მაიდანი 2014 წელს თუ კიევი 2022 წელს? – რას ასახავს ვიდეო?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

2k
VIEWS

26 თებერვალს სოციალურ ქსელში ფართოდ გავრცელდა ვიდეო, სადაც საღამოს ქალაქის ქუჩებში ტანკის გადაადგილება და ე.წ. “მოლოტოვის კოქტეილებით” მასზე თავდასხმა ჩანს. ვიდეო მომხმარებლებმა Greg Ksiazek, Berdia Kalandia, Ієромонах Нектарій Мчедлідзе, პოლიტიკოსმა გიორგი ბარამიძემ და ტელეკომპანია TV25-მა გაავრცელეს. Greg Ksiazek-ის მიხედვით, ვიდეო კიევის მისადგომებთანაა გადაღებული. Berdia Kalandia-ს, TV25-ისა და გიორგი ბარამიძის აღწერებში მოვლენის გადაღების ადგილი მითითებული არ არის, თუმცა ნათქვამია, რომ უკრაინელები რუსულ ტანკებს ასე იგერიებენ. 

1 7 მაიდანი 2014 წელს თუ კიევი 2022 წელს? - რას ასახავს ვიდეო?

2 6 მაიდანი 2014 წელს თუ კიევი 2022 წელს? - რას ასახავს ვიდეო?

ვიდეო არასწორი აღწერით ვრცელდება. რეალურად, კადრები არა 2022 წელს, არამედ 2014 წელს მაიდანის მოვლენების დროსაა გადაღებული. 

ვიდეო რეალურად 2014 წელსაა გადაღებული და კიევში მაიდანის მოვლენებს ასახავს.

3 5 მაიდანი 2014 წელს თუ კიევი 2022 წელს? - რას ასახავს ვიდეო?

იგივე კადრები არასწორი აღწერით 2022 წლის იანვარში ყახაზეთში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციების დროსაც ვრცელდებოდა.

4 3 მაიდანი 2014 წელს თუ კიევი 2022 წელს? - რას ასახავს ვიდეო?

კადრებს ალმათში შექმნილ ვითარებას მიაწერდნენ. მაშინ ინფორმაცია ყაზახურმა გამოცემა kyzylorda-news.kz-მ გადაამოწმა. 

რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ საქართველოში ყალბი აღწერით გავრცელებული სხვა კადრებზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist