რას ასახავს ვიდეო, რომელსაც კიევის მისადგომებთან სარაკეტო თავდასხმას უკავშირებენ?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

327
VIEWS

28 თებერვალს ფეისბუქ მომხმარებელმა რამაზ ქათამაძემ საჰაერო დაბომბვის კადრები გამოაქვეყნა. მომხმარებლის კომენატების მიხედვით კადრები ახალია და ისინი კიევის მისადგომებთან, კახოვკასთანაა გადაღებული.

Screenshot 2 20 რას ასახავს ვიდეო, რომელსაც კიევის მისადგომებთან სარაკეტო თავდასხმას უკავშირებენ?

მტკიცება იმის შესახებ, რომ ვიდეო 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის დროს კიევის მისადგომებთანაა გადაღებული, ყალბია. რეალურად, ვიდეო ინტერნეტში 2018 წლიდან ვრცელდება. რაც შეეხება ქალაქ კახოვკას, ის არა კიევის მისადგომებთან, არამედ უკრაინის სამხრეთში, ხერსონის პროვინციაში მდებარეობს.

იდენტური ვიდეო ინტერნეტში 2018 წლიდან იძებნება. ვიდეო Youtube-ის მომხმარებელმა Partha-მ 2018 წლის 28 ნოემბერს შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: “მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა ღამით”.

Screenshot 3 22 რას ასახავს ვიდეო, რომელსაც კიევის მისადგომებთან სარაკეტო თავდასხმას უკავშირებენ?

აღნიშნული ვიდეო ყალბი აღწერით 2020 წლის იანვარშიც ვრცელდებოდა. მაშინ სოციალური ქსელის მომხმარებლები ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო ირანელების მიერ ერაყში აშშ-ს სამხედრო ბაზის დაბომბვას ასახავდა. 

Screenshot 4 20 რას ასახავს ვიდეო, რომელსაც კიევის მისადგომებთან სარაკეტო თავდასხმას უკავშირებენ?

მაშინ ინფორმაცია ფაქტების გადამოწმების ამერიკულმა პლატფორმა Politifact-მა გადაამოწმა. გამოცემის მიხედვით, ვიდეოში ასახული სარაკეტო სისტემები შესაძლოა რუსეთს ეკუთვნოდეს, ხოლო ვიდეოში მათი გამოცდა იყოს ასახული. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ქალაქი კახოვკა კიევის მისადგომებთან არ მდებარეობს და მას დედაქალაქამდე სულ მცირე 460 კილომეტრი აშორებს. 

Screenshot 5 17 რას ასახავს ვიდეო, რომელსაც კიევის მისადგომებთან სარაკეტო თავდასხმას უკავშირებენ?

რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისას სოციალურ ქსელში არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

წყაროს შესახებ

ფეისბუქ მომხმარებელი რამაზ ქათამაძე ულტრანაციონალისტურ ტელევიზია “ალტ-ინფოსთან” და პარტია “კოსერვატიულ მოძრაობასთანაა დაკავშირებული. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ანგარიში სხვადასხვა ანტიდასავლური შინაარსის პოსტს აქვეყნებს. 

Screenshot 6 15 რას ასახავს ვიდეო, რომელსაც კიევის მისადგომებთან სარაკეტო თავდასხმას უკავშირებენ?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist