ინფორმაცია, ხარკოვში სომხეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცის ტყვედ ჩავარდნის შესახებ, ყალბია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

477
VIEWS

26 თებერვალს სოციალურ მედიაში ხარკოვში სომეხი ჯარისკაცის ტყვედ ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია ფართოდ გავრცელდა. ამ შინაარსის პოსტები ჯარისკაცის ფოტოსთან ერთად ფეისბუქ მომხმარებელმა Beso Qatamadze-მ და გამოცემა Pia.ge_მ გამოაქვეყნეს. აღწერების მიხედვით, სომხეთის ხელისუფლებას, მართალია, ჯერ არ გადაუწყვიტავს, უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში რუსეთს მხარს დაუჭერს თუ არა, თუმცა პირველი პრეცენდენტი უკვე დაფიქსირდა და “ხარკოვში სომხეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი ტყვედ ჩავარდა.”  

Pia.ge-მ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარის გავრცელების შემდეგ პოსტი ჩაასწორა და აღწერაში მიუთითა, რომ მამაკაცი სავარაუდოდ სომხეთის შეიარაღებულ ძალებს წარმოადგენდა. ჩასწორებადმდე Pia.ge-ს პოსტი ფეისბუქ გვერდმა “დედაქალაქი” გააზიარა, გვერდზე ტექსტი შესწორების გარეშე იძებნება.

3 6 ინფორმაცია, ხარკოვში სომხეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცის ტყვედ ჩავარდნის შესახებ, ყალბია

4 4 ინფორმაცია, ხარკოვში სომხეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცის ტყვედ ჩავარდნის შესახებ, ყალბია

მტკიცება იმის შესახებ, რომ ხარკოვში სომხეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი ტყვედ ჩავარდა, ყალბია. რეალურად, ფოტოზე გამოსახული მამაკაცი სომხეთის არმიის მოქმედი წევრი არ არის, ის უკრაინაში 2020 წლის ზაფხულიდან იმყოფება და ბრალი მარადიორობაში ედება. 

ფოტო, რომელიც საქართველოში გარვცელდა, თავდაპირველად ტელეგრამის სომხურმა არხმა TSEHAKRON-მა 11:03 საათზე გამოაქვეყნა. TSEHAKRON-ი სომხურ პატრიოტულ მოძრაობად პოზიციონირებს. გავრცელებულ ფოტოზე სწორედ მოძრაობის ლოგოს ვხედავთ. 

5 2 ინფორმაცია, ხარკოვში სომხეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცის ტყვედ ჩავარდნის შესახებ, ყალბია

ფოტოსთან ერთად გავრცელებულ ტექსტში TSEHAKRON-ი სვამდა კითხვებს, აპირებდა თუ არა სომხეთის ხელისუფლება ხალხისთვის რამე ეთქვა, მაგალითად, თუ რატომ დააკავეს სომეხი ჯარისკაცი ხარკოვში.

11:36 საათზე ფოტო ტელეგრამის არხზე Реальная Война გამოქვეყნდა. ქართულ სოციალურ ქსელში სწორედ Реальная Война-ს ფოტო და აღწერა გავრცელდა. 

2 7 ინფორმაცია, ხარკოვში სომხეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცის ტყვედ ჩავარდნის შესახებ, ყალბია

11:36 საათზე ფოტო ტელეგრამის არხზე Реальная Война გამოქვეყნდა. ქართულ სოციალურ ქსელში სწორედ Реальная Война-ს ფოტო და აღწერა გავრცელდა. 

ინფორმაციის გადასამოწმებლად სომხური ფაქტების გამოძიების პლატფორმა FIP სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სამინისტროს სპიკერმა ვაჰან ჰუნანიანმა უარყო, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი ხარკოვში დააკავეს. მან ინფორმაციას “სრული დეზინფორმაცია” უწოდა. 

16:00 საათზე ტელეგრამის არხმა TSEHAKRON-მა გავრცელებულ ფოტოზე გამოსახული მამაკაცის დაკავების შესახებ ვიდეო გამოაქვეყნა.

6 1 ინფორმაცია, ხარკოვში სომხეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცის ტყვედ ჩავარდნის შესახებ, ყალბია

ვიდეოში მამაკაცი ამბობს, რომ ის უკრაინაში 2020 წლის ზაფხულში ჩავიდა და მას შემდეგ იქ ცხოვრობს. აღსანიშნავია ისიც, რომ ის სამხედრო ტყვედ არ ჩავარდნილა, არამედ ომის დროს მარადიორობის ბრალდებით დააკავეს, რაც თავადაც აღიარა და თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დროს მარადიორობა ნამდვილად დაიწყო და ამის გამო წუხს. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, სომხეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist