სახელისფულებო ტროლები, მედია და ხელისუფლება ნინო ლომჯარიას წინააღმდეგ

კითხვის დრო: 11 წუთი

კითხვის დრო: 11 წუთი

სახელისფულებო ტროლები, მედია და ხელისუფლება ნინო ლომჯარიას წინააღმდეგ
263
VIEWS

მას შემეგ, რაც 17 ნოემბერს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულად შეაფასეს და მისი მრავალპროფილურ ჰოსპიტალში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობის რეკომენდაცია გასცეს, ნინო ლომჯარია და ექსპერტთა ჯგუფის წევრები, დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნე გახდნენ. სოციალურ ქსელში გააქტიურნენ ანტიოპოზიციური გვერდები და სახელისუფლებო ტროლები, რომლებიც, ერთი მხრივ,  სახალხო დამცველისა და ექსპერტთა ჯგუფის კომპეტენციაში ეჭვის შეტანას ცდილობდნენ, მეორე მხრივ, მათ ნაციონალური მოძრაობის დაკვეთის შემსრულებლებად და მათი ინტერესების გამტარებლად წარმოაჩენდნენ. ამავე დროს ყალბი ანგარიშები წერდნენ, რომ სახალხო დამცველს პატიმრები პატივს არ სცემენ, რამდენადაც მათზე არასდროს არ უზრუნია.

გარდა ანტიოპოზიციური გვერდებისა და სახელისუფლებო ტროლებისა, სახალხო დამცველის დისკრედიტაციის კამპანიაში “ქართული ოცნების” ლიდერები და პარტიის მხარდამჭერები, პროსახელისუფლები სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიები, ანტილიბერალური ფეისბუკ გვერდები, მედიასაშუალებები და აქტორები (“ასავალ-დასავალი”, Tvalsazrisi.ge, “უფლებადამცველთა გაერთიანება”) იყვნენ ჩართული. გამოვლინდა ასევე სახალხო დამცველის აპარატის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციაც, რომელიც კრემლისტური ორგანიზაციებისა და პარტიების (“ისლამურ ტერორიზმთან ბრძოლის ცენტრი” “ქართული მარში”), კრემლისტური და პროსახელისუფლებო რედაქციის მქონე მედიასაშუალებების News FrontSpacenews.io) მიერ გავრცელდა.

ზემოაღნიშნული აქტორების მიერ 25 ოქტომბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით დროის მონაკვეთში შემდეგი გზავნილები ვრცელდებოდა:

  • სახალხო დამცველი მიკეძოებულია და მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებს იცავს;
  • სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმი “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი პირებისგანაა შექმნილი;
  • სტრასბურგის სასამართლომ საჩივარი სააკშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ ომბუდსმენი და ექსპერტთა ჯგუფი არაკომპეტენტურია;
  • სახალხო დამცველს სხვა პატიმრების უფლებებს არ იცავს
  • უნდა მოხდეს სახალხო დამცველის იმპიჩმენტი.

“მითების დეტექტორის” მონიტორინგის შედეგად დისკრედიტაციისა და დეზინფორმაციის კამპანიაში ჩართული 14 ფეისბუკ გვერდი, 20 ყალბი ანგარიში, ასევე ცალკეული სახელისუფლებო მედიები გამოვლინდა:

ყალბი ანგარიშები

სახალხო დამცველისა და მის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ სოციალურ ქსელში ყალბი ანგარიშებიც გააქტიურდნენ. ტროლები შემდეგი სააგენტოების: რადიო თავისუფლებაInterpressnews.geTabula – ტაბულარუსთავი 2 ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნებულ პოსტებზე, რომლებიც სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნასა და საააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ახალ ამბებს შეეხებოდა, მადისკრედიტირებელ კომენტარებს ტოვებდნენ.

ტროლები, რომლებიც სხვის იდენტობას იპარავენ

ტროლი

ვის იდენტობას იპარავს

1.Tamar Chergoleishvili
"

იპარავს Vkontakte.ru-ს მომხმარებლის, Наталья Агрелова-ს იდენტობას. მოწონებული აქვს ქართული ოცნების მხარდამჭერი და ოპოზიციის მადისკრედიტირებელი გვერდები
"

2.Maiko Mako
"

იპარავს Instagram-ის მომხმარებლის ugne_vos იდენტობას. მოწონებული აქვს ფეისბუკ გვერდები: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia,ქართული ოცნება / Georgian DreamKakha Kaladze კახა კალაძე,საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia
"

3.Manana Partsvania
"

იპარავს თურქი მსახიობის Seda Guven-ის იდენტობას, მოწონებული აქვს ქართული ოცნების მხარდამჭერი და ოპოზიციის მადისკრედიტირებელი გვერდები
"

4.Darejan Meliqishvili
"

იდენტურ ფოტოს რუსულ სოციალურ ქსელებში არაერთი მომხმარებელი იყენებს. მოწონებული აქვს გვერდები სიმართლის დროა, Provocateurs
"

5.ნინი ამირეჯიბი
"

იპარავს Vkontakte.ru-ს მომხმარებლის, Ангелина Лебединская-ს იდენტობას. ჰყავს 24 მეგობერი, მათ შორის ყალბი ანგარიში – Gela Mgeladze. მოწონებული აქვს “ქართული ოცნების” მხარდამჭერი გვერდები
"

6.Lali pertaia
"

იპარავს Vkontakte.ru-ს მომხმარებლის, Наталья Агрелова-ს იდენტობას .მოწონებული აქვს ქართული ოცნების მხარდამჭერი და ოპოზიციის მადისკრედიტირებელი გვერდები
"

ადრე გამოვლენილი ტროლები, რომლებიც სხვის იდენტობას იპარავენ

7.Nene sakvarelidze
"

იპარავს რუსი მომღერლის, ალიონა აპინას იდენტობას. 2021 წლის მარტში ჩართული იყო ტვ პირველის საინფორმაციოს უფროსის ნოდარ მელაძის მადისკრედიტირებელ კამპანიაში, მას შემდეგ, რაც მან ივანიშვილის შვილის ბერას და ამჟამინდელი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის სავარაუდო ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა.

8.Kato Barbakadze
"

იპარავს Vkontakte.ru-ს მომხმარებლის, Светлана Артемчик-ის იდენტობას. მოწონებული აქვს “ქართული ოცნების” ოპონენტების წინააღმდეგ შექმნილი გვერდები:ძალა სიმართლეშიაInformerProvocateursსიმართლის დროა, რომელთა პოსტებსაც აზიარებს. ჩართული იყო მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციის კამპანიაში.
"

9.Archil Zedginidze
"

იპარავს Vkontakte.ru-ს მომხმარებლის, Александр Гвинский-ს იდენტობას. მოწონებული აქვს ნაციონალური მოძრაობის მადისკრედიტირებელი გვერდები:ძალა სიმართლეშიაInformerProvocateursსიმართლის დროა, რომელთა პოსტებსაც აზიარებს პირად ანგარიშზე.
ჩართული იყო მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციის კამპანიაში.

"

10.მალხაზი გოგოხია
"

იპარავს Vkontakte.ru-ს მომხმარებლის Виталий Минин-ის იდენტობას.
“ქართული ოცნების” ოპონენტების  მადისკრედიტირებელი გვერდები:ძალა სიმართლეშიაInformerProvocateursსიმართლის დროაჩართული იყო მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციის კამპანიაში.
"

ტროლები, რომლებიც მალავენ იდენტობას/ პროფილის ბმულში მითითებული აქვთ განსხვავებული სახელი

ტროლი

მალავს იდენტობას/პროფილის ბმულში სხვა სახელია მითითებული

11.Mari Marusa
"

მალავს იდენტობას, პროფილის ბმულში მითითებულია სახელი keti.ket.3532.

12.Mariam Pxoveli
"

მალავს იდენტობას, პროფილის ბმულში მითითებულია სახელი tamarikbilcecxlashvili

13.Eka Ekaterine
"

პროფილის ბმულში მითითებულია სახელი lela.tvalava.3. მოწონებული აქვს ოპოზიციის მადისკრედიტირებელი გვერდები.

14.Tamriko Tamriko
"

ახლადშექმნილი პროფილი. მოწონებული აქვს მხოლოდ ორი გვერდი: POSTV – ანალიტიკაTV Imedi."

15. მაი მუნი

"

მალავს იდენტობას, პროფილის ბმულში მითითებულია სახელი ertgulimoqalaqe

16.Taipan Taipan
"

მალავს იდენტობას, ახლადშექმნილი პროფილი.
"

17.Logic Analysis
"

ახლადშექმნილი პროფილი, მალავს იდენტობას, ჰყავს 6 მეგობარი, მათ შორის “ალტ-ინფოს” წევრები
"

18.Obi Eqturi
"

მალავს იდენტობას, ჰყავს 1 მეგობარი. დაწერა კომენტარი რამდენიმე პოსტზე

ადრე გამოვლენილი ყალბი პროფილები

19.Gela Mgeladze
"

მალავს იდენტობას, მოწონებული აქვს ქართული ოცნების მხარდამჭერი გვერდები. 2021 წლის მარტში ჩართული იყო ტვ პირველის საინფორმაციოს უფროსის ნოდარ მელაძის მადისკრედიტირებელ კამპანიაში.

20.Nina Maisuradze
"

მოწონებული აქვს ქართული ოცნების მხარდამჭერი და ოპოზიციის მადისკრედიტირებელი გვერდები. აზიარებს ოპოზიციის მადისკრედიტირებელ პოსტებს. მეგობრებში ჰყავს Gela Mgeladze. 2021 წლის მარტში ჩართული იყო ტვ პირველის საინფორმაციოს უფროსის ნოდარ მელაძის მადისკრედიტირებელ კამპანიაში.

ყალბი ანგარიშების მიერ მოწონებული გვერდები:

ყალბი ანგარიშების მიერ გავრცელებული გზავნილები

ყალბი ანგარიშები ნინო ლომჯარიას “ნაციონალური მოძრაობისა” და მიხეილ სააკაშვილის ინტერესების გამტარებლად და მიკერძოებულ მხარედ წარმოაჩენდნენ, რომელსაც მორალური უფლება არ ჰქონდა, სხვა პატიმრების პრობლემების უგულვებელყოფის პირობებში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეკომენდაციები გაეცა. ტროლები ლომჯარიას მისამართით შეურაცხმყოფელ კომენტარებს ტოვებდნენ,  ასევე წერდნენ, რომ სახალხო ქვეყანაში არსებულ კრიზისს უფრო მეტად აღრმავებს და მას უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

ფეისბუკ გვერდები

სახალხო დამცველისა და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად შექმნილ ექიმთა კონსილიუმის მადისკრედიტირებელ კამპანიაში ანტიოპოზიციური და ხელისუფლების მხარდამჭერი ფეისბუკ გვერდები (მიხეილ უკრაინოლოგისიმართლის დროატერენტი გლდანელიმის დეკოლტე 2018), პროსახელისუფლებო მედიები (POSTV – ანალიტიკაexclusivenews.geდაიჯესტი • Digest) და sportsvideos.ge-სთან დაკავშირებული ფეისბუკ გვერდები (მეფეღამურები 2020) იყვნენ ჩართული. ისინი ლომჯარიასა და კონსილიუმის წევრებს “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერაში ადანაშაულებდნენ, მათ არაკომპეტენტურობას უსვამდნენ ხაზს და ავრცელებდნენ ზალიკო ბერგერის 2020 წლის ვიდეოს, რომელშიც დიზაინერი სახალხო დამცველს შეურაცხყოფას აყენებდა.

16 და 17 ნოემბერს ფეისბუკ გვერდებმა “მიხეილ უკრაინოლოგი” “ტერენტი გლდანელი” და ”სიმართლის დროა” სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრის, ექიმ გიორგი პაპიაშვილის სამედიცინო კვალიფიკაცია, მის მიერ მიხეილ სააკაშვილის პოსტის გაზიარების გამო დააყენეს ეჭვქვეშ.
"
18 ნოემბერს ფეისბუკ გვერდი “სიმართლის დროა” სახლხო დამცველისა და ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ადამიანმა, რომელმაც 40 დღეზე მეტი იშიმშილა, სუსტად არაა – ციხის თანამშრომლების შეურაცხყოფა, სასამართლოში მისვლა და იქ პროცესში ჩართვაც შეუძლია. “სიმართლის დროა” ლომჯარიას ახსენებდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა და შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. გვერდი ასევე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით მესამე მხარედ ჩართვის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს შედეგი მოსალოდნელი იყო. ამავე გვერდმა კარლ ჰარცელის განცხადების სქრინი გამოაქვეყნა. პოსტის აღწერის მიხედვით, ევროკავშირის ელჩი პრემიერის მიერ შექმნილ კონსილიუმს ენდობა,  ლომჯარიას მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფზე კი იგივეს არ ამბობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას საერთაშორისო პარტნიორები არ ენდობიან.
"
20 ნოემბერს ზალიკო ბერგერის 2020 წლის ვიდეო ლომჯარიას მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით სხვადასხვა სახელისუფლებო ანგარიშებმა კოორდინირებულად გააზიარეს. კერძოდ: ფეისბუკ გვერდებმა მის დეკოლტე 2019სიმართლის დროა,  “მეფე”, “ღამურები 2020” და სახელისუფლებო მედიებმა POSTV – ანალიტიკაexclusivenews.geდაიჯესტი • Digest.

აღსანიშნავია, რომ ფეისბუკ გვერდები “მეფე” და ღამურები 2020 ძირითადად გასართობი შინაარსის პოსტებსა და sportsvideos.ge-იდან პოლიტიკური და სხვა შინაარსის მასალას აქვეყნებენ. 2021 წლის მარტში ინტერნეტ-გამოცემამ Sportvideos.ge ნინო ლომჯარიას სახელით მანიპულაციური განცხადებაც გაავრცელა. ვრცლად ამის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” პუბლიკაცია: ჰომოსექსუალთა და ტრანსგენდერთა ქორწინებისა და შვილის ყოლის შესახებ ლომჯარიას სახელით მანიპულაციური განცხადება ვრცელდება

ფეისბუკ გვერდ “სიმართლის დროას” პოსტებს საშუალოდ 4-5 კომენტარი აქვს. ამ კომენტარებს ყალბი ანგარიშები წერენ და ქმნიან შთაბეჭდილებას, თითქოს საზოგადოება სახლხო დამცველსა და მის მიერ შექმნილ კონსილიუმს არ ენდობა. აღსანიშნავია, რომ ეს ანგარიშები ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის დღეს “სიმართლის დროას” დეზინფორმაცის შემცველ პოსტებსა და ყალბ ციტატებს სხვადასხვა ფეისბუკ ჯგუფში ავრცელებდნენ.
"

ვინ მოითხოვს ნინო ლომჯარიას იმპიჩმენტს?

ანტიოპოზიციური გვერდებისა და ტროლების მიერ გავრცელებული გზავნილები მმართველი გუნდის ლიდერებისა და მხარდამჭერების განცხადებებსა და პოსტებშიც გახმოვანდა.

მაგალითად, ფეისბუკ მომხმარებლები Tornike Chelidze ლევან ნაკაშიძეIrma Xaxutaishvili 18 და 19 ნოემბერს გამოქვეყნებულ პოსტებში აღნიშნავდნენ, რომ ლომჯარია მსოფლიო ისტორიაში ერთადერთი უფლებადამცველია, რომელსაც პატიმრები აგინებენ.
"
ზოგიერთი ფეისბუკ მომხმარებელი, რომელიც “ქართული ოცნების” მხარდამჭერია,  პირდაპირ ნინო ლომჯარიას იმპიჩმენტს მოითხოვდა. 10 ნოემბერს “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა ლეილა ცინაძე-მელიქიძემ ჯგუფებში ბიძინა ივანიშვილი და მომავალი თაობა#oficial41-კვლავ ხალხის სამსახურშიპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას იმპიჩმენტის ინიციატივით გამოდიოდა. 19 ნოემბერს ამავე ანგარიშმა ჯგუფში ბიძინა ივანიშვილი და მომავალი თაობა#oficial ნინო ლომჯარიას იმპიჩმენტის შესახებ ხელმოწერების შეგროვების ინიციატივით გამოაქვეყნა პოსტი. 7 ნოემბერს ლეილა ცინაძე-მელიქიძეს ჯგუფში ბიძინა ივანიშვილი და მომავალი თაობა#oficial გაზიარებული ჰქონდა პოსტი, რომელშიც ნინო ლომჯარიას ნაციონალების დამცველს უწოდებდა.

"

ლეილა ცინაძე-მელიქიძე  ჯგუფების ბიძინა ივანიშვილი და მომავალი თაობა#oficial41-კვლავ ხალხის სამსახურშიპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადმინისტრატორია.

"

ხელისუფლების, სახელისუფლებო ექსპერტების და კრემლისტური და ანტილიბერალური აქტორების გზავნილები

ხელისუფლების, სახელისუფლებო ექსპერტების  და კრემლისტური და ანტილიბერალური აქტორების გზავნილები სახალხო დამცველთან და მის მიერ შექმნილ კონსილიუმთან მიმართებით თანხვედრაში იყო სოციალური ქსელების და სახელისუფლებო მედიის დისკრედიტაციის კამპანიასთან.

გზავნილი

“ქართული ოცნების” წევრები

სახელისუფლებო ექსპერტები

ანტილიბერალური და კრემლისტური აქტორები

ლომჯარიას და კონსილიუმის ქმედებებს პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს 

ირაკლი კობახიძე, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე:
“…როცა იდება ასეთი “ფეიკ” დასკვნა, მათ შორის ექიმებისა და სახალხო დამცველის მიერ – წარმოიდგინეთ ამ “ფეიკს” მოჰყვა გაგრძელება და გაგრძელება არის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ამას მოჰყვა ის სცენარი, რომლისაც ჩვენ გვეშინია. ამ შემთხვევაში ეს მორიგი “ფეიკი” ხდება ისეთი რამ, რასაც შეიძლება პირდაპირი პასუხისმგებლობაც მოჰყვეს, მათ შორის ომბუდსმენის და ექიმის”

ნუგზარ ჭონქაძე, მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსი: ,,ყოველი დღე ნინო ლომჯარიას მაგ პოზიციაზე ყოფნისა არის საფრთხე ქვეყნისთვის! ის მუდმივ რეჟიმში ახდენს ჩვენს მეგობარ ქვეყნებში დეზინფორმაციის გავრცელებას, რაც შეფასებულ უნდა იქნას როგორც საბოტაჟი! იგი სასწრაფოდ უნდა იქნეს დათხოვნილი მაგ პოზიციიდან!”

ზაალ ანჯაფარიძე, პროსახელისუფლებო ექსპერტი: ”… თუ თუნდაც 100,000 მოქალაქე… საკუთარი ხელმოწერით დაადასტურებს დასაბუთებელ წუხილს, რომ სახალხო დამცველი ვერ უძღვება მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ეს უნდა გახდეს საფუძველი, რომ პარლამენტმა განიხილოს ომბუდსმენის მიმართ ნდობის ვოტუმი.”

გია აბაშიძე, სახელისუფლებო ექსპერტი: “მიმაჩნია, რომ საზოგადოების უფრო აქტიური ზეწოლით უნდა ვაიძულოთ დატოვოს თანამდებობა. ეს არის ჩემი, როგორც გადასახადის გადამხდელის პრეტენზია იმ ჩინოსნის მიმართ, რომელიც არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს და არის პარტიულად ანგაჟირებული სუბიექტი!”

ირაკლი ლატარია, სამთავრობო ექსპერტი:“ქართული ოცნება / Georgian Dream ნინო ლომჯარიას იმპიჩმენტზე, რომ შემთხვევით ხელი დაგეჭიროთ არ შეიძლება?”

სანდრო ბრეგაძე, ქართული მარშის ლიდერი: “2 წლის წინ გავაფრთხილე ქართული ოცნება – “ეს ქალი [ნინო ლომჯარია] სამშობლოს მოღალატეა, მალე თქვენც ზურგში დანას ჩაგცემთ-თქო” ‼️ “ბუმერანგი” – ყველაზე ფილოსოფიური იარაღია. ბუმერანგივით დაუბრუნდა ოცნებას ლომჯარიას სახალხო დამცველად დანიშვნა‼️”


გზავნილი

“ქართული ოცნების” წევრები

სახელისუფლებო ექსპერტები

ანტილიბერალური და კრემლისტური აქტორები

ნინო ლომჯარია და ექსპერტთა ჯგუფი მიკერძოებულია

ირაკლი კობახიძე, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე: „სახალხო დამცველს აქვს ძალიან მკაფიოდ გამოკვეთლი პოლიტიკური მიკერძოება…”

მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე: „სამწუხაროა, რომ ნინო ლომჯარია თავიდან ბოლომდე „ნაცმოძრაობის“ „მესიჯ-ბოქსშია“ ჩამჯდარი.”

რატი იონათამიშვილი, “ქართული ოცნების” წევრი: „ეს ამაზრზენი და არასანდო კვლევაა. როდესაც მიზანმიმართულად კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის თუ დაჯგუფების ინტერესების დამცველი ხარ, ეს ძალიან უხერხულია.”

ნუგზარ ჭონქაძე, მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსი:”მას აშკარად ეტყობა პოლიტიკური მიკერძოება – არ აქცევს ყურადღებას არცერთ პატიმარს თუ ის არ მიეკუთვნება ან ნაციონალურ მოძრაობას ან სექსუალურ უმცირესობას!“

დავით მათიკაშვილი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე:“მომეცით იმის უფლება, რომ ეჭვი შევიტანო ნინო ლომჯარიას მიუკერძოებლობაში, რადგანაც ჩვენი ქვეყნის სახალხო დამცველი ძალიან ხშირად, ჩვენს საზოგადოებას ევლინება არა როგორც მთლიანად ჩვენი საზოგადოების უფლებების დამცველი, არამედ განსაკუთრებულად სააკაშვილის და განსაკუთრებულად “ნაციონალური მოძრაობის” უფლებების დამცველი.”

ლევან ნიკოლეიშვილი, სახელისუფლებო ექსპერტი:“არა-სახალხო დამცველი ან თუ გნებავთ მხოლოდ ნაცების დამცველი ნინო ლომჯარია, დღითი დღე გვაოცებს; ყველაზე საინტერსო კი მის მიერ დაკომპლექტებული სამედიცინო ექსპერტთა კონსილიუმია, კონსილუმი, რომელიც ძირითად ნაცრადიკალების მომხრე და მხარდამჭერი ექიმებითაა შედგენილი.”

ირაკლი ლატარია, სახელისუფლებო ექსპერტი: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პირადი დამცველი ნინო ლომჯარია , რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ნაცებზე და მათ პრობლემებზეა ორიენტირებული, როდემდე უნდა გვაჯდეს თავზე? როგორმე ეგ ადამიანი რომ ჩამოვაშოროთ თანამდებობას არ შეიძლება? ჯერ მარტო რამხელა ხარჯია მისი და მისი დაქალების შენახვა და ამ დროს, ქალი არ იცავს ცოცხალი თავით არავის, თუ არ აქვს ენმ-იდან თანხმობა.”

ნიკოლოზ მჟავანაძე, “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე: “ნინო ლომჯარია სახალხო დამცველი კი არა ნაცების და სააკაშვილის დამცველია”

ჯაბა ხუბუა, ასავალ-დასავალის ჟურნალისტი, 22-28 ნოემბერი: “ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის ეჭვი გამართლდა და აღმოჩნდა, რომ უხალხო ნაცდამცველ ლომჯარიას სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ “ექსპერტთა ჯგუფში”, ძირითადად სწორედ სააკაშვილისა და მისი მკვლელი, მწამებელი და გამაუპატიურებელი რეჟიმის მიმართ სიმპათიით გამსჭვალული ექიმები შეუყვანია.”


გზავნილი

“ქართული ოცნების” წევრები

სახელისუფლებო ექსპერტები

სამთავრობო მედია

სახალხო დამცველს სხვა პატიმრების უფლებებს არ იცავს

ნიკოლოზ სამხარაძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე: “ა​ქამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში შიმშილობდა თუ სწორად ვიცი 1000-ზე მეტი პატიმარი, თუ ამ პატიმრებს არ ქონდათ ციხის საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობის საშუალება. მაშინ სად იყო ლომჯარია?”

ნუგზარ ჭონქაძე, მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსი: ”მოვიკითხე და მისი დანიშვნის დღიდან, არცერთი მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობისთვის არ მიუქცევია ყურადღება და არ მოუთხოვია მისთვის კლინიკაში გადაყცანა. არასდროს არ დაინტერესებულა მათი ყოფითი პრობლემებით, არ უზრუნია მათი უფლებებისთვის.”

გია აბაშიძე, სახელისუფლებო ექსპერტი:
“პლანეტის რომელ დემოკრატიულ ქვეყანაშია, რომ სახალხო დამცველს, პატიმრების მეგობარს, თავად პატიმრები ლანძღავდნენ? ეს ხომ ისეთივე აბსურდია, როგორც “ცხელი თოვლი”?”

გია აბაშიძე, სახელისუფლებო ექსპერტი: “ ყველა მისი წინამორბედი სახალხო დამცველი პატიმრების მოკავშირე, მეგობარი იყო. თუ რატომ ლანძღავენ მას ტუსაღები, ვერ აანალიზებს. იქნებ ვინმემ საღად მოაზროვნემ აუხსნას, თუ რისი ბრალია პატიმრებისგან მისდამი ამგვარი ნეგატიური დამოკიდებულება.”

შალვა რამიშვილი, PosTv-ის წამყვანი:
“თურმე ლომჯარია არ შესულა ჩვეულებრივ პატიმრებთან. თითქმის ყოველთვის შედიოდა წინა ხელისუფლების წევრებთან, რომლებიც დაიჭირეს ეხლა… არასოდეს არ მოუნახულებია ჩვეულებრივი პატიმრები.”

ბაჩო ოდიშარია PosTv-ის წამყვანი:
“მიშას სანახავად რომ შევიდა, ხომ გამოვიდა ინფორმაცია გამლანძღესო იქ პატიმრებმა და ეს როგორ შეიძლებაო. წარმოიდგინე  პატიმარს რა მიმართება უნდა ჰქონდეს, როგორ ურყოფილად უნდა გრძნობდეს ტავს რო სახალხო დამცველის, იმის მიმართ ვინც შენს უფლებებს უნდა იცავდეს, ლანძღვა დაიწყო. როგორი უფუნქციო არის იმაში, რისი ფუნქციაც უნდა ჰქონდეს.”

ანტილიბერალური და კრემლისტური აქტორები

ნოემბერში ნინო ლომჯარია პრორუსული და ანტიდასავლური აქტორების სამიზნეც გახდა. ასავალ-დასავალის ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა ნინო ლომჯარიას კონსილიუმის “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებით დაკომპლექტებაში დებდა ბრალს და ასევე საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევაში უკრაინის სახალხო დამცველს, ლუდმილა დენისოვას ადანაშაულებდა (ასავალ-დასავალი, 22-28 ნოემბერი).
Tvalsazrisi.ge-ის ავტორისა და “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერის, ირაკლი ჯანყარაშვილის მიხედვით, ნინო ლომჯარიას დანიშვნა ამერიკის მაშინდელი ელჩის პირდაპირი დირექტივა იყო.

ჯაბა ხუბუა, ასავალ-დასავალის ჟურნალისტი, 22-28 ნოემბერი: „ლომჯარია მხოლოდ ადგილობრივ დონეზე მავნებლობს და მისი ვაი-ომბუდსმენობა საქართველოს ფარგლებს არ გასცდენია, დენისოვა კი საკუთრ ქვეყანასაც არ სჯერდება და უცხო ქვეყანაში – საქართველოშიც ლომჯარიობს! მოკლედ რომ ვთქვათ, ლომჯარია ლოკალური მასშტაბის ლომჯარიაა, დენისოვა კი უფრო ფართომასშტაბიანი ლომჯარია გახლავთ და სწორედ ამით არის ლომჯარიაზე უარესი!”

ირაკლი ჯანყარაშვილი, Tvalsazrisi.ge-ის ავტორი: ნინო ლომჯარიას დანიშვნა ამერიკის მაშინდელი ელჩის პირდაპირი დირექტივა იყო. სახალხო დამცველის პოსტზე “ქართულმა ოცნებამ” “ოპოზიციის კანდატურას” კი არ დაუჭირა მხარი, ნინო ლომჯარიას სახით, არამედ მხარი დაუჭირა მისი და ნაციონალური მოძრაობის ერთობლივ კანდიდატურას! შეთანხმებულ კანდიდატურას! ვინ იყო ამ შეთანხმების წყარო? მაშინდელი ამერიკის ელჩი საქართველოში!რომლის პირდაპირი დირექტივაც იყო ლომჯარიას დანიშვნა! თორემ სახალხო დამცველის არჩევისას პარლამენტს ჰქონდა ალტერნატიული არჩევანის საშუალება – პატრიოტთა ალიანსმა წარადგინა  გიორგი ფოფხაძე, რომელიც სწორედაც რომ მიუკერძოებელი სახალხო დამცველი იქნებოდა.”

ირაკლი ჯანყარაშვილის პოსტი Tvalsazrisi.ge-ის გარდა შემდეგმა ფეისბუკ გვერდებმა გაავრცელეს: ანტილიბერალური დოქტრინაპარტიოტთა ალიანსის მხარდამჭერებირეზიდენტისაქართველოს მავნებლები და მავნებლობა. ამ გვერდებიდან პირველი სამი (ანტილიბერალური დოქტრინაპარტიოტთა ალიანსის მხარდამჭერებირეზიდენტიირაკლი ჯანყარაშვილთან არის დაკავშირებული.
"

დეზინფორმაცია და დისკრედიტაციის კამპანია ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით

სახალხო დამცველის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანია ადრეც მიმდინარეობდა. ნინო ლომჯარია კრემლისტური და ანტილიბერალური ჯგუფების სამიზნე 2021 წლის ივნისში მას შემდეგ გახდა, რაც საპატრიარქოსთან არსებულ ნინოწმინდის ბავშვთა სახლში ომბუდსმენის შესვლის საჭიროება დადგა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” პუბლიკაცია: ვინ ჩაერთო სახალხო დამცველის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიაში?

ნინოწმინდის პანსიონის თემაზე დეზინფორმაცია სახალხო დამცველის წინააღმდეგ 20 ნოემბერს კრემლისტურმა გამოცემა News Front-მა და ალტ-ინფორსთან დაკავშირებულმა ანგარიშებმა, ასევე Spacenews.io-მ ე “კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის” დამფუძნებლის შოთა აფხაიძის ფეისბუკ პოსტზე დაყრდნობით გაავრცელეს. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” პუბლიკაცია: კრემლისტური და სახელისუფლებო პლატფორმები ნინო ლომჯარიას და ტვ ფორმულას წინააღმდეგ დეზინფორმაციას ავრცელებენ


მოამზადა ანი ქისტაურმა

წყარო

წყარო

ძალა სიმართლეშია
ძალა სიმართლეშია

წყარო

News Front Georgia
News Front Georgia

წყარო

თვალსაზრისი.გე – Tvalsazrisi.ge
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

პოს ტვ (POS TV)
პოს ტვ (POS TV)
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist