2024 წლის ოლიმპიადაზე EULENSPIEGEL-ის სახელით ყალბი გარეკანის ფოტო ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

135
VIEWS

2023 წლის 26 ოქტომბერს გერმანული სატირული გამოცემის EULENSPIEGEL-ის გარეკანის სახელით სოციალურ ქსელში ფოტო გავრცელდა. 

გარეკანის ილუსტრაციაზე ეიფელის კოშკის ფონზე პარიზის ოლიმიპადის მონაწილეები არიან გამოსახული, რომლებსაც, სავარაუდოდ, პარაზიტების ნაკბენის შედეგად ტანი ექავებათ. ანიმაციურ ფოტოს თან ახლავს გერმანული წარწერა:  Ist Krätze die neue olympische Sportart 2024? (მუნი 2024 წლის ოლიმპიადის ახალი სპორტია?). გამოშვების ნომრად 11/2023 არის მითითებული.

24 tslis olimpiada 2024 წლის ოლიმპიადაზე EULENSPIEGEL-ის სახელით ყალბი გარეკანის ფოტო ვრცელდება

EULENSPIEGEL-ის სახელით გავრცელებული ჟურნალის გარეკანი გაყალბებულია. გამოცემის უახლეს ნომერს განსხვავებული გამოსახულება აქვს. მსგავსი ვიზუალის მქონე ნომერი არც არქივში იძებნება. 

EULENSPIEGEL გერმანული სატირული ჟურნალია, რომლის ნომრები თვეში ერთხელ გამოიცემა. 2023 წლის მე-11 გამოცემის გარეკანზე, ზემოთ აღნიშნული კარიკატურის მაგივრად, ვერმახტის გერმანელი ოფიცრის კლაუს ფონ შტაუფენბერგის ფორმაში ჩაცმული კრაზანაა გამოსახული. შტაუფენბერგი ცნობილია იმით, რომ მან 1944 წელს ადოლფ ჰიტლერის მოკვლა სცადა. EULENSPIEGEL-ის გრაფიკული გამოსახულება გერმანელ ულტრამემარჯვენე პარტია AfD-ს  პოლიტიკოს ტინო ქრუპალაზე შესაძლო თავდასხმის ფაქტსა და მის ჰოსპიტალიზაციას ეხმიანება.

24 tslis olimpiada1 2024 წლის ოლიმპიადაზე EULENSPIEGEL-ის სახელით ყალბი გარეკანის ფოტო ვრცელდება

ჟურნალის წინა ნომრის გარეკანზე წარმოდგენილია გერმანიის ფედერალური კანცლერის ოლაფ შოლცის სატირული ფოტო. ჟურნალმა გასულ თვეებში მრავალი გრაფიკული გამოსახულება და კარიკატურა გამოაქვეყნა, თუმცა, პარიზის ოლიმპიადაზე მსგავსი დიზაინის ან თემატიკის მასალა არც გამოცემის ვებსაიტზე, და არც ფეისბუქის, ტვიტერის თუ ინსტაგრამის ანგარიშებზე იძებნება.

24 tslis olimpiada2 2024 წლის ოლიმპიადაზე EULENSPIEGEL-ის სახელით ყალბი გარეკანის ფოტო ვრცელდება

გავრცელებული გაყალბებული გარეკანი პარიზში საწოლის ბაღლინჯოების გავრცელებას ეხმიანება. მინისტრები შიშობენ, რომ ბაღლინჯოების გამო პარიზის რეპუტაცია დაზიანდება და ტურიზმზე უარყოფითად იმოქმედებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც 2024 წელს პარიზში ოლიმპიადა იმართება. გარდა ამისა, ამჟამად კვლავ აქტუალურია რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეობის მქონე ათლეტების ოლიმპიადაში მონაწილეობა/არ მონაწილეობის საკითხი. 2023 წლის 12 ოქტომბერს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის ოლიმპიური კომიტეტისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე. 

პარიზის ოლიმპიადა რუსულენოვანი ფეისბუქ ანგარიშების სამიზნე ადრეც გამხდარა. ზოგადად კი ევროპული გამოცემების გარეკანების გაყალბება გავრცელებული პრაქტიკაა.  

იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ გადამოწმებული მასალები:


ანასტასია ჯაფარიძე

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია, საფრანგეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist