ბექა ვარდოსანიძე რუსული ტანკის მიერ ავტომობილზე გადავლას უკრაინას აბრალებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1.6k
VIEWS

25 თებერვალს ფეისბუქ მომხმარებელმა ბექა ვარდოსანიძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ტანკი, რომელმაც უკრაინაში მსუბუქ ავტომობილს გადაუარა არა რუსების, არამედ უკრაინელების იყო და ტექნიკური გაუმართაობის გამო მართვა დაკარგა. ვარდოსანიძის თქმით, ამ მტკიცების არგუმენტი ისაა, რომ რუსული ტანკები კოლონებით დადიან, ხოლო ვიდეოში ასახული ტანკი მარტო მოძრაობდა.

Screenshot 18 7 ბექა ვარდოსანიძე რუსული ტანკის მიერ ავტომობილზე გადავლას უკრაინას აბრალებს

ვარდოსანიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, ქვეითთა საბრძოლო მანქანა, რომელმაც ავტომობილს გადაუარა, რუსეთს ეკუთვნის და მასში რუს დივერსანტთა და მზვერავთა ჯგუფი იმყოფებოდა.

ბექა ვარდოსანიძის მიერ გავრცელებული ვიდეოები დედაქალაქ კიევის ჩრდილოეთით, ობოლონშია გადაღებული. აღნიშნული დეზინფორმაცია, რომელიც რუსული საბრძოლო მანქანის მიერ ჩადენილ ქმედებას უკრაინის არმიას უკავშირებს, რუსულ ტელეგრამ არხებზე გავრცელდა. ინფორმაცია უკრაინის ფაქტების ანალიტიკოსმა ორგანიზაცია StopFake-მა შეისწავლა.

Screenshot 19 6 ბექა ვარდოსანიძე რუსული ტანკის მიერ ავტომობილზე გადავლას უკრაინას აბრალებს
წყარო: StopFake

მათი ინფორმაციით კრემლისტურ ტელეგრამ არხებზე გაავრცელეს ფოტო, რომელშიც დაზიანებულ მანქანაში მყოფი მამაკაცი ჩანდა და ამტკიცებდნენ, რომ ეს უკრაინულმა საბრძოლო მანქანამ და უკრაინელმა მებრძოლებმა ჩაიდინეს. ტელეგრამ არხებში მტკიცებულებად ბექა ვარდოსანიძის მსგავსი არგუმენტი მოჰყავთ, რომ დედაქალაქ კიევში ჯერ რუსული საბრძოლო ტექნიკა არ შესულა და შესაბამისად, მშვიდობიან მოქალაქეებს თავს უკრაინელი მებრძოლები ესხმიან.

StopFake-ის ინფორმაციით, რეალურად ქვეითთა საბრძოლო მანქანა რუსულია და მასში რუს დივერსანტთა და მზვერავთა ჯგუფი იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ობოლონში მტრის დივერსანტთა და მზვერავთა ჯგუფი იმყოფებოდა. მათ მოქალაქეებს ჯავშანტექნიკის გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მიწოდების, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების დამზადების და სიფრთხილისკენ მოუწოდეს და სთხოვეს, არ დაეტოვებინათ სახლები.

მოგვიანებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია ობოლონში დივერსიული ჯგუფის განადგურების შესახებ.

რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისას სოციალურ ქსელში არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist