ალტ-ინფო რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას ჩინეთში ქიმიური ნივთიერებების საწყობის აფეთქების კადრებს ავრცელებს

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

1.3k
VIEWS

უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალების სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ კრემლისტურმა მედია ალტ-ინფომ საგანგებო ეთერი დაიწყო, რომელსაც ფონად საბრძოლო მოქმედებების და აფეთქებების ამსახველი კადრები გასდევს. ერთ-ერთ ვიდეოში ისმის ინგლისური საუბარი: “მგონი ბენზინგასამართი სადგური აფეთქდა”. აღნიშნული კადრები გადაცემის განმავლობაში რამდენჯერმე გაიმეორეს.

Screenshot 17 6 ალტ-ინფო რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას ჩინეთში ქიმიური ნივთიერებების საწყობის აფეთქების კადრებს ავრცელებს

ალტ-ინფოს ეთერში გასული ეს კადრები არა უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებულ დაბომბვას, არამედ 2015 წლის აგვისტოში ჩინეთში ქიმიური ნივთიერებების საწყობში მომხდარ აფეთქებას ასახავს.

რეალურად, აღნიშნული კადრები უკრაინაში არ არის გადაღებული. ის 2015 წელს ჩინეთის ქალაქ ტიანჯინში საწყობის აფეთქებას ასახავს, სადაც ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებები და გაზი ინახებოდა. აფეთქებას 55 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვიდეოში ისმის ქალის და მამაკაცის ხმა. ვიდეოს ტექტი, რომელშიც მამაკაცი ამბობს, რომ სავარაუდოდ, ბენზინგასამართი სადგური აფეთქდა, ალტ-ინფოს ეთერშიც ისმის.

Screenshot 18 6 ალტ-ინფო რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას ჩინეთში ქიმიური ნივთიერებების საწყობის აფეთქების კადრებს ავრცელებს


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist