დეზინფორმაცია, თითქოს ფრანგული გამოცემა LA MONTAGNE რწყილების გავრცელებას რუსეთს უკავშირებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

125
VIEWS

16 ოქტომბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა მამუკა ქარჩხაძემ გამოაქვეყნა სქრინშოტი, რომელიც ფრანგულ გამოცემა  LA MONTAGNE-ს ფრანგულენოვან სტატიას ასახავს. სათაურის მიხედვით, ქვეყანაში საწოლის ბაღლინჯოების გავრცელება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უკავშირდება.  

ფრანგული მედიის სტატიის სქრინშოტი ვრცელდება რუსულენობან ვებ-საიტებზე, ფეისბუქ-ჯგუფებში, ანგარიშებსა და ტელეგრამ-არხებზე (1;2;3;4;5;6;7;8). 

Screenshot 2023 10 23 150930 დეზინფორმაცია, თითქოს ფრანგული გამოცემა LA MONTAGNE რწყილების გავრცელებას რუსეთს უკავშირებს

დეზინფორმაციულია მტკიცება, რომ LA MONTAGNE საფრანგეთში მწერების გავრცელებას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უკავშირებს. რეალურად, გამოცემის სახელით გავრცელებული სქრინშოტი გაყალბებულია – ინფორმაციას ამის შესახებ უცხოელ ფაქტების გადამმოწმებლებთან ადასტურებს მედიის წარმომადგენელიც.  

დეზინფორმაციის ავტორთა ნაწილი, რომელსაც წყაროდ ფრანგული მედიის სტატია მოჰყავს, ამტკიცებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების გამო საფრანგეთში შეწყდა პესტიციდების შემადგენლობაში შემავალი იმ რუსული კომპონენტის იმპორტი, რომელიც ეფექტური იყო საწოლის ბაღლინჯოებთან ბრძოლაში და რომლის ჩანაცვლებაც შეუძლებელი აღმოჩნდა. რეალურად, სტატია, რომელშიც ფრანგული გამოცემა LA MONTAGNE ქვეყანაში საწოლის ბაღლინჯოების გავრცელებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას უკავშირებს, მედიის ოფიციალურ ვებ-საიტზე არ იძებნება. სტატია ასევე არ იძებნება არცერთი სანდო საერთაშორისო წყაროთი.   

ინფორმაცია, რომ სქრინშოტი გაყალბებულია, გაავრცელეს ფრანგმა ფაქტების გადამმოწმებლებმაც. მათთან საუბარში LA MONTAGNE-ს წარმომადგენელმა უარყო, რომ მათ ვებ-საიტზე მსგავსი სათაურით მასალა გამოქვეყნდა და აღნიშნა, რომ სქრინშოტზე გამოყენებული შრიფტი მათი შრიფტისგან განსხვავდება.  

საწოლის ბაღლინჯოების შემოსევასთან დაკავშირებით პოლიტიკური შინაარსის დეზინფორმაცია ოქტომბრის დასაწყისში საფრანგეთის სხვა გამოცემების სახელითაც გავრცელდა. მაგალითად, რუსულენოვან ტელეგრამ-არხზე გვხვდება გამოცემა Libération-ის სახელით გავრცელებული სქრინშოტები. Украина.ру აქვეყნებს ყალბ სქრინშოტს, რომლის მიხედვითაც, Libération-ი წერს, თითქოს პარაზიტოლოგები დარწმუნებული არიან, რომ საფრანგეთში მავნე მწერების რაოდენობის ზრდა ქვეყანაში უკრაინელი ლტოლვილების შესვლით არის გამოწვეული. “პარიზი პარაზიტებმა დაიპყრეს. ყველაფერი ეს იმ მიზეზით ხდება, რომ უკრაინელმა ლტოლვილებმა თავიანთი ნივთებით ჩამოიყვანეს პარაზიტები, რომლებსაც ფრანგული კლიმატი ძალიან მოეწონათ. ექსპერტები ფიქრობენ, რომ საწოლის ბაღლინჯოების ეპიდემიის მთავარი ტალღა ჯერ კიდევ წინ არის”, – წერენ რუსულენოვანი ტელეგრამ არხები და წყაროდ ფრანგული გამოცემა მოჰყავთ. ისევე, როგორც LA MONTAGNES-სტატია, აღნიშნული სტატიაც არ იძებნება Libération-ის ვებ-საიტზე. ნაცვლად ამისა, გვხვდება დეზინფორმაციაზე Libération-ის პასუხი – ,,არა, Libération-ს საწოლის ბაღლინჯოების გავრცელებაში უკრაინელი ლტოლვილები არ დაუდანაშაულებია”. 

Screenshot 2023 10 23 150938 დეზინფორმაცია, თითქოს ფრანგული გამოცემა LA MONTAGNE რწყილების გავრცელებას რუსეთს უკავშირებს

წყაროების შესახებ:

ფეისბუქ-მომხმარებელი  მამუკა ქარჩხაძე ყალბ ინფორმაციასა და ანტიდასავლურ პოსტებს აქვეყნებს.  მის მიერ გავრცელებული პოსტების ნაწილი ქართველი და უცხოელი ფაქტების გადამმოწმებლების მიერ ყალბ ინფორმაციად არის მონიშნული. 

Screenshot 2023 10 23 150943 დეზინფორმაცია, თითქოს ფრანგული გამოცემა LA MONTAGNE რწყილების გავრცელებას რუსეთს უკავშირებს

ფეისბუქ-მომხმარებელი Ana Shimanskaya ფოტოფაბრიკაციებს, ანტიდასავლურ დ ანტიუკრაინულ პოსტებს ავრცელებს. მის მიერ გამოქვეყნებული პოსტების ნაწილი ფაქტების გადამმოწმებლების მიერ ყალბ ინფორმაციად არის მონიშნული.  

Screenshot 2023 10 23 150947 დეზინფორმაცია, თითქოს ფრანგული გამოცემა LA MONTAGNE რწყილების გავრცელებას რუსეთს უკავშირებს

არქივის პოსტი


მოამზადა ბექა ავგროზაშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, საფრანგეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist