მარიუპოლის დაბომბვის შესახებ ვიდეო ყალბი აღწერით ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

478
VIEWS

24 თებერვალს ფეისბუქ მომხმარებელმა Shota Apkhaidze-მ უკრაინის ქალაქი მარიუპოლის მასობრივად დაბომბვის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. გავრცელებულ ვიდეოში აფეთქების ხმა ისმის. აღწერის   მიხედვით, ქალაქი მარიუპოლი მასირებულად იბომბება. 

ვიდეო ყალბი აღწერით ვრცელდება. რეალურად, ვიდეო 29 იანვარს გამოქვეყნდა და აღწერის მიხედვით, არა მარიუპოლის მასშტაბურ დაბომბვას, არამედ ელექტროსადგურზე მეხის დაცემას ასახავს. 

ვიდეო პირველად 2022 წლის 29 იანვარს Tik-Tok-ის მომხმარებელმა @kiryshkkanew-მ გაავრცელა. ვიდეოს თავდაპირველი აღწერის მიხედვით, კადრებში ელექტროსადგურზე მეხის დაცემაა ასახული. მართლაც, ვიდეოში ჯერ ხმა ისმის, შემდეგ მასშტაბური ელვა ჩანს, შემდეგ კი ნათებას ვხედავთ, რაც სავარაუდოდ, შენობის აფეთქებაზე მიანიშნებს. 

Tik-Tok-ის აღნიშნული ანგარიში სხვადასხვა აფეთქების ამსახველ ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს

ყალბი აღწერის მქონე ვიდეო თურქმა ფაქტების ანალიტიკოსებმაც გადაამოწმეს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთმა უკრაინაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმის დაწყების შემდეგ ქალაქი მარიუპოლიც დაბომბა.

24 თებერვალს საქართველოში ყალბი აღწერით გავრცელებული სხვა კადრების შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist