ონლაინ სივრცეში ვებსაიტი Formulalight.com გამოჩნდა, რომელიც ტელეკომპანია “ფორმულას” ლოგოს, სახელსა და მასალებს უნებართვოდ იყენებს. “ფორმულა” საიტთან რაიმე კავშირს უარყოფს.
საიტზე გამოქვეყნებული მასალები “ფორმულას” ოფიციალური ვებგვერდიდან არის დაკოპირებული და ხუთ თემატურ ველადაა დაყოფილი: რუსული კანონი, სალომე ზურაბიშვილი, ომი უკრაინაში, ირაკლი კობახიძე და აქცია.
ვებგვერდზე ჩვენს შესახებ და საკონტაქტო ცნობები არ არის მითითებული. ასევე უცნობია სარედაქციო გუნდის შესახებ ინფორმაცია. სოციალური მედიის ნაწილში კი Formula News-ის ფეისბუკისა და X-ის ოფიციალური ანგარიშები, ასევე ინსტაგრამ გვერდია გალინკული. აღსანიშნავია, რომ საიტის ბოლოს მითითებულია საავტორო უფლებების სიმბოლო წარწერით: © ფორმულა ყველა უფლება დაცულია. აღნიშნული ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ვებგვერდს ნებართვა “ფორმულადან” აქვს აღებული.
“მითების დეტექტორი” ფორმულას დაუკავშირდა. ტელეკომპანიამ ვებგვერდთან კავშირი უარყო და აღნიშნა, რომ Formulalight.com “ფორმულას” მასალებსა და კომპანიის ბრენდს უნებართვოდ იყენებს.
Whois.domaintools – ის თანახმად, საიტი 2023 წლის 31 მარტს შეიქმნა და IP ლოკაციად კალიფორნია არის მითითებული.
აღსანიშნავია, რომ საიტზე გამოქვეყნებული მასალები 2023 წლის 11 მარტითაც თარიღდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ Formulalight.com სიახლეებს ძველი თარიღით აქვეყნებს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.