ვიდეო არა რუსეთ-უკრაინის ომს, არამედ 2016 წლის რუსი პარაშუტისტების კადრებს ასახავს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

583
VIEWS

24 თებერვალს ფეისბუქ მომხმარებელმა Levan Pruidze დესანტის გადასხმის ამსახველი ვიდეო შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა:გისურვებთ არცერთი აღარ დაბრუნდეთ სახლში!” მომხმარებელი კომენტარში წერს, რომ ვიდეო, სავარაუდოდ, ხარკოვთანაა გადაღებული. 

Screenshot 4 17 ვიდეო არა რუსეთ-უკრაინის ომს, არამედ 2016 წლის რუსი პარაშუტისტების კადრებს ასახავს

ვიდეო არასწორი აღწერით ვრცელდება. რეალურად, კადრები არა 2022 წელს, არამედ 2016 წელსაა გადაღებული და ყველაზე ადრეული აღწერის მიხედვით, რუს პარაშუტისტებს ასახავს. 

ვიდეო ინტერნეტში 2016 წლიდან ვრცელდება. 2016 წელს მომხმარებელმა Свингер & Партнёры აღნიშნული ვიდეო შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: “დაიმახსოვრეთ, ასე გამოიყურებიან რუსი პარაშტისტები.”  

Screenshot 5 14 ვიდეო არა რუსეთ-უკრაინის ომს, არამედ 2016 წლის რუსი პარაშუტისტების კადრებს ასახავს

ვიდეო 2018 და 2019 წლებში სხვადასხვა საიტზე იდენტური წარწერით გავრცელდა. 

Screenshot 6 13 ვიდეო არა რუსეთ-უკრაინის ომს, არამედ 2016 წლის რუსი პარაშუტისტების კადრებს ასახავს Screenshot 7 13 ვიდეო არა რუსეთ-უკრაინის ომს, არამედ 2016 წლის რუსი პარაშუტისტების კადრებს ასახავს

24 თებერვალს საქართველოში ყალბი აღწერით გავრცელებული სხვა კადრების შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist