დასპონსორებული პოსტები, 14 ტროლი, სახელისუფლებო და კრემლისტური აქტორები ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ 

კითხვის დრო: 8 წუთი

კითხვის დრო: 8 წუთი

1k
VIEWS

12 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ “თიბისი” ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმე განიხილა. პროკურატურა მათ უკანონო შემოსავლების ლეგალიაზიას ედავებოდა. სასამართლომ ხაზარაძე და ჯაფარიძე დამნაშავედ თაღლითობის მუხლით ცნო, თუმცა ამასთანავე დაადგინა, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო ისინი სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდებოდნენ. სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას და განაჩენის გამოცხადების შემდეგ სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დისკრედიტაციის კოორდინირებული კამპანია გამოიკვეთა, რომელიც ხაზარაძე-ჯაფარიძის თაღლითობაზე აპელირებდა. აღნიშნულ გზავნილებს როგორც პროსახელისუფლებო ექსპერტები, ასევე კრემლისტური აქტორები, ოპოზიციის მადისკრედიტებელი და ალტ-ინფოს მხარდამჭერი ფეისბუქ გვერდები და ყალბი ანგარიშები ავრცელებდნენ. ამასთანავე, ოპოზიციის მადისკრედიტირებელი გვერდების მიერ ხაზარაძის შესახებ გამოქვეყნებული პოსტები დასპონსორებული იყო. 

პარალელურად პრორუსულმა აქტორებმა ხელახლა წარმოწიეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის თემა და ამტკიცებდნენ, რომ პროექტის ჩაშლა სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ის საქართველოს უსაფრთხოებისათვის გამოწვევას წარმოადგენდა.

  • სახელისუფლებო ექსპერტები: გია აბაშიძე, ზურაბ ქადაგიძე, ლევან ნიკოლეიშვილი, ზაალ ანჯაფარიძე, ედიშერ გვენეტაძე, დავით ქართველიშვილი.
    საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან: ვლადიმერ ბოჟაძე.
  • სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედიასაშუალებები: იმედი, PosTV, For.ge, reportiori.ge, kvira.ge, ongo.ge
  • კრემლისტური აქტორები: ზურა მახარაძე (“კონსერვატიული მოძრაობა”), გიორგი ქარდავა (“კონსერვატიული მოძრაობა”), ირაკლი ჯანყარაშვილი (“თვალსაზრისი”)
  • ოპოზიციის მადისკრედიტებელი და პროსახელისუფლებო ფეისბუქ გვერდები: “სიმართლის დროა”, “მიხეილ უკრაინოლოგი”, “Provocateurs”, პოლიტიკური აბსურდი”, “პოლიტიკური სატირა / Political Satire”, არქივი – Archive.
  • კრემლისტური და ანტიდასავლური  პლატფორმები: Tvalsazrisi.ge და ფეისბუკ გვერდები – სარკრაზმელები”, “პოლიტიკური სატირა”

“მითების დეტექტორმა” ასევე გამოავლინდა 14 ყალბი ანგარიში, რომელიც სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოს ფეისბუკ გვერდზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მისამართით მადისკრედიტირებელ კომენტარებს ტოვებდა. 

გზავნილები

  • მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თაღლითები/მევახშეები/ამორალური კაპიტალისტები არიან

სასამართლოს მიერ სარჩელის გამოტანის პროცესი სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიებმა ტელეკომპანია “იმედმა” და POSTV-მ იდენტური სათაურებით: “ხანდაზმული თაღლითები” გაავრცელეს. პარტია “ქართული ოცნებიდან” საკრებულოს წევრის, ვლადიმერ ბოჟაძის კომენტარი კი, რომელშიც იგი მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს “ხანდაზმულ თაღლითებს” უწოდებს, 12 იანვარს  პროსახელისუფლებო საინფორმაციო სააგენტოებმა For.ge, reportiori.ge, kvira.ge, ongo.ge გაავრცელეს.

“პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერის, ირაკლი ჯანყარაშვილის გამოცემაში Tvalsazrisi.ge კი სათაური “თაღლითების” იარლიყით არა მხოლოდ უშუალოდ ხაზარაძე-ჯაფარიძეს, არამედ პარტია “ლელოს” სხვა წევრებსაც მოიხსენიებდა. კერძოდ, პუბლიკაცია სათაურით “ხანდაზმული თაღლითების” პარტიის ლიდერები დევნილების უმძიმესი პრობლემებით მანიპულირებენ” პარტია “ლელოს” წევრს  გრიგოლ გეგელიას მიემართებოდა.

Screenshot 5 დასპონსორებული პოსტები, 14 ტროლი, სახელისუფლებო და კრემლისტური აქტორები ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ 

ვლადიმერ ბოჟაძის გარდა,სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სხვა პროსახელისუფლებო ექსპერტებმა და პრორუსულმა აქტორებმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დისკრედიტაციისათვის გამოიყენეს, რა დროსაც ისინი აცხადებდნენ, რომ ლელოს ლიდერები “თაღლითის მანტიით” შეიმოსნენ. გაზეთ “ასავალ-დასავალში” ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა წერდა, რომ ხაზარაძეს ბედმა ციხეში ღირსეულად ჯდომაც კი არ არგუნა და თაღლითის სამარადისო სახელით დასაჯა. ,ალტ-ინფოს პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ქარდავა კი ამბობდა, რომ მამუკა ხაზარაძეს, როგორც “პოსტსაბჭოთა სივრცისთვის კლასიკური გაგების კაპიტალისტს” შეფასების მორალური კრიტერიუმები არ გააჩნია. ამავე შინაარსის პოსტებს აქვეყნებდნენ ხელისუფლების, ასევე ალტ-ინფოს მხარდამჭერი და ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით მოქმედი ფეისბუქ გვერდები და კრემლისტურ აქტორებთან დაკავშირებული გვერდები.

პროსახელისუფლებო ექსპერტები კრემლისტური/ანტი-დასავლური აქტორები
ზურაბ ქადაგიძე: “ოპოზიცია მდიდარია ისეთი კორიფეებით,როგორიცაა- ბიუჯეტის ქურდები, 90-იანი წლების კრიმინალები, სისტემურ ძალადობაში დამნაშავეები, თანამდებობის ბოროტად გამომყენებლები და ახლა თაღლითებიც შემოემატნენ…” გიორგი ქარდავა, “კონსერვატიული მოძრაობა”: „მამუკა ხაზარაძე არის პოსტსაბჭოთა სივრცისთვის კლასიკური გაგების კაპიტალისტი, რომლისთვისაც მორალური კრიტერიუმი შეფასების არ არსებობს, მთავარია მისი პირადი მოგება და რომ ის იყოს კარგად. ეგ არის მისი ცხოვრების კრედო, მათ შორის ის საქმიანობაც რასაც ის ეწევა და რა წვლილიც მიუძღვის მის საბანკო სისტემაში ქართველი ხალხის გაღარიბებაში…”
ლევან ნიკოლეიშვილი: “ახლა კი უცბად იმ სასამართლომ, რომელსაც თქვენ დამოუკიდებლობას უწუნებთ, დიდ პენალტი დაგირტყათ კარში- არავითარი პოლიტიკური დევნა-უბრალოდ ეს ხალხი თაღლითები არიანო !” ირაკლი ჯანყარაშვილი, “თვალსაზრისი”: ბათუმის და ფოთის პორტები არ არის ბოლომდე დატვირთული სატრანზიტო ტვირთებით და საინტერესოა ამ მართლა თაღლით ხაზარაძეს საიდან მოაქვს, რომ იქ რაღაც გლობალური მაშტაბის ტვირთ ბრუნვა იქნებოდა ?!”
ზაალ ანჯაფარიძე: “პატიმრობაში მყოფი წამებული გმირების მანტიის ნაცვლად შერჩათ “თაღლითის” მანტია.დასავლურ სოციუმში კი, ფინანსურ სექტორზე რომ არაფერი ვთქვათ, ასეთი კატეგორიის ხალხს, უბრალოდ ხელსაც კი არ ართმევენ.” ჯაბა ხუბუა, “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი, 17-23 იანვარი: “ რაკი იგი [მამუკა ხაზარაძე], საბარასტების” უსტაბაშია, ბედმაც შესაბამისი ხვედრი არგუნა – ციხეში ღირსეულად ჯდომაც არ აღირსა და თაღლითის სამარადისო სახელით დასაჯა!”
ედიშერ გვენეტაძე: “მიშას და ნაცმოძრაობის საქმისმიერ და სულისმიერ ძმებს სამართლებრივად დაუმტკიცდათ თ ა ღ ლ ი თ ო ბ ა! და რა, ვინმეს საქართველოში იოტისოდენა ეჭვი ეპარება, რომ ეს ადამიანები თ ა ღ ლ ი თ ე ბ ი იყვნენ და არიან?! არა მგონია ვინმეს, თავიანთი კლანის გარდა!” ჯაბა ხუბუა, “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი, 17-23 იანვარი: მამუკა ხაზარაძე არც მაშინ იყო ხანდაზმული თაღლითი, როცა ეროვნულ ფასეულობებთან, მართლმადიდებლობასთან, ეკლესიასთან და პატრიარქთან მებრძოლ “ტუალეტის მჯღაბნელებს” პრემიებს ურიგებდა და იმავდროულად ცდილობდა ეკლესიასა და პატრიარქთან დაახლოებული პერსონის იმიჯი შეექმნა! თუმცა, მოგეხსენებათ, დრო თავისას შვრება და მამუკა ხაზარაძე ახლა უკვე ხანდაზმული თაღლითია!”
დავით ქართველიშვილი: “აღარ იშიმშილებს ხაზარაძე. ვეღარ. ხანდაზმული თაღლითი ყოფილა. ვადაგასული. რომ გითხრათ, დიდად მანაღვლებდა წარსულში ფინანსური მაქინაციებით დაკავებული ბანკირის დაჭერა – მოგატყუებთ.”

Screenshot 29 დასპონსორებული პოსტები, 14 ტროლი, სახელისუფლებო და კრემლისტური აქტორები ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ 

გაზეთი “ასავალ-დასავალი”, 17-23 იანვარი

მსგავსი შინაარსის პოსტები, სადაც დისკრედიტაციის მიზნით მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს თაღლითად და მევახშედ მოიხსენიებდნენ “ალტ-ინფოსთან” დაკავშირებულმა ფეისბუქ გვერდმა “სარკრაზმელები” გამოაქვეყნა. ერთ-ერთ პოსტში ხაზარაძის და ჯაფარიძის ფოტოს თან ერთვის აღწერა “ხანდაზმული თაღლითები”, ხოლო მეორე პოსტში მამუკა ხაზარაძის ფოტოა მოყვანილი და ის თაღლითად და მევახშედ არის მოხსენიებული. მსგავსი შინაარსის პოსტები გამოაქვეყნეს ოპოზიციის მადისკრედიტებელმა გვერდებმა “სიმართლის დროა”, მიხეილ უკრაინოლოგი, Provocateurs, “ქვეყნის მტრებიდა “პოლიტიკური სატირა”, ასევე ფეისბუქ გვერდმა iNews • აინიუსი, რომელიც პერიოდულად აქვეყნებს მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერ, კრემლისტურ და ჰომოფობიურ პოსტებს. ანტიოპოზციურმა გვერდმა “პოლიტიკური აბსურდი” შექმნა ღონისძიება, სათაურით “გვასესხოს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელმა 17 მილიონი”, რომლის აღწერაშიც ვკითხულობთ გთხოვთ მოგვცეთ 17 მილიონი კეთილი მიზნებისთვის და შემდეგ გვაპატიოთ”.

პოლიტიკური სატირისა” და “პოლიტიკური აბსურდის” პოსტები, რომელიც მამუკა ხაზარაძეს შეეხება, დასპონსორებულია.”პოლიტიკური აბსურდის” დარეკლამებულ პოსტებში თანხა ნათელა კილაძის მიერ არის გადახდილი. აღსანიშნავია, რომ ნათელა კილაძე ფულს ჟურნალისტების საწინააღმდეგოდ შექმნილი გვერდის ქართული ჟურნალისტიკის მარგალიტები / journalist fails”პოსტების დასპონსორებაშიც იხდის.  ასევე დასპონსორებულია არქივის პოსტიც.

გარდა ამისა, სახელისუფლებო ექსპერტები, გია აბაშიძე და ლევან ნიკოლეიშვილი ამტკიცებდნენ, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო სასამართლოს მიერ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სასჯელისაგან გათავისუფლება იმაზე მიუთითებს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია. ამავე შინაარსის პოსტი ოპოზიციის მადისკრედიტებელმა ფეისბუქ გვერდმა “პოლიტიკური აბსურდი” გამოაქვეყნა.

Screenshot 30 დასპონსორებული პოსტები, 14 ტროლი, სახელისუფლებო და კრემლისტური აქტორები ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ 

  • ანაკლიის პროექტი საქართველოს უსაფრთხოებისასთვის გამოწვევას წარმოადგენდა

სასამართლოს მიმდინარეობის და განაჩენის გამოცხადების ფონზე კრემლისტურმა აქტორებმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის საკითხი კვლავ წამოწიეს. მათ შორის იყვნენ ალტ-ინფოს მიერ შექმნილი პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ზურა მახარაძე და გამოცემა “თვალსაზრისის” ავტორი, პარტია “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერი ირაკლი ჯანყარაშვილი. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ანაკლიის პროექტი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის გამოწვევას წარმოადგენდა, მისი აშენება მხოლოდ ამერიკელების ინტერესში იყო და ამიტომ პროექტის ჩაშლა სწორი გადაწყვეტილება იყო.

ზურა მახარაძე, “კონსერვატიული მოძრაობა”:  „იმის გამო, რომ ამერიკელები მტკიცედ ფეხი არ მოიკიდონ შავ ზღვაში რუსეთმა ყირიმი წაართვა უკრაინას… თუ ვინმემ უთხრა ხაზარაძეს, რომ ბოდიში ეხლა შენი ბიზნეს სტარტაპის მიმართულებით, მაგრამ ეგ ქვეყნის უსაფრთხოებას ისე დააზიანებს, რომ მოდი გაჩერდი, რავი სწორი უთქვია.“

ირაკლი ჯანყარაშვილი, “თვალსაზრისის ავტორი”: “ეს იდიოტური არგუმენტი, რომ თურმე ანაკლიის პორტი ჩვენი უსაფრთხოების გარანტორი ან გადამრჩენელი იქნებოდა ?! მეორე უაზრობა : ამტკიცებდნენ, რომ გარკვეული სახის სამხედრო გემებსაც მიიღებდნენ თურმე, ნატოს ან ამერიკის ხომალდების შემოსვლა თურმე უსაფრთხოებას მოგვიტანდა! უსაფრთხოებას არ ვიცი, მაგრამ დენთით სავსე კასრად, რომ  გადააქცევდა რეგიონს დარწმუნებული იყავით…თუ ხაზარაძეს მართლა ივანიშვილმა უთხრა დააყენე ერთი ადგილი ეგ პროექტი არ გვაწყობსო, მართალი უთქვამს და თუ ხაზარაძეს სულელები ვგონივართ ცდება, თუმცა თაღლითია და ნებისმიერ რამეს შემოგვტენის როგორც თიბისი შემოგვტენა და გაძარცვა მთელი ქვეყანა!”

ჯანყარაშვილის მოსაზრება 12 იანვარს უცვლელად გამოაქვეყნა ფეისბუკ ანგარიშმა “პოლიტიკური სატირა”

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, რომელსაც საქართველოსთვის ერთი მხრივ ჩინეთსა და შუა აზიას, მეორე მხრივ კი ევროპას შორის სატრანზიტო ჰაბის ფუნქცია უნდა მიენიჭებინა და რომელიც ამგვარად შეამცირებდა რუსეთის გავლენას ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ცალკეულ ქვეყნებზე, კრემლთან დაკავშირებული და პრორუსული აქტორების დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნე წარსულში არაერთხელ გამხდარა

ამ თემაზე ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ “მითების დეტექტორის” მასალები:

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი 2020 წელს შეჩერდა, როდესაც საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთა” ხელშეკრულებას წყვეტდა.

ყალბი ანგარიშები

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას და განაჩენის გამოცხადების შემდეგ სოციალურ ქსელში ყალბი ანგარიშებიც გააქტიურდნენ, რომლებიც “თიბისი” ბანკის დამფუძნებლებს “თაღლითებსა” და “მევახშეებს” უწოდებდნენ და მათ მკაცრად გასამართლებას მოითხოვდნენ. ტროლები შემდეგი საინფორმაციო სააგენტოების “რადიო თავისუფლება”, Interpressnews.ge  “პირველი არხი”, “რუსთავი 2” ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნებულ სიახლეებზე მადისკრედიტირებელ და შეურაცხმყოფელ კომენტარებს ტოვებდნენ.  ერთ-ერთმა ყალბმა ანგარიშმა მამუკა ხაზარაძის შესახებ ქსენოფობიური კომენტარიც გააკეთა: 

Crypto Miner: “ეს სომეხი ქართველი ხალხის სახელით რატომ ლაპარაკობს?”

“მითების დეტექტორმა”  დისკრედიტაციის კამპანიაში ჩართული 14 ყალბი ანგარიში გამოავლინა: 

  • 14 ყალბი ანგარიშიდან 3 პროფილზე სხვა ადამიანების ფოტოს იყენებს, 11 კი მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას მალავს;
  • 14 ყალბი ანგარიშიდან 3-ს პროფილის ბმულში განსხვავებული სახელი აქვს მითითებული;
  • 1 ანგარიში ახლადშექმნილია;
  • 14 ანგარიშიდან 4-ს შალვა რამიშვილთან დალავშირებული გვერდები აქვს მოწონებული;
  • 14 ყალბი ანგარიშიდან 1 (Gela Mgeladze), რომელიც “ინტერპრესნიუსის” პოსტებზე აკომენტარებდა, არაერთხელ იყო ჩართული სხვადასხვა დისკრედიტაციის კამპანაში;

იპარავს სხვის იდენტობას

  1. Giorgi PirveliScreenshot 31 დასპონსორებული პოსტები, 14 ტროლი, სახელისუფლებო და კრემლისტური აქტორები ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ 
იპარავს vkontakte.ru-ის მომხმარებლის Максим Величко-ს იდენტობას. დატოვა კომენტარი “პირველი არხის” მიერ გავრცელებულ ინფორმციაზე 
2. ნინი ნინიScreenshot 32 დასპონსორებული პოსტები, 14 ტროლი, სახელისუფლებო და კრემლისტური აქტორები ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ 
პროფილის ფოტოდ იყენებს თურქი მსახიობების ბერგიუზარ ქორელისა და ჰალიტ ერგენჩისა ფოტოს

Screenshot 33 დასპონსორებული პოსტები, 14 ტროლი, სახელისუფლებო და კრემლისტური აქტორები ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ 
3. Goga GogavaScreenshot 34 დასპონსორებული პოსტები, 14 ტროლი, სახელისუფლებო და კრემლისტური აქტორები ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ 
პროფილის ფოტოდ იყენებს ამერიკელი მსახიობის, ჯონი დეპის ფოტოს. გაზიარებული აქვს “პოს ტვ”-ისა და “მიხეილ უკრაინოლოგის” პოსტები,
დატოვა კომენტარი “ინტერპრესნიუსის” პოსტზე.Screenshot 35 დასპონსორებული პოსტები, 14 ტროლი, სახელისუფლებო და კრემლისტური აქტორები ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ 

მალავს იდენტობას

4. Monte KristoScreenshot 36 დასპონსორებული პოსტები, 14 ტროლი, სახელისუფლებო და კრემლისტური აქტორები ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ 
მალავს იდენტობას. დატოვა კომენტარი “რადიო თავისუფლების” მიერ გავრცელებულ  ინფორმაციაზე.
5. Smit Smit
Screenshot 37 დასპონსორებული პოსტები, 14 ტროლი, სახელისუფლებო და კრემლისტური აქტორები ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ 
მალავს იდენტობას. დატოვა კომენტარი “რადიო თავისუფლების” პოსტზე.
6. Dali Dali Dali DaliScreenshot 38 დასპონსორებული პოსტები, 14 ტროლი, სახელისუფლებო და კრემლისტური აქტორები ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ 
მალავს იდენტობას. დატოვა კომენტარი “რადიო თავისუფლების” პოსტზე. პროფილის ბმულში მითითებულია სახელი nina.karagianni. 
7. ილო ილია
Screenshot 39 დასპონსორებული პოსტები, 14 ტროლი, სახელისუფლებო და კრემლისტური აქტორები ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ 
მალავს იდენტობას, ანგარიში ახლადშექმნილია და ჰყავს 5 მეგობარი.  დატოვა კომენტარი “რადიო თავისუფლების” პოსტზე.
Screenshot 40 დასპონსორებული პოსტები, 14 ტროლი, სახელისუფლებო და კრემლისტური აქტორები ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ 
8. Gela MgeladzeScreenshot 41 დასპონსორებული პოსტები, 14 ტროლი, სახელისუფლებო და კრემლისტური აქტორები ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ 
მალავს იდენტობას. “მითების დეტექტორმა” გამოავლინა, რომ ეს ანგარიში ადრე ნინო ლომჯარიას, ნიკა მელიას, ჟურნალისტებისა და  საარჩევნო პროტესტის დისკრედიტაციის კამპანიებში იყო ჩართული. დატოვა კომენტარი interpressnews.ge-ის პოსტზე
9. Lingua Aliena

Screenshot 42 დასპონსორებული პოსტები, 14 ტროლი, სახელისუფლებო და კრემლისტური აქტორები ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ 
მალავს იდენტობას, პროფილის ბმულში მითითებულია სახელი reklama.reklamebi. დატობა კომენტარი Interpressnews.ge-ის პოსტზე. 
10. Crypto MinerScreenshot 43 დასპონსორებული პოსტები, 14 ტროლი, სახელისუფლებო და კრემლისტური აქტორები ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ 
მალავს იდენტობას, მოწონებული აქვს გვერდები:მიხეილ უკრაინოლოგი, POSTV – ანალიტიკა, Shalva Ramishvili.  დატოვა კომენტარი Interpressnews.ge-ის პოსტზე
11. Maiko MakoScreenshot 44 დასპონსორებული პოსტები, 14 ტროლი, სახელისუფლებო და კრემლისტური აქტორები ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ 
მალავს იდენტობას. მოწონებული აქვს გვერდები POSTV, POSTV – ახალი ამბები, Shalva Ramishvili, POSTV – ანალიტიკა დატოვა კომენტარი “ინტერპრესნიუსის” პოსტზე.
12. Niko PoloScreenshot 45 დასპონსორებული პოსტები, 14 ტროლი, სახელისუფლებო და კრემლისტური აქტორები ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ 
მალავს იდენტობას, მოწონებული აქვს გვერდები POSTV, POSTV – ანალიტიკა. “ინტერპრესნიუსის” პოსტზე.
13. საქართველო თბილისიScreenshot 46 დასპონსორებული პოსტები, 14 ტროლი, სახელისუფლებო და კრემლისტური აქტორები ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ 
მალავს იდენტობას, ჰყავს მხოლოდ ერთი მეგობარი. დატოვა კომენტარი “ინტერპრესნიუსის” პოსტზე.
14. არ ბიScreenshot 47 დასპონსორებული პოსტები, 14 ტროლი, სახელისუფლებო და კრემლისტური აქტორები ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ 
მალავს იდენტობას. დატოვა კომენტარი “ინტერპრესნიუსის” პოსტზე

დისკრედიტაციის კამპანიები TBC-ის და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ

მამუკა ხაზარაძე და TBC ბანკი ყალბი ანგარიშების და კოორდინირებული დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნე ადრეც გამხდარა. ერთ-ერთი ყალბი ფეისბუკ ანგარიში, რომელიც მოგვიანებით ფეისბუკმა წაშალა, ხელოვნური ინტელექტით გენერირებული გიორგი აღაპიშვილის ბლოგი იყო, რომელსაც ტრადიციული მედია მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ როგორც რეალურ პირს ისე ციტირებდა.

Screenshot 48 დასპონსორებული პოსტები, 14 ტროლი, სახელისუფლებო და კრემლისტური აქტორები ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ 

წარსულში მამუკა ხაზარაძის და TBC ბანკის წინააღმდეგ კოორდინირებული დისკრედიტაციის კამპანიების შესახებ იხილეთ:

ტროლების ფაბრიკა, TBC-ის, არასამთავრობოების და მედიის წინააღმდეგ

სახელისუფლებო ტროლები მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ

 

თემატიკა: პოლიტიკა
წყარო

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist