2020 წლის რუსული აღლუმის ვიდეოს უკრაინაზე თავდასხმის საილუსტრაციოდ ავრცელებენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

607
VIEWS

24 თებერვალს საქართველოში სამხედრო თვითმფრინავების ამსახველი ვიდეო ფართოდ გავრცელდა. აღწერების მიხედვით, კადრები უკრაინაში იყო გადაღებული, ხოლო თვითმფრინავები რუსეთის სამხედრო ძალებს ეკუთვნოდა. ვიდეოები “ალტ-ინფოს” წამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ, ბლოგერმა ბექა ვარდოსანიძემ და ფეისბუკ გვერდმა “კარდჰუ” გაავრცელეს. კარდჰუს მიხედვით, “რუსული გაამანადგურებლები და ბომბდამშენები უკრაინის ქალაქებს ბომბავენ.” მჟავანაძემ ვიდეოს შემდეგი აღწერა დაურთო: “ჯოჯოხეთია.” ხოლო ბექა ვარდოსანიძემ: “საბრძოლო თვითმფრიანვები!!!” 

Screenshot 1 16 2020 წლის რუსული აღლუმის ვიდეოს უკრაინაზე თავდასხმის საილუსტრაციოდ ავრცელებენ

გავრცელებული კადრები ყალბი აღწერით ვრცელდება, რეალურად ვიდეო არა 2022 წელს უკრაინაში, არამედ 2020 წელს რუსეთში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავი აღლუმის რეპეტიციის დროსაა გადაღებული. 

ამერიკული მედია ორგანიზაციის First Draft-ის რედაქტორმა 24 თებერვალს ტვიტერის საკუთარ ანგარიშზე დაწერა, რომ კადრები რეალურად, 2020 წლის საჰაერო შოუდან იყო და უკაინაში 2022 წლის თებერვალში მიმდინარე მოვლენებს არასწორად უკავშირებდნენ. 

Screenshot 2 16 2020 წლის რუსული აღლუმის ვიდეოს უკრაინაზე თავდასხმის საილუსტრაციოდ ავრცელებენ

2020 წლის 9 მაისს რუსეთში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება მასშტაბურად აღინიშნა. აღლუმისთვის მზადება წინა დღეებში მიმდინარეობდა. მოსკოვში გასამართი საჰაერო შოუს ერთ-ერთი რეპეტიცია 4 მაისს შედგა.

გავრცელებული ვიდეო სწორედ 2020 წლის 4 მაისის რეპეტიციის კადრებს ასახავს. 

Screenshot 3 18 2020 წლის რუსული აღლუმის ვიდეოს უკრაინაზე თავდასხმის საილუსტრაციოდ ავრცელებენ

აღწერის მიხედვით, კადრები მოსკოვთან ახლოს, ქალაქ ტუშინოს თავზეა გადაღებული. ვიდეო ინტერნეტში  2020 წლის 4 მაისიდან იძებნება. ყალბი აღწერის მქონე ვიდეო ორიგინალისგან განსხვავებით უფრო მოკლეა და მასში მხოლოდ საბრძოლო თვითმფრინავები ჩანს. 

საქართველოს გარდა, აღნიშნული ვიდეო ყალბი აღწერით მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა, ინფორმაცია ფაქტების ესპანელმა ანალიტიკოსებმაც გადაამოწმეს

24 თებერვალს საქართველოში ყალბი აღწერით გავრცელებული სხვა კადრების შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

მჯ
მჟავანაძე ნიკოლოზ

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist