეოში დიალოგის ორივე მონაწილის ხმა ძალიან სუფთად ისმის, მიუხედავად იმისა, რომ ერთი-ერთი მათგანი, “უკრაინელი სამხედრო” ფანჯარასთან დგას და მანქანაში მჯდომ ქალს ისე ესაუბრება. “მითების დეტექტორი” აღნიშნულ თემაზე ტელეკომპანია “ფორმულას” საგამოძიებო გადაცემის “შაბათის ფორმულას” ოპერატორს – თაზო თხილაშვილს გაესაუბრა. მან აღნიშნა, რომ თეორიულად შესაძლებელია ვიდეო რეგისტრატორმა ხმა კარგად/სუფთად ჩაიწეროს, თუმცა, ვიდეოში მკაფიოდ ისმის კაცის ამოსუნთქვაც და წარმოუდგენელია, რომ ვიდეო რეგისტრატორი ასეთი მგრძნობიარე იყოს. მისი თქმით, დიდია იმის ალბათობა, რომ ამ ადამიანებს სამკერდე მიკროფონი ეკეთოთ და ვიდეოზე ხმა შემდეგ იყოს გადადებული. ასევე, ნაკლებად ისმის გარედან შემომავალი ბუნებრივი ხმაური, რაც ასეთ გარემოში გადაღებისას დამახასიათებელია.

აღსანიშნავია, რომ ვიდეო იმავე აღწერით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გამოაქვეყნა, თუმცა, მოგვიანებით წაშალა.

bavshviani manqna 8 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინელმა სამხედრომ მანქანას ესროლა, რომელშიც ქალი და ბავშვი ისხდნენ
წყარო: hromadske.ua

ვიდეო დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზეც განთავსდა და 30 მარტის მდგომარეობით ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია, მიუხედავად იმისა, რომ კომენტარებში მომხმარებლები წყაროს მითითებით აქტიურად წერენ, რომ ვიდეო ყალბია. 

რუსეთის საელჩო დიდ ბრიტანეთში: “სამხედროები ქალს ბავშვთან ერთად მოძრაობის წესების სავარაუდო დარღვევისთვის აჩერებენ. მას შემდეგ რაც გაიგეს, რომ ქალი რუსულად საუბარობს და თან მუსლიმია, “მამაცი” უკრაინელი მას შეურაცხყოფას აყენებს და “ღორს” უწოდებს. ბავშვს აშინებს და რამდენჯერმე ისვრის”.

bavshviani manqna 9 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინელმა სამხედრომ მანქანას ესროლა, რომელშიც ქალი და ბავშვი ისხდნენ

წყაროების შესახებ:

ფეისბუკ-ანგარიშს გოგონა ვარ გოგონა დეზინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია. მისი პოსტების შინაარსი ძირითადად პრორუსული და ანტიუკრიანულია.

bavshviani manqna 10 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინელმა სამხედრომ მანქანას ესროლა, რომელშიც ქალი და ბავშვი ისხდნენ

დეზინფორმაციას წარსულშიც ავრცელებდა ანონიმური ფეისბუკ-ანგარიში ასეა ეს ასე. მისი პოსტების შინაარსიც პრორუსული და ანტიდასავლურია.

bavshviani manqna 11 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინელმა სამხედრომ მანქანას ესროლა, რომელშიც ქალი და ბავშვი ისხდნენ

გავრცელებული ვიდეოპოსტის ერთ-ერთი ავტორის, სანდრო ლობჟანიძის მიერ გამოქვეყნებული დეზინფორმაცია მითების დეტექტორს წარსულშიც არაერთხელ გამოუვლენია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist