გერმანული და პოლონური გამოცემების სახელით გაყალბებული გარეკანის ფოტოები ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

364
VIEWS

შესწორება: მასალაში შევიდა შესწორება გამოცემა Eulenspiegel-ის ნომრების გამოშვების თარიღზე.

2023 წლის 30 იანვრიდან ანონიმური ფეისბუქ ანგარიში Злой Ёжик, ასევე სხვა რუსულენოვანი ანგარიშები (1,2,3) გერმანული სატირული ჟურნალი Eulenspiegel-ის გარეკანის ფოტო ავრცელებდნენ. ფოტოზე გამოსახულია ადამიანების ორი ჯგუფი, რომლებიც ოლიმპიური სიმბოლოს – ხუთ ოლიმპიურ რგოლს საპირისპირო მიმართულებით ექაჩებიან. ერთ ჯგუფში ვხედავთ მამაკაცებს, რომლებიც ერთმანეთს კოცნიან, ასევე პირს ლგბტქ+ დროშით, ხოლო მეორე მხარეს უკრაინის დროშის ფერებში გამოწყობილ ინდივიდს, ასევე ჯარისკაცს აზოვის ბატალიონის სიმბოლოთი. გარეკანზე ასევე გვხვდება წარწერები, რომ ეს სპორტის ახალი სახეობაა და რომ სპორტი პოლიტიკის გარეთ არ არსებობს. თანდართული აღწერის მიხედვით, გარეკანი ევროპული პოლიტიკის ორ წამყვან ტრენდს ასახავს. 

2023 წლის 28 იანვარს ანგარიშმა Злой Ёжик პოლონური გამოცემა Polityka-ს გარეკანის ფოტოც გაავრცელა, რომელზეც უკრაინის დროშის ფერებში და უკრაინის გერბის მქონე ჩაძირული წყალქვეშა ნავია გამოსახული. ნავის სიახლოვეს რამდენიმე მკვდარ და მომაკვდავ ვირთხას ვხედავთ. ფოტოზე ასევე გვხვდება წარწერა: “ვირთხები ყველა გემიდან ცოცხალი ვერ გამოვლენ”. 27 იანვრიდან გარეკანის ფოტოს სხვა რუსულენოვანი ანგარიშებიც ავრცელებდნენ (1,2,3,4). 

gaqhalbebi garekani გერმანული და პოლონური გამოცემების სახელით გაყალბებული გარეკანის ფოტოები ვრცელდება

gaqhalbebi garekani 1 გერმანული და პოლონური გამოცემების სახელით გაყალბებული გარეკანის ფოტოები ვრცელდება

გავრცელებული ჟურნალის გარეკანები გაყალბებულია. Eulenspiegel-ისა და Polityka-ს უახლეს ნომრებს სხვა გარეკანი აქვთ და მსგავსი ვიზუალის ნომრები არც არქივებში იძებნება. 

Eulenspiegel გერმანული სატირული ჟურნალია, რომლის ნომრები თვეში ერთხელ გამოიცემა. 2023 წლის პირველი ნომერი 2022 წლის 21 დეკემბერს გამოიცა და მასზე  იან ვერმეერის დაზიანებული ნახატი “მერძევეა” გამოსახული. რიგით მეორე ნომერი 2023 წლის 25 იანვარს გამოიცა და მასზე გერმანიის ფინანსთა მინისტრი, კრისტიან ლინდნერი გვხვდება.

gaqhalbebi garekani 2 გერმანული და პოლონური გამოცემების სახელით გაყალბებული გარეკანის ფოტოები ვრცელდება

ფეისბუქზე გავრცელებულ გარეკანის ფოტოზე მითითებულია, რომ ის მესამე ნომერს წარმოადგენს, რაც შეუძლებელია, რადგან Eulenspiegel-ის რიგით მესამე ნომერი 23 თებერვალს უნდა გამოვიდეს. გარდა სატირული ჟურნალისა, გამოცემამ 2023 წელს კალენდარი და ქარდები გამოუშვა სხვადასხვა პოლიტიკოსის გამოსახულებით. ოლიმპიური რგოლები არც ერთ მათგანზე არაა გამოსახული. 

2024 წლის პარიზის ოლიმპიადის საკითხი ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა თამაშებში რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მონაწილეობა დაუშვან. უკრაინული მხარის განცხადებით, თუ სპორტსმენებს ამ ორი ქვეყნიდან ოლიმპიადაში მონაწილეობის ნებას დართავენ, უკრაინა ღონისძიებას ბოიკოტს გამოუცხადებს. მსგავსი პოზიცია სხვა რამდენიმე ქვეყანამაც დააფიქსირა

რაც შეეხება Polityka-ს, ის პოლონური ყოველკვირეული გამოცემაა. 2023 წელს გამოსულ არც ერთი ნომრის გარეკანზე ჩაძირული წყალქვეშა ნავი არ გვხვდება. მსგავსი გარეკანი არც 2022 წელს გამოსულ ნომრებს არ ჰქონიათ

gaqhalbebi garekani 3 გერმანული და პოლონური გამოცემების სახელით გაყალბებული გარეკანის ფოტოები ვრცელდება

გავრცელებულ გარეკანზე თარიღად მხოლოდ 2023 წელია დატანილი, მაშინ, როდესაც ჟურნალის სხვა ყველა ნომერზე გამოსვლის კონკრეტული დღეა მითითებული. ამას გარდა, გამოცემის დასახელების ქვეშ დატანილია წარწერა “specjalna sprawa”, რაც სპეციალურ ნომერს უნდა აღნიშნავდეს, თუმცა პოლონურ ენაზე ეს ფრაზა “numer specjalny-ა”, რაც შესაძლოა მიანიშნებდეს, რომ გარეკანი პოლონური ენაზე არამოსაუბრე პირმა შეადგინა. 

ცნობილი გამოცემების გარეკანების გაყალბება კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია, რომელიც განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ გააქტიურდა. “მითების დეტექტორმა” წარსულში არაერთი გაყალბებული გარეკანი გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ მასალაში: 

წყაროს შესახებ

ერთ-ერთი ფეისბუქ ანგარიში, რომელმაც Polityka-ს გაყალბებული გარეკანი გაავრცელა Валентина Тотибадзе-ა, რომელსაც სხვადასხვა თემატიკის დეზინფორმაციული შინაარსის პოსტები წარსულშიც გამოუქვეყნებია.

gaqhalbebi garekani 4 გერმანული და პოლონური გამოცემების სახელით გაყალბებული გარეკანის ფოტოები ვრცელდება


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist