Ghia Abashidze ნინო ლომჯარიას სახელით ყალბ სააღდგომო მისალოც ფოტოს ავრცელებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

788
VIEWS

5 მაისს პროსახელისუფლებო ექსპერტმა გია აბაშიძემ ფეისბუკზე აღდგომის მისალოცი პოსტი გააზიარა და ყოფილი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ფეისბუკ-ანგარიშის სქრინშოთი დაურთო. ლომჯარიას ცისარტყელას ფერებში კვერცხის ფოტო უდევს აღწერით: “ქრისტე აღსდგა! გილოცავთ!”. აბაშიძე პოსტში ასევე აღნიშნავს, რომ “გაუბედურებული ახალგაზრდები” სააღდგომო კვერცხების ერთმანეთზე დარტმისას “ქრისტე აღდგას” ნაცვლად “წინ ევროპისკენ” ამბობენ”.

lomjaria Ghia Abashidze ნინო ლომჯარიას სახელით ყალბ სააღდგომო მისალოც ფოტოს ავრცელებს

ნინო ლომჯარიას სახელით გამოქვეყნებული სქრინშოთი გაყალბებულია. ყოფილი სახალხო დამცველი პოსტს ფეისბუკზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ ფოტო მას არ გაუვრცელებია და ფოტოშოფითაა დამუშავებული.

გია აბაშიძის პოსტს ფეისბუკზე ნინო ლომჯარია თავად გამოეხმაურა. მან დაწერა, რომ მისი სახელით გავრცელებული პოსტი მას არ გამოუქვეყნებია და შეგნებულად გააყალბეს.

ტყუილი და დეზინფორმაცია ქართული ოცნების პროპაგანდისტი შეგნებულად მივრცელებს ცრუ ინფორმაციას, თითქოს ეს პოსტი მქონდა დადებული. არ დაიჯეროთ – წერს ლომჯარია ფეისბუკზე.

lomjaria1 Ghia Abashidze ნინო ლომჯარიას სახელით ყალბ სააღდგომო მისალოც ფოტოს ავრცელებს

ფოტო, რომელსაც სახელისუფლებო ექსპერტი გია აბაშიძე პოსტს ურთავს etsy.com – ზე იძებნება და კვერცხის ფორმის საპონს ასახავს, რომელიც ფასდაკლებით 2,97€ ღირს. 

lomjaria2 Ghia Abashidze ნინო ლომჯარიას სახელით ყალბ სააღდგომო მისალოც ფოტოს ავრცელებსწყაროს შესახებ:

Ghia Abashidze პროსახელისუფლებო ექსპერტია და მის მიერ გავრცელებული მანიპულაციური მტკიცებები “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია. ის ჩართული იყო სხვადასხვა დისკრედიტაციის კამპანიაში, მათ შორის ნინო ლომჯარიას, კარტოგრაფის ივერი მელაშვილის და ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ. 

არქივი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist