2014 წლის ფოტო 2022 წლის ომის დროს ხარკოვის აღების ილუსტრაციად გამოიყენება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

728
VIEWS

24 თებერვალს ფეისბუქ გვერდმა The Caucasian Telegraph გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ჩანს, თუ როგორ აღმართავენ რუსეთის დროშას შენობაზე, ხარკოვში. პოსტში აღნიშნულია, რომ ინტერნეტში ხარკოვიდან ფოტოები ვრცელდება, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მოვლენები 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგომ განვითარებულ მოვლენებს ასახავს.

Screenshot 15 8 2014 წლის ფოტო 2022 წლის ომის დროს ხარკოვის აღების ილუსტრაციად გამოიყენება

ფოტო სინამდვილეში 2014 წლის მოვლენებს ასახავს, კერძოდ პრო-რუსი აქტივისტების აქციას და მისი 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის დროს გავრცელება მკითხველს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ ხარკოვი რუსებმა აიღეს, რაც ოფიციალური წყაროებით არ დასტურდება. შესაბამისად, პოსტი დეზინფორმაციულია.  

გავრცელებული ფოტო უკრაინაში 2014 წლის მარტში მიმდინარე მოვლენებს ასახავს, ეს კონკრეტული ფოტო კი reuters-ს ეკუთვნის. ფოტო გადაღებულია იმ მოვლენების დროს, როდესაც პრო-რუსმა აქტივისტებმა ხარკოვის რეგიონული საბჭოს შენობაზე რუსეთის დროშა აღმართეს. Reuters-ით ინფორმაციით, რამდენიმე ასეული კრემლის მხარდამჭერი აქტივისტი დონეცკში შეიკრიბა და და მთავრობის ადმინისტრაციული შენობა დაიკავა, თუმცა ქალაქში კიევის ხელისუფლების მხარდასაჭერად უფრო მსხვილმასშტაბიანი დემონსტრაციები მიმდინარეობდა.

ოფიციალური კიევის ცნობით, 2014 წლის მარტში საპროტესტო აქციები უკრაინის აღმოსავლეთში და სამხრეთში მოსკოვმა დაგეგმა, რათა უკრაინაში შეჭრა და ყირიმის მიერთება გაემართლებინა. 

რუსული მედია აქტიურად ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს უკრაინა რუსეთის ჯარებს წინააღმდეგობას არ უწევს და ნებდება. ინფორმაცია უკრაინულმა ფაქტების გადამოწმებელმა პორტალმა Stop Fake-მა გადაამოწმა, ამჟამინდელი მდგომარეობით უკრაინა სიტუაციას აკონტროლებს.

Screenshot 16 6 2014 წლის ფოტო 2022 წლის ომის დროს ხარკოვის აღების ილუსტრაციად გამოიყენება

წყაროს შესახებ

ქართულენოვანი ფეისბუქ გვერდი The Caucasian Telegraph, 2020 წლის 2 ოქტომბერს შეიქმნა. ის კორონავირუსთან და მსოფლიო პოლიტიკის სიახლეებთან ერთად პერიოდულად არმენოფობიურ ვიდეოებს აქვეყნებს. გვერდი ორი ადმინის მიერ საქართველოდან იმართება.

გვერდი ყარაბაღის კონფლიქტის განვითარებასთან ერთად გააქტიურდა, გამოქვეყნებული პოსტები ხშირად სომხურ დიასპორას მიემართება და მათ მსოფლიო საფრთხედ წარმოაჩენს, მათთან დაკავშირებით ქვეყნდება კონსპირაციული ვიდეოებიც. გვერდზე ასევე ჟღერდება პრორუსული, ანტიდასავლური და ჰომოფობიური გზავნილებიც.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist