“ალტინფო” ნიკოლაევში რუსი სამხედროების შესვლის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

306
VIEWS

25 თებერვალს კრემლისტური “ალტ-ინფოს” ფეისბუქ გვერდმა “ალტ-ტელევიზიამ” გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის თანმხლებ აღწერაში წერს, რომ უკრაინის ქალაქ ნიკოლაევში რუსული ჯარები შევიდნენ.

ვიდეოში ჩანს სამხედრო ტექნიკის გადადგილება, თუმცა უცნობია, ვის ეკუთვნის ტექნიკა და რომელ ქალაქში ხდება მოქმედება.

1 5 “ალტინფო” ნიკოლაევში რუსი სამხედროების შესვლის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს

გავრცელებული მტკიცება, თითქოს ნიკოლაევში რუსული ჯარები შევიდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება. ინფორმაცია ნიკოლაევის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა უარყო.

ვიდეო ფეისბუქის გარდა სხვა სოციალურ ქსელებშიც, მათ შორის ტვიტერზე და ტელეგრამზეც გავრცელდა. ბელარუსულმა ოპოზიციურმა საინფორმაციო სააგენტო “ნექსტამ” ვიდეო ტელეგრამ არხზე გაავრცელა და მიუთითა, რომ ინფორმაცია ყალბია და რუსი სამხედროები ნიკოლაევში არ შესულან. ინფორმაცია თავად ნიკოლაევის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა უარყო და აღნიშნა, რომ ნიკოლაევმა თავდაცვა გააძლიერა, სიტუაცია კონტროლის ქვეშაა და ისინი არ დანებებულან. ამის შესახებ ვიტალი კიმმა ფეისბუქზე ვიდეო მიმართვაშიც ისაუბრა და თავის ტელეგრამ არხზე პოსტიც გამოქვეყნა:

”ამჟამად აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიკოლაევში რუსული ჯარები შევიდნენ. ეს ყალბია. ნიკოლაევის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ვიტალი კიმთან ერთად, მერი მუდმივად არის კავშირში ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ქალაქის და რეგიონალური ხელისუფლება მუშაობს გაძლიერებულ რეჟიმში და კოორდინაციას უწევს ყველა მოქმედებას სამხედროებთან…” – წერია განცხადებაში.

2 4 “ალტინფო” ნიკოლაევში რუსი სამხედროების შესვლის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს
პოსტი Віталій Кім / Миколаївська ОДА-ს ტელეგრამ არხიდან
3 3 “ალტინფო” ნიკოლაევში რუსი სამხედროების შესვლის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს
პოსტი NEXTA Live-ის ტელეგრამ არხიდან

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist