უკრაინა თუ სირია? – რას ასახავს სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

530
VIEWS

24 თებერვალს ონლაინ გამოცემა კომერსანტის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომეიც დაბომბვის კადრებს ასახავს. პოსტის მიხედვით, ვიდეო დონბასში უკრაინული ბაირაქტარების მიერ რუსული ტანკების დაბომბვას ასახავს.

Screenshot 15 10 უკრაინა თუ სირია? - რას ასახავს სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო

ვიდეოს აღწერა სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, კადრები 2020 წელს გავრცელდა და არა უკრაინას, არამედ სირიაში თურქეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას ასახავს.

კადრები, რომელიც პოსტს თან ახლავს, ჯერ კიდევ 2020 წლის მარტიდან ვრცელდება. 3 მარტს აღნიშნული ვიდეო არაბულენოვანი აღწერით გვერდზე Clash Report გამოქვეყნდა. აღწერის მიხედვით ის სირიის იდლიბის პროვინციაში თურქეთის მიერ ბაირაქტარის დრონებით განხორციელებულ თავდასხმას ასახავს.

Screenshot 16 8 უკრაინა თუ სირია? - რას ასახავს სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო

ვიდეო ყალბი აღწერით, თითქოს ის რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომს ასახავს არაბულენოვან წყაროებშიც გავრცელდა, რაც სირიულმა ფაქტების გადამმოწმებელმა პლატფორმამ Verify-sy შეისწავლა და დაადგინა, რომ ვიდეო სირიაში 2020 წელს განვითარებულ მოვლენების ილუსტრაციაა.

რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ საქართველოში ყალბი აღწერით გავრცელებული სხვა კადრებზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: თურქეთი, რუსეთი, სირია, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist