24 თებერვალს ფეისბუქ-გვერდმა კარდჰუმ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ტანკი ჩანს, ფოტოს აღწერაში კი მიუთითა, რომ რუსული ტანკები კიევის მისადგომებთან გამოჩდნენ.
“კარდჰუს” მიერ გავრცელებული ფოტო არა კიევის მისადგომებთან, არამედ დონეცკში 22 თებერვსალსაა გადაღებული, მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა დონეცკსა და ლუგანსკში რუსული ჯარის განლაგების ბრძანება გასცა.
ფოტო რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყებამდე 2 დღით ადრე, 22 თებერვალსაა გადაღებული. რეალურად, ის არა კიევში, არამედ დონეცკშია გადაღებული. ფოტო მას შემდეგაა გადაღებული, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინის 2 სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა და ამ რეგიონებში რუსული ჯარის განლაგების ბრძანება გასცა.
“კარდჰუს” პოსტი ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს რუსული ტანკები უშუალოდ უკრაინის დედაქალაქ კიევთან არიან განლაგებული, რაც პოსტის გამოქვეყნების დროს არ დასტურდებოდა. დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსული ჯარი კიევის ოქლში შეიჭრა. CNN-ის ინფორმაციით, რუსეთის დესანტმა კიევთან ახლოს მდებარე ანტონოვის აეროპორტის დაკავება შეძელო. თუმცა, ინფორმაცია, რომ რუსული ჯარები უშუალოდ უკრაინის დედაქალაქის ტერიტორიაზე შევიდნენ ჯერ-ჯერობით არ დასტურდება.
24 თებერვალს საქართველოში ყალბი აღწერით გავრცელებული სხვა კადრების შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
- ალტ-ინფო რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას ჩინეთში ქიმიური ნივთიერებების საწყობის აფეთქების კადრებს ავრცელებს
- ვიდეო არა რუსეთ-უკრაინის ომს, არამედ 2016 წლის რუსი პარაშუტისტების კადრებს ასახავს
- 2020 წლის რუსული აღლუმის ფოტოს უკრაინაზე თავდასხმის საილუსტრაციოდ ავრცელებენ
- 2014 წლის ფოტო 2022 წლის ომის დროს ხარკოვის აღების ილუსტრაციად გამოიყენება
- მარიუპოლის დაბომბვის შესახებ ვიდეო ყალბი აღწერით ვრცელდება
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.