კიევში საჰაერო დესანტის გადმოსხმის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

275
VIEWS

27 თებერვალს სოციალურ ქსელში კიევში რუსული საჰაერო დესანტის გადმოსხმის შესახებ ინფორმაცია ფართოდ გავრცელდა. ფეისბუკ გვერდები დანტესი, იურისპრუდენცია და მედია საშუალებები News Agency – DailyInfo.Ge,TIA.GE, რუსთავი 2 წერდნენ, რომ ოკუპანტების საჰაერო დესანტი კიევში პარაშუტებით ეშვებოდა.

Screenshot 1 19 კიევში საჰაერო დესანტის გადმოსხმის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება Screenshot 2 19 კიევში საჰაერო დესანტის გადმოსხმის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
ინფორმაცია კიევში საჰაერო დესანტის გადმოსხმის შესახებ მცდარია. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ გავრცელებულ ინფორმაციას ყალბი უწოდა.

27 თებერვალის ღამეს უკრაინულ და რუსულ ტელეგრამ არხებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ  კიევის მახლობლად, სოფიევსკაია ბორშაგოვკაზე რუსული საჰაერო დესანტი ეშვებოდა. რამდენიმე წუთში იმავე ტელეგრამ არხში (Украина Online Новости Война) დაიწერა, რომ დესანტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გადამოწმებული არ იყო და ერთ-ერთი ვერსიით, ფოტოზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ დატოვებული კვალი ჩანდა.

Screenshot 3 21 კიევში საჰაერო დესანტის გადმოსხმის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
გავრცელებულ ფოტოსა და ინფორმაციას თავის ტელეგრამ არხში (Pravda Gerashchenko) მყისიერად გამოეხმაურა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო და ტყუილი უწოდა:

ანტონ გერაშენკო, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი: “მოკლედ, სოფიევსკაია ბორშაგოვკაზე  საჰაერო დესანტის დასხდომის შესახებ ინფორმაცია ფეიკია, თანაც ძალიან იაფფასიანი და ცუდად დახატული.”

Screenshot 4 19 კიევში საჰაერო დესანტის გადმოსხმის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

რამდენიმე წუთში, ტელეგრამ არხში УНИАН – новости Украины უკრაინელი პოლიტიკოსის, ევგენი კარასის გამოხმაურებაც გამოჩნდა, რომელმაც განაცხადა, რომ ცაში გაჩენილი სილუეტები საზენიტო დანადგარების კვალი იყო.

Screenshot 5 16 კიევში საჰაერო დესანტის გადმოსხმის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისას სოციალურ ქსელში არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist