მითების დეტექტორის ლაბორატორია – XIII ჯგუფი

კითხვის დრო: 8 წუთი

კითხვის დრო: 8 წუთი

218
VIEWS


thamar maisuradze მითების დეტექტორის ლაბორატორია – XIII ჯგუფი


თამარ მაისურაძე


თამარი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის საფეხურზე, მოლეკულური ბიომეცნიერებების მიმართულებით, სწავლობს. ის ეწევა პედაგოგიურ საქმიანობასაც, უზიარებს მოსწავლეებს მის გამოცდილებას და ცდილობს განუვითაროს მათ ცხოვრებისეულ გამოწვევებთან ბრძოლის უნარები. პროექტში მონაწილეობის მთავარი მიზანი თვითგანვითარება და მიღებული ცოდნის მოსწავლეებისთვის გადაცემაა.

საკონკურსო ნამუშევარი:

გენმოდიფიცირებული ორგანიზმები

მომზადებული მასალები:

მორიგ თაღლითურ სქემაში ადამიანების ჩასართავად ღარიბაშვილის და ლუკოილის სახელს იყენებენ

 

tate მითების დეტექტორის ლაბორატორია – XIII ჯგუფი

 

ტათევიკ ხოცანიანი


ტათევიკი 19 წლისაა, ცხოვრობს სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯაში. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს, საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე და ასევე, მუშაობს სომხურენოვან მედიაპლატფორმა “ალიქ მედიაში” ჟურნალისტად. ტათევიკი ამზადებს ქალთა უფლებებზე ანალიტიკურ სტატიებს და სწორ ინფორმაციას აწვდის საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს. მისი აზრით, მედიაწიგნიერება, ყველა მოქალაქისთვის და განსაკუთრებით არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია.

მომზადებული მასალები:

დეზინფორმაცია, თითქოს იაპონია ამტკიცებს, რომ COVID-19 ბიოლაბორატორიებში შექმნეს

mariam niguriani მითების დეტექტორის ლაბორატორია – XIII ჯგუფი



მარიამ ნიგურიანი


მარიამი 22 წლისაა, ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. ამჟამად ის ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს. მარიამი დაინტერესებულია ფრანგული ენის შესწავლით. ის არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს თანასწორობის ასოციაციის” გუნდის წევრია, რომელიც ემსახურება ახალგაზრდებში თანასწორობასთან დაკავშირებული საკითხების მიმართ ცნობიერების ამაღლებას და პრაქტიკაში დანერგვას.

საკონკურსო ნამუშევარი:

როჰინგას გენოციდი

მომზადებული მასალები:

ჟურნალ TITANIC-ის სახელით ყალბი გარეკანის ფოტო ვრცელდება

lasha qvlividze მითების დეტექტორის ლაბორატორია – XIII ჯგუფი

 

ლაშა ქვლივიძე


ლაშა სამოქალაქო აქტივისტი და ბლოგერია. სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართული ენის ფილოლოგიის ბაკალავრის საფეხურზე. ის არასამთავრობო ორგანიზაცია – „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“ თანადამფუძნებელია. ლაშა დაინტერესებულია ენათმეცნიერებით, პოლიტიკითა და ისტორიით; ფლობს ინგლისურ, რუსულ და უკრაინულ ენებს, წერს სტატიებს რუსული პროპაგანდისა და მისი ზეგავლენის შესახებ, მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოვლენებზე. ქმნის, როგორც პოეტურ, ასევე პროზაულ ნაწარმოებებს. უნივერსიტეტში ძირითადად მუშაობს ენათმეცნიერებაზე, საბჭოთა, რუსეთის იმპერიისდროინდელ და თანამედროვე ტექსტების ანალიზზე. ლაშა საკმაო დროს უთმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციის აღწერას და ანალიზს.

საკონკურსო ნამუშევარი:

კანდიდატის სტატუსით მანიპულირება ხელისუფლების მიერ

მომზადებული მასალები:

 

lasha machabeli მითების დეტექტორის ლაბორატორია – XIII ჯგუფი

 

ლაშა მაჩაბელი


ლაშა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. იგი ახალგაზრდულ პროექტებსა და სხვადასხვა სასწავლო კურსში აქტიურადაა ჩართული. ამჟამად, ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივის (YEAs) გამგეობის წევრია. ლაშა, ასევე, “პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების ცენტრის” წევრია. იგი მონაწილეობდა ჩეხეთში ჩატარებულ Erasmus + ტრენინგ კურსში – „არა სიძულვილის ენას“. მას არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის მოხალისეობრივ საწყისებზე მუშაობის გამოცდილება აქვს (World Vision, Sunny House, Helping hand და სხვა). ლაშა დაინტერესებულია, როგორც ქვეყნების საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებით, ასევე პროპაგანდის, დეზინფორმაციისა და პოლიტიკური ნარატივების კვლევით.

საკონკურსო ნამუშევარი:

პარტიული ევროსკეპტიციზმი ევროკავშირში

მომზადებული მასალები:

ფოტომანიპულაცია, თითქოს ოტავაში პალესტინის მხარდამჭერებს ღაზაში წაყვანას სთავაზობენ

varazashvili მითების დეტექტორის ლაბორატორია – XIII ჯგუფი

 

მარიამ ვარაზაშვილი 


მარიამი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულია. Erasmus+ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ერთი აკადემიური სემესტრით სწავლობდა ლიმერიკისა (ირლანდია) და გრონინგენის (ნიდერლანდები) უნივერსიტეტებში. დაინტერესებულია ევროკავშირის პოლიტიკისა და მიგრაციის შესწავლით.

საკონკურსო ნამუშევარი:

“ლამაზი მეგობარი”: ჩინეთი, როგორც დასავლეთის ალტერნატივა საქართველოში

მომზადებული მასალები:

დეზინფორმაცია უკრაინელი ბავშვებით ვაჭრობის სქემაში კოკა-კოლის მონაწილეობაზე

mariam miqiani მითების დეტექტორის ლაბორატორია – XIII ჯგუფი

 

მარიამ მიქიანი


მარიამი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ბაკალავრია. ის არასამთავრობო ორგანიზაციის – ”თაობათა გაძლიერების ქსელის” (GEN-Generations Empowerment Network), თანადამფუძნებელია. მარიამს აქვს სხვადასხვა ორგანიზაციასა თუ კომპანიაში მუშაობის გამოცდილებაც, მათ შორისაა: საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, კონრად ადენაუერის ფონდი, PMCG და ა.შ. ის მუდმივად არის ჩართული მოხალისეობრივ საქმიანობაში – ‘’ახალგაზრდა ევროპელი ელჩის’’ მანდატით. მისი ინტერესის სფეროებია: ჰიბრიდული ომი, ევროკავშირი, რუსეთის საგარეო პოლიტიკა.

საკონკურსო ნამუშევარი:

ქართული ენა, როგორც იდენტობის განუყოფელი ნაწილი: ევროკავშირისა და რუსეთის პოლიტიკის შედარება

მომზადებული მასალები:

დეზინფორმაცია, თითქოს ბავშვებს პროფილაქტიკური აცრები არ სჭირდებათ

thekla kharazishvili მითების დეტექტორის ლაბორატორია – XIII ჯგუფი

 

თეკლა ხარაზიშვილი 


თეკლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია, ჰუმანიტარულ მეცნიერებებთან ერთად, მაინორ მიმართულებით სწავლობს ჟურნალისტიკასა და მასობრივ კომუნიკაციებსაც. 2021 წელს სტაჟირების პროგრამა გაიარა Forbes Woman Georgia-ს ონლაინ რედაქციაში, სადაც წერდა სტატიებს ბიზნესზე და წარმატებულ ქალებზე. მოგვიანებით გახდა Imitom.ge-ის ბლოგერი, მუშაობდა სხვადასხვა თემაზე, წერდა ბლოგებსა და აკეთებდა ქვიზებს. მისი ინტერესია ახალი ციფრული მედია და ბლოგინგი.

საკონკურსო ნამუშევარი:

საქართველოს პოსტსაბჭოურობის ფაქტორი დასავლურ მედიაში

მომზადებული მასალები:

განთავსდა თუ არა უკრაინის დროშის ფერებით ბანერი GLORY TO URINE ნიუ-იორკში?

იყო თუ არა $10 000 კუპიურაზე წარწერა ,,HAIL SATAN”?

სინამდვილეში რა არის და რისთვის გამოიყენება ცხვირის სპრეი ვაქცინა?

magda rukhadze მითების დეტექტორის ლაბორატორია – XIII ჯგუფი

 

მაგდა რუხაძე


მაგდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის მაგისტრანტია. დაინტერესებულია კვლევითი საქმიანობით და აქტიურადაა ჩართული სამეცნიერო კონფერენციებში. მისი, როგორც მკვლევრის, მთავარი ფოკუსია ახალგაზრდები და მათი პრობლემები.  საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში უკვე დაიბეჭდა მისი ორი კვლევა.  ამჟამად არის ევროკავშირის პროექტის „ტექნიკური მხარდაჭერა შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული ცოდნა-უნარების განვითარებისთვის“ (Skills4jobs TA project) კვლევითი ექსპერტი.

საკონკურსო ნამუშევარი:

სოციოლოგიური კვლევების ომი ანუ მიკერძოებული ეგზიტპოლები?

მომზადებული მასალები:

ითხოვს თუ არა ამერიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემი მთელი მსოფლიოს დაბომბვას?

buzaladze მითების დეტექტორის ლაბორატორია – XIII ჯგუფი

 

ალექსანდრე ბუზალაძე


ალექსანდრე საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის საერთასორისო ურთიერთობების მესამე კურსის სტუდენტია. მისი ინტერესის სფეროა: საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკა, შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოება, სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტები და რუსეთის კვლევა. ამჟამად აშშ-ის ერთ-ერთი წამყვანი Think Tank-ის „Foreign Policy Research Institute” და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული კურსის „International Crisis Management” მონაწილეა. საქართველოში, დეზინფორმაციასთან ბრძოლის კუთხით, სურს შეისწავლოს წარმოებული ანტიდასავლური, პრორუსული და ფსევდოკონსერვატიული ნარატივების გავრცელება, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე.

მომზადებული მასალები:

სოციალურ ქსელებში ებრაელებზე ზელენსკის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

amiranashvili nika მითების დეტექტორის ლაბორატორია – XIII ჯგუფი

 

ნიკა ამირანაშვილი


ნიკა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. მისი ინტერესის სფერო მოიცავს ადამიანის უფლებებს და საერთაშორისო პოლიტიკას. ნიკა აქტიურადაა ჩართული ახალგაზრდულ პროექტებსა და აქტივობებში.

საკონკურსო ნამუშევარი:

კლიმატის კრიზისი – მითი თუ რეალობა?

მომზადებული მასალები:

დეზინფორმაცია, თითქოს ბრიტანეთში მამა შვილებს სატანისტურ რიტუალებში მონაწილეობას აიძულებდა

anastasia japharidze მითების დეტექტორის ლაბორატორია – XIII ჯგუფი

 

ანასტასია ჯაფარიძე


ანასტასიამ თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების ბაკალავრის დიპლომი, არაბული ენის მაინორი სპეციალობით, 2023 წელს აიღო. 2022 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაციაში “ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრში” მკვლევრის/ჯუნიორ კონსულტანტის პოზიციაზე (სტაჟიორად) მუშაობს. მისი ინტერესის სფეროა: პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, კვლევა, ისტორია და კულტურა. ანასტასია, ასევე, აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ახალგაზრდულ, ადგილობრივ და საერთაშორისო, პროექტებში და საგანანმანათლებლო კურსებში.
ამჟამად მუშაობს, მოხალისეობრივ საწყისზე, შშმ პირებისთვის ინგლისური ენის მასწავლებელად „განათლებისა და ინტეგრაციის ცენტრში“.საკონკურსო ნამუშევარი:

იარე ლიზა: ქართული საზოგადოების გზა ოკუპირებული აფხაზეთისკენ მითებისა და რეალობის კვალდაკვალ

მომზადებული მასალები:

2024 წლის ოლიმპიადაზე EULENSPIEGEL-ის სახელით ყალბი გარეკანის ფოტო ვრცელდება

baqradze მითების დეტექტორის ლაბორატორია – XIII ჯგუფი

 

ელის ბაქრაძე


ელისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციოლოგიის პროგრამის დოქტორანტია. ის ,,სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მკვლევარია, ჯავახეთის რეგიონში. ამჟამად, ელისი, ZINK Network-ისა და USAID მედია პროგრამის ფარგლებში, ჯავახეთში, კორუფიციის ფაქტებსა და კლანურ ძალაუფლებას იკვლევს. დაინტერესებულია ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პრობლემებით, ადამიანის უფლებების კვლევით, სახელმწიფო უსაფრთხოების პოლიტიკით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, კორუფციის კვლევებითა და საგამოძიებო ჟურნალისტიკით.

საკონკურსო ნამუშევარი:

ჯავახეთი, როგორც საფრთხე

მომზადებული მასალები:

 

aqsana akhmadova მითების დეტექტორის ლაბორატორია – XIII ჯგუფი

 

აქსანა ახმედოვა


აქსანა არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების კურსდამთავრებული. 2022 წელს იგი ერასმუს + პროგრამის ფარგლებში სწავლობდა თურქეთში, ჩუკუროვას უნივერსიტეტში. აქსანა ამჟამად არის “სამოქალაქო იდეის” სტაჟიორი და მონაწილეობს ორგანიზაციის კვლევით საქმიანობაში. მისი ინტერესის სფეროა რეგიონული კვლევები (ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების საგარეო პოლიტიკა), საერთაშორისო უსაფრთხოება და ტერორიზმი.

საკონკურსო ნამუშევარი:

ქართულ მედია-სივრცეში პანკისის ხეობის ეთნიკურ-რელიგიური სტიგმატიზება: თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე

საკონკურსო ნამუშევარი:

“დოიჩე ველეს” სახელით უკრაინელ ლტოლვილებზე გაყალბებული სტატია ვრცელდება

liza barbaqadze მითების დეტექტორის ლაბორატორია – XIII ჯგუფი

 

ლიზა ბარბაქაძე


ლიზა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების დამამთავრებელი კურსის სტუდენტია და ევრო-ატლანტიკურ კონცენტრაციაზე ფრანგული მიმართულებით სწავლობს. ლიზა იყო პროფესორის ასისტენტი სასწავლო კურსზე ,,მსოფლიო ისტორია და საქართველო”. ამჟამად კი პოლიტიკურ იდეოლოგიებს ასწავლის თავისუფალი უნივერსიტეტის დიპლომატიის სკოლაში. ამავდროულად, ლიდერატორის პროგრამის ფარგლებში, დასაქმებულია საქართველოს ბანკში. მისი ინტერესები მოიცავს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებს, შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების კვლევებს და ჰიბრიდულ ომს.

საკონკურსო ნამუშევარი:

უხილავი ქალაქები: ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემებში ადრეული ქორწინების გაშუქება

მომზადებული მასალები:

kekelidze მითების დეტექტორის ლაბორატორია – XIII ჯგუფი

 

თამთა კეკელიძე


თამთა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტია, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. აინტერესებს მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები. ამასთან, მისთვის მნიშვნელოვანია მედიაციის, ისტორიის, განათლების სფეროსთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლა. თამთა საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის წევრია, რომელიც ევროინტეგრაციის საკითხის მნიშვნელობის გავრცელებაზე მუშაობს.

საკონკურსო ნამუშევარი:

ისრაელ-ჰამასის ომის რუსული ნარატივები

მომზადებული მასალები:

კონსპირაციის თეორია, თითქოს ბილ გეიტსის “საჰაერო ვაქცინით” ადამიანებს ძალით აცრიან

thamtha mazanashvili მითების დეტექტორის ლაბორატორია – XIII ჯგუფი

 

თამთა მაზანაშვილი


თამთა თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებზე, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით, სწავლობს. ამასთან, მუშაობს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში სტაჟიორად და ატარებს ლექციებს, პოლიტიკის მიმართულებით, მომავალ დიპლომატთა კლუბში. თამთა  მონაწილეობს არაერთ პროექტში, რომელიც ეხება კონფლიქტოლოგიის, უსაფრთხოებისა და დეზინფორმაციის საკითხებს. მომავალში გეგმავს სწავლის გაგრძელებას ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართულებით. მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენს ტერორიზმის, ჰიბრიდული ომისა და რეგიონული უსაფრთხოების კვლევები.

საკონკურსო ნამუშევარი:

“მოძრაობა ანტიმაიდანი” და ეროვნული უსაფრთხოება

მომზადებული მასალები: 

რას ფიქრობდა აინშტაინი ისრაელ-პალესტინურ კონფლიქტზე და რა ციტატა ვრცელდება მისი სახელით?

avgarozashvili მითების დეტექტორის ლაბორატორია – XIII ჯგუფი

 

ბექა ავგაროზაშვილი


ბექა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტია სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით. სწავლობს მედიის კვლევებს და აინტერესებს მედია, როგორც პოლიტიკური და სოციალური მოვლენა, ასევე, მასობრივი კომუნიკაციის თეორიები. ბექა სამაგისტრო ნაშრომის დაწერას დეზინფორმაციისა და მედიაწიგნიერების შესახებ გეგმავს და სურს, კვლევა სადოქტორო საფეხურზე გააგრძელოს.

საკონკურსო ნამუშევარი:

მედიაკრიტიკის ტენდენციები

მომზადებული მასალები:

დეზინფორმაცია, თითქოს ფრანგული გამოცემა LA MONTAGNE რწყილების გავრცელებას რუსეთს უკავშირებს

archil tsivilashvili მითების დეტექტორის ლაბორატორია – XIII ჯგუფი

 

არჩილ წივილაშვილი


არჩილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, პოლიტიკის და მეცნიერების, მესამე კურსელია. ის, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს თანასწორობის ასოციაციის – GAFE” წევრი და ერასმუს+ ჟან მონეს მოდულის ზამთრის სკოლის „ევროპეიზაცია და დემოკრატიზაცია: ევროკავშირი და საქართველო“ კურსდამთავრებულია. არჩილს აინტერესებს კვლევები და ხშირად მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებში.

საკონკურსო ნამუშევარი:

კონსერვატიზმი – რუსული რბილი ძალა

მომზადებული მასალები:

მოწყობილობის სიხშირეებით “პორტალის გახსნაზე” ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება

dachi mazanashvili მითების დეტექტორის ლაბორატორია – XIII ჯგუფი

 

დაჩი მაზანაშვილი


 

დაჩის მოპოვებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრისა (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2020 წელი) და პოლიტიკის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხები (Southern Illinois University 2022). 2020-2022 აკადემიურ წლებში იგი სამხრეთ ილინოისის უნივერსიტეტში მუშაობდა კვლევების ასისტენტად. მისი ავტორობით შესრულებული ნაშრომები მიიღეს  Midwest Political Science Association – MPSA-ს 2022 წლისდა Political Studies Association Early Career Network – PSA ECN-ის კონფერენციებზე განსახილველად. დაჩი არის Atlantic Council/DFR Lab-ის პროექტ Digital Sherlock-ის კურსდამთავრებული. მისი ინტერესის მთავარი სფეროებია: პოსტკომუნისტური დემოკრატიზაცია, ავსტრიული ეკონომიკური სკოლა და პოსტ საბჭოთა სივრცის პოლიტიკა. დაჩი აქტიურად იყო ჩართული, მულტიეთნიკური პოლიტიკური პარტიების სტრატეგიებისა და ევროპულ სასამართლოებში, მოსამართლეთა შორის განსხვავებული აზრის მიზეზთა კვლევაში.

საკონკურსო ნამუშევარი:

როგორ შევქმნათ ეკლესიის მტრის ხატი?!

მომზადებული მასალები:

მტკიცება ჩინეთში კოკა-კოლას სანტექნიკის განყოფილებაში გაყიდვაზე სატირულ გამოცემას ეყრდნობა

ana chubinidze მითების დეტექტორის ლაბორატორია – XIII ჯგუფი

 

ანა ჩუბინიძე


ანამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა დაასრულა. ის ამჟამად ამავე ფაკულტეტის პროფესორის ასისტენტია ერთ-ერთ სასწავლო კურსზე. ანას მოხალისეობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს, ამავდროულად, აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ჩართულია მათ მიერ ორგანიზებულ პროგრამებში. ამჟამად არის “ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის, თავისუფლებისთვის-სამხრეთ კავკასიის ოფისის” სასტიპენდიო პროგრამის მონაწილე. დაინტერესებულია გლობალური მმართველობითა და საერთაშორისო უსაფრთხოების თემებით.

მომზადებული მასალები:

ვიდეომანიპულაცია, თითქოს ჰილარი კლინტონი და სხვა ცნობილი ადამიანები რეპტილოიდები არიან

nona tsirgiladze მითების დეტექტორის ლაბორატორია – XIII ჯგუფი
ნონა ცირღილაძე


ნონამ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი  პოლიტიკის მეცნიერების განხრით დაასრულა, დამატებით სპეციალობად კინომცოდნეობა ჰქონდა არჩეული.  იცის ინგლისური, ფრანგული და ივრითი. მედიაში სტაჟირებამ ამ სფეროსადმი ინტერესი გაუღვივა, განსაკუთრებით კი ფაქტების გადამოწმებამ დააინტერესა. მას, ასევე, აინტერესებს სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია და კინოზე წერა.

საკონკურსო ნამუშევარი:

ისრაელი – ჰამასის ომი: დეზინფორმაცია და ძალადობა

მომზადებული მასალები:

ფრანგული გამოცემების სახელით პარიზის ოლიმპიადაზე ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist