ჟურნალ Titanic-ის სახელით ყალბი გარეკანის ფოტო ვრცელდება 

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

191
VIEWS

2023 წლის 18-19 ოქტომბერს სხვადასხვა სოციალური ქსელის რუსულენოვანმა ანგარიშებმა და ვებსაიტებმა (1, 2, 3, 4) გერმანული სატირული ჟურნალი Titanic-ის გარეკანის ფოტო გამოაქვეყნეს. გარეკანი ეძღვნება მოახლოებულ ჰელოუინის დღესასწაულს. ფოტოზე ვხედავთ კარის ზღურბლთან ჩამწკრივებულ, კალათიან ადამიანებს, რომელთაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსახულების მქონე ნიღბები უკეთიათ, ხოლო ერთი მათგანი ეროვნულ ებრაულ ტანისსამოსშია გამოწყობილი. ამ უკანასკნელის კალათი ტკბილეულითაა სავსე, მაშინ, როდესაც ზელენსკის სახის მქონე ხელცარიელი ბიჭუნები უშედეგოდ ელოდებიან დასაჩუქრებას. ჟურნალის გარეკანზე ასევე ვხედავთ წარწერას: ‘’Dieses Mal wird es nicht genug Süßigkeit für alle geben’’, რაც ნიშნავს: ‘’ამჯერად ყველასთვის საკმარისი ტკბილეული არ იქნება’’.

Screenshot 2023 10 24 094944 ჟურნალ Titanic-ის სახელით ყალბი გარეკანის ფოტო ვრცელდება 

გავრცელებულ პოსტებში ფოტოფაბრიკაციას ვხვდებით. სინამდვილეში, Titanic-ის სახელით გავრცელებული გარეკანი გაყალბებულია. აღნიშნული ილუსტრაცია გერმანული გამოცემის ოფიციალურ ვებსაიტსა და სოციალურ ქსელებში არ გამოქვეყნებულა.

ყოველთვიური ჟურნალის ბოლო ნომერის (2023/10) გარეკანის ფოტო ამა წლის 27 სექტემბერს გამოვიდა. თავად ჟურნალი მკითხველისთვის ხელმისაწვდომია როგორც ბეჭდურ, ისე ელექტრონულ ფორმატში და მის გარეკანზე არ ვხვდებით ილუსტრაციას, რომელზეც “დასავლეთის მოწყალების” გარეშე დარჩენილი უკრაინაა გამოსახული. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შინაარსის ილუსტრაციას არ ვხვდებით გამოცემის არც წინა ნომრებში.

ოქტომბრის ნომერი

Screenshot 2023 10 24 094952 ჟურნალ Titanic-ის სახელით ყალბი გარეკანის ფოტო ვრცელდება 
სექტემბრის ნომერი. წყარო: https://shop.titanic-magazin.de/

ცნობილი დასავლური გამოცემების გარეკანის ფოტოებისა თუ კარიკატურების გაყალბება რუსული საინფორმაციო ომისა და პროპაგანდის ნაწილია.  მითების დეტექტორმა წარსულში არაერთხელ გადაამოწმა სხვადასხვა დასავლური გამოცემის, მათ შორის Titanic-ის სახელით გაყალბებული გარეკანის ფოტოები. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:


მოამზადა მარიამ ნიგურიანი
მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია, ისრაელი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist